x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94859
  • ვიდეო:342596
  • სურათი:456881
ქალს ავტომობილის სატერფული შეეშალა და მდინარეში გადავარდა(ვიდეო)

image

64 წლის ქალი ცინცხალი ენერგიით გამოვარდა ავტოსამრეცხაოდან. სვლა განაგრძო იგივე ტემპით და მდინარეში გადავარდა.


შემთხვევა ნიუ-ჯერსიში, ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოში მოხდა. ქალმა საკუთარი Mercedes-Benz-ი გარეგნულად წესრიგში მოიყვანა, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე გამოსვლის დროს ავტოსამრეცხაოს მუშაკები სერიოზულად დააფრთხო, ავტომობილი შეუნელებელი სვლით მდინარე ჰაკენსაკში გადავარდა.

image

ავტომობილის წინა ნაწილი მდინარეში სრულიად ჩაიძირა, ადგილზე მისულმა მაშველებმა 64 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, გვერდზე მჯდომ, მძღოლის 27 წლის ქალიშვილს ტრავმები არ მიუღია, იგი მხოლოდ შეშინებული იყო.


როგორც გაირკვა, ქალს სატერფულები შეეშალა, რამაც უფრო დააბნია და შედეგად მდინარეში გადავარდა.

image

შემოწმების შემდეგ, კროსოვერს აქვს აღდგენის შანსი. აღსანიშნავია, რომ ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორია მდინარის მხარეს შემოღობილია, მაგრამ იმ მომენტში ღობე გახსნილი იყო, თუმცა ქალმა ისეთი ტემპით გააქანა მანქანა, რომ საეჭვოა ღობეს შეეკავებინა.



0
292
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0