x
დადებითად მოქმედი განმამტკიცებლები და მათი ფუნქციები

განმტკიცების ცნებას ფსიქოლოგიაში სპეციფიკური მნიშვნელობა აქვს. განმტკიცებად ითვლება ნებისმიერი ქცევის შედეგი, რომელიც ხელს უწყობს მომავალში ამ ქცევის განმეორებას.
განმტკიცების ფორმების ორი კლასიფიკაცია არსებობს. ამ კლასიფიკაციის
მიხედვით განმტკიცება დაიყო პირველად, მეორად და გენერალიზებულ განმამტკიცებლებად.
1.პირველად განმამტკიცებლებს უწოდებენ ფილოგენეტურად განსაზღვრული მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელ (მაგალითად, შიმშილის, წყურვილის, ძილის და სხვ. ) საშუალებებს, რომელთაც ქცევის უდიდესი განმამტკიცებელი ძალა აქვთ, როდესაც ორგანიზმს მათი დეფიციტი აქვს.
2.მეორადი განმამტკიცებლები ნეიტრალური გამღიზიანებლებია, რომლებიც პირველად განმამტკიცებლებთან ასოციაციის შედეგად განმამტკიცებლის ძალას იძენენ. მათი შეძენა ორგანიზმის ინდივიდუალურ გამოცდილებაში ხდება, განსხვავებით ფილოგენეტური განმამტკიცებლებისა, რომლებიც გვარის ყველა წარმომადგენლისთვის საერთოა. ამიტომაც, ისინი ინდივიდუალურად განსხვავებულნი და მრავალფეროვანნი არიან და მათი მოქმედებაც
ინტერინდივიდუალურად განსხვავებულია.
3.გენერალიზებული განმამტკიცებლები პირობითი განმამტკიცებლების
სახეა (მაგალითად ფული).მათი დაკავშირება პირველად და მეორად განმამტკიცებლებთან ძალიან ადვილად ხდება და ზოგჯერ ცვლის კიდეც მათ. ამიტომ ისინი, ცალკეულ შემთხვევებში დამოუკდებელი განმამტკიცებლის სახით გამოდიან.

გამტკიცების ფორმები:
1.მატერიალური განმტკიცება - გულისხმობს ნებისმიერ ნივთს, რომელსაც შეუძლია ქცევის ალბათობის გაზრდა.ეს შეიძლება იყოს როგორც საკვები (მაგ. შოკოლადი, კამფეტი), ისე ნებისმიერი მიმზიდველი ნივთი. მატერიალური განმამტკიცებლების როლი განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ბავშვებთან. მათი გამოყენება მძიმე გონებრივი ჩამორჩენის შემთხვევაშიც ეფექტურია.
2.განმტკიცების ყველა საშუალებებს შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა სოციალურ განმამტკიცებლებს გააჩნია. სოციალური განმამტკიცებლები მრავალფეროვნებით გამოირჩევიან და სხვადასხვა ფორმით ვლინდებიან. განმამტკიცებელი შეიძლება იყოს მაგ. ვერბალური: შექება,
აღიარება; ტაქტილური-მოფერება; ვიზუალური- გაღიმება.
სოციალური განმამტკიცებლების გამოყენებას ქცევის მიზანმიმართული მოდიფიკაციის პირობებში ბევრი უპირატესობა აქვს: ამ
დროს არა მხოლოდ განმტკიცებული ქცევის ალბათობა იზრდება, არამედ იგი დადებითად მოქმედებს
თვითშეფასებაზეც.
3.აქტივობა, როგორც განმამტკიცებელი. ამ სახის განმამტკიცებლად ითვლება სასიამოვნო განცდების გამომწვევი აქტიობები. ამ განმამტკიცებლების, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა განმტკიცებლის ფუნქცია მხოლოდ ემპირიულად მისი მოქმედებით შეიძლება იქნას დადასტურებული.
4. დაფარული განმამტკიცებლები - აშკარად, თვალსაჩინოდ არ ვლინდებიან, რამდენადაც თვით მოქმედების პროცესი შეიძლება იყოს ამ დროს სუბიექტისთვის სასიამოვნო ან შემდგომში სიამოვნების მომტანი. ამ შემთხვევაში განმტკიცება მდგომარეობს წარმატების სისტემატურ ან შემთხვევით დამთხვევაში გარკვეული მოვლენასთან, მაგალითად რთულ სააზროვნო ამოცანის
გადაწყვეტასთან.
5. ინფორმაციული განმამტკიცებლები სუბიექტს უკუკავშირით აგებინებინ მიზნის მიღწევის
შესახებ. მაგალითად, როდესაც მორბენლები თავისი სისწრაფის შესახებ ინფორმაციას ტაქსომეტრით იღებენ.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0