x
image
კატაპულტი
ვინ სარგებლობს და ვინ ზარალდება თბილისის ტაქსებისათვის თეთრი ფერის მინიჭებით? ( იცოდე სიმართლე - არ ენდო ბრმად!)

image

როგორც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მოხდება ტაქსების ორ კატეგორიად დაყოფა, კერძოდ: 1. თეთრი ფერის ტაქსები, რომელთაც ექნებათ სპეციალური მანათობელი საცნობი ნიშანი და შეეძლებათ მგზავრი ქუჩიდან აიყვანონ, და ასევე, გაჩერდნენ სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ადგილებზე.; და 2. ტაქსო-კომპანიებში დარეგისტრირებული ტაქსები, რომელთაც მგზავრის აყვანა მხოლოდ ოპერატორის მეშვეობით შეეძლებათ, მათ არ ექნებათ ფერზე შეზღუდვა, თუმცა ვერ ისარგებლებენ ქუჩაში მგზავრების აყვანისა და პარკინგის პრიორიტეტებით.

პირველ კატეგორიაში მოსახვედრად თუ მძღოლს მანქანის გადაღებვა ესაჭიროება, მერია მას ტაქსის მანათობელ ნიშანს, მანქანის ღებვის 700 ლარიან და სალონის ქიმწმენდის ვაუჩერებს გადასცემს, თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ასეთ მძღოლებს მათ მანქანებზე ორი წლით რეკლამის განთავსების ვალდებულება ექნებათ.

თუმცა აქვე ჩნდება რამდენიმე კითხვა:

1. საკმარისია 700 ლარი ავტომობილის გასათეთრებლად?

გადაღებვის შემთხვევაში მძღოლს შესაძლოა თანხის დამატებამაც მოუწიოს. სტიკერის დაკვრის შემთხვევაში კი დიდი ალბათობით, საკმარისია (გააჩნია კომპანიას).

2. რა ღირს რეალურად ავტომობილზე რეკლამირება?

თბილისის მერიის განცხადებით, პირველი კატეგორიის ტაქსის მძღოლები მიიღებენ 700 ლარიან ვაუჩერს თეთრი ფერისათვის, ასევე ქიმწმენდის ვაუჩერს, რომელიც მაქსიმუმ 150 ჯდება და 10 ლარიან ტაქსის მანათობელ ნიშანს, მთლიანობაში მაქსიმუმ 860 ლარს მერიისგან, ხოლო თავად 2 წლის განმავლობაში დაარეკლამირებენ ამა თუ იმ კომპანიას.

საინტერესო ის ფაქტია, რომ ავტომობილზე რეკლამის განთავსებას ბევრად მაღალი ფასი აქვს, კერძოდ, თვიური ანაზღაურების შემთხვევაში, ის შეადგენს 80-დან 300-ლარამდე (ავტომობილის მოდელისა და რეკლამის ზომის მიხედვით), ხოლო კილომეტრაჟით ანაზღაურების შემთხვევაში, მინიმუმ 5 თეთრია კილომეტრი.თუ ჩავთვლით, რომ ტაქსი დღეში საშუალოდ 100 კილომეტრს გადის, მივიღებთ 5 ლარს დღიურად და დაახლოებით იგივე თანხას თვეში, რაც ზემოთ იქნა ნახსენები.

და რადგან ტაქსის მძღოლი ვალდებულია, 2 წლით გააკრას რეკლამა მანქანაზე, ზემოთ მოყვანილი ციფრები გადავამრავლოთ ამ დროზე. თვეში თუ მინიმუმ 80 ლარს ვიანგარიშებთ რეკლამირებისთვის, ორ წელიწადში გამოგვივა დაახლოებით 2000 ლარი (1920 ლარი - 80*12=960*2=1920).

ამგვარად, ყველაზე დაბალი ფასის შემთხვევაშიც კი, თუ მძღოლი თავად გაიღებს ხარჯებს პირველი კატეგორიის ტაქსების სიაში მოსახვედრად, და შემდეგ თავადვე მოიზიდავს რეკლამისათვის კომპანიას, 2 წელიწადში ყველაზე ცუდ ვარიანტში მინიმუმ 1000 ლარით მეტ შემოსავალს მიიღებს, საუკეთესო ვარიანტში კი 5000 ლარს( თვეში 300 ლარი რეკლამა *24 თვე= 7200 ლარი, აქედან საუკეთესო საღებავით მანქანის გადაღებვა 2000 ლარი და 200 ლარი ქიმწმენდა.)

ალბათ, დადგება დრო და ამ ციფრებს სამართალდამცველებიც დააფიქსირებენ და გაირკვევა, თუ სად მიდის თითოეული ტაქსიდან ათასობით ლარი, რაც მთლიანობაში მილიონებს უდრის. რეგისტრირებული 31 000 ტაქსიდან ყოველმა მეხუთემაც რომ მოისურვოს პირველი კატეგორიის ტაქსის სერვისის მიწოდება, 6000 ჯერ მინიმუმ 1000 ლარი, 6 000 000 ლარი გაურკვეველ ვითარებაში ქრება.

აღსანიშნავია, რომ ტაქსებისათვის ლიცენზიის შემოღებით ბიუჯეტში დაახლოებით 2 000 000 ლარზე მეტი შევიდა, საიდანაც ნაწილი ტაქსებისათვის პარკირების ადგილების მოწყობას მოხმარდა.

0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0