x
რა მექანიზმით უნდა აიხსნას ნიშანთა სპეციფიკური ასაკობრივი ცბლილებები და მოზრდილი ადამიანის სტაბილობა?

აიზენკი და კეტელი ხაზს უსვამდნენ ნიშანთა გენეტიკურ
განპირობებულობას. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე არც ისე მცირე მონაცემი დაგროვდა იმის სასარგებლოდ, რომ ნიშანს საკმაო რაოდენობის გენეტიკური კომპონენტები გააჩნია. არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა ცნობა სიახლისადმი მზაობის (დიდი ხუთეული) გენის აღმოჩენის შესახებ. ამ გენის მოქმედება ვლინდება ექსტრავერსიაში, იმპულსურობაში, სისწრაფეში,
აგზნებადობაში, კვლევით ქცევებში. ბოლო მონაცემების მიხედვით, პიროვნულ ნიშნებში გენეტიკური ფაქტორის წილი დაახლოებით 40% შეადგენს. სხვა სიტყვებით, ინდივიდუალურ
განსხვავებათა 40 % გენეტიკურად არის გაპირობებული. სწორედ ამიტომ, პოპულარული გამონათქვამები, რომ პიროვნული ნიშანი ადამიანს დაბადებიდან დაყვება” ან “ პიროვნებებად იბადებიან და არა
ხდებიან” არ არის სულ მთლად აზრს მოკლებული, მაგრამ საკითხის არსს ძალიან ამარტივებენ.
დიდი ხნის მანძილზე ფსიქოლოგები არ აღიარებდნენ, რომ ნიშანს გენეტიკური საფუძველი გააჩნია. მაგრამ დაგროვდა საკმაო მასალა იმის დასადასტურებლად, რომ გენეტიკური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, განსაკუთრებით ტემპერამენტის ნიშნების შემთხვევაში. ნიშანში
გენეტიკური ფაქტორის წილის დასადგენად ფსიქოლოგები აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ მსგავსების ხარისხს ერთ ოჯახში გაზრდილი მონოზიგოტური ტყუპების ტესტურ შეფასებებსა და ცალ-ცალკე გაზრდილ ტყუპების შეფასებებს შორის. მიუხედავად იმისა, ცალკე თუ ერთად
იზრდებოდნენ ტყუპები, პიროვნული ნიშნების მიხედვით მსგავსება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ამავე დროს, ამ გამოკვლევათა უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო იმის დადგენა, თუ გარემოს რა ასპექტები თამაშობენ დიდ როლს პიროვნების განვითარებაში. პირველ რიგში იკვეთება ოჯახის ფაქტორი. თუმცა, როგორც გამოკვლევებში გამოჩნდა, ოჯახური გარემო ერთნაირი მაინც არ არის ამ ოჯახში მყოფი ბავშვებისათვის. მაგალითად, არატყუპი და-ძმა ჰგვანან ერთმანეთს,
მაგრამ მხოლოდ საერთო გენეტიკის ხარჯზე, რადგან მათი ინდივიდუალური გარემო მიუხედავად ერთ ოჯახში ცხოვრებისა, მაინც განსხვავებულია. ამიტომ განსხვავების მიზეზი ამ შემთხვევაში სწორედ ინდივიდუალური გარემოა - თითეული მათგანის მიერ საერთო სიტუაციის აღქმა და
განცდები განსხვავებულია.
ამრიგად, გენეტიკური ფაქტორის მნიშვნელობის აღიარებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ: დასკვნა გენეტიკური ფაქტორის მნიშვნელობის შესახებ არ ნიშნავს არც იმას, რომ პიროვნების
განვითარება მთლიანად ბიოლოგიურად არის გაპირობებული და არც იმას, რომ არაგენეტიკურ ფაქტორებს არ აქვთ მნიშვნელობა.image

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0