x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ფარდობითობის თეორიაზე რთული - ალბერტ აინშტაინის სიყვარული
image

თუკი ფარდობითობის თეორიას გამოვაკლებთ - 2 რთული ქორწინება, უმცროსი შვილის მძიმე ავადმყოფობა, მრავალრიცხოვანი რომანი უმცროს გოგონებთან და არცთუ მარტივი ურთიერთობა საკუთარ დედასთან - აი, ეს ჩამონათვალი დარჩება იმ საოცარი კაცის ცხოვრებიდან, რომელსაც ალბერტ აინშტაინის სახელით ვიცნობთ.

უდიდეს მეცნიერი, თანამედროვე თეორიული ფიზიკის ერთ-ერთ ფუძემდებელი, ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი, მსოფლიოს 20 წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მრავალი მეცნიერებათა აკადემიის წევრი, 300 მეცნიერული ნაშრომის, 150 წიგნის და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი თეორიის ავტორი

- პირადი ცხოვრებაში კი საკმაოდ უცნაური, სხვა გენიოსების მსგავსად...



image


მეცნიერის ბიოგრაფები და მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აინშტაინი პირველ სიყვარულს – მარია ვინტელერს ციურიხში, პოლიტექნიკურ სკოლაში სწავლისას შეხვდა.

ეს არ იყო ხორცის ზეიმი, ეს იყო სრული რომანტიკული აღმაფრენა.

აინშტაინი გოგონას უამრავ წერილს სწერდა და ხშირად აკითხავდა იმ პატარა სოფელში, სადაც ის ცხოვრობდა. მაგრამ აღმაფრენა მალე დაცხრა და სიყვარულის დასასრულმა მეცნიერი უდიდეს დეპრესიამდე მიიყვანა.

მარიას ებრაელმა ნათესავებმა წყვილს უფლება არ მისცეს, ოჯახი შეექმნათ.


image

პირველი სიყვარულის სევდა აინშტაინმა მეცნიერული აღმასვლით ჩაანაცვლა, თუმცა მოგვიანებით მის ცხოვრებაში მილენა მარიჩი გამოჩნდა.


image


მილენას სერბული ფესვები ჰქონდა, რელიგიით მართლმადიდებელი გახლდათ.

მოკლებული ხიბლსა და ქალურობას, ამასთან, ერთი ფეხით კოჭლობდა კიდეც.

არც დიდი პოზიტიურობით გამოირჩეოდა, საკმაოდ მძიმე ხასიათი ჰქონდა, ავადმყოფობამდე მისული ეჭვიანობით და დეპრესიისკენ მიდრეკილებით.

თუმცა, როგორც იტყვიან სიყვარულს თავისი წესები აქვს და ის არაფერს
ექვემდებარება, ამიტომაც არავინ იცის რატომ, მაგრამ აინშტაინს 1898 უბრალოდ შეუყვარდა მარიჩი და ხელი სთხოვა მას.


image


მარიჩმა მეცნიერს ქალიშვილი და ორი ვაჟი გაუჩინა.

აინშტაინი მათთვის კარგი მამა იყო, თუმცა 16-წლიანი ქორწინების მერე მაინც გაეყარა.

მილევამ ქმრის ღალატს ვერ გაუძლო - აინშტაინი ყველა ქალს უახლოვდებოდა, ვინც მის გვერდით აღმოჩნდებოდა.

image

აინშტაინის მეორე ცოლი მისი ბიძაშვილი ელზა ლოვენტალი იყო, მასზე სამი წლით უფროსი, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავდა.

თავდაპირველად ფიზიკოსი არა თავის ბიძაშვილზე, არამედ მის უფროს ქალიშვილ ილზეზე აპირებდა დაქორწინებას.

მისადმი სექსუალურ ლტოლვას განიცდიდა. შემონახულია ილზესადმი მიწერილი ბარათი, რომელშიც მამინაცვალი მას სიყვარულში უტყდება. თუმცა ილზემ უარი უთხრა.

image

აინშტაინის სასიყვარული ურთიერთობები აქ სულაც არ დასრულებულა...

1935 წლიდან მას10 წლიანი რომანი ჰქონდა მარგარიტასთან, რომელიც
მოქანდაკე სერგეი კონენკოვის ცოლი გახლდათ და საბოლოოდ აგენტი და მოსკოვის სპეცდავალების შემსრულებელი აღმოჩნდა.

...

აინშტაინის უკანასკნელი სიყვარული კი ჯოანა ფანტოვა იყო. 76 წლის ასაკიდან სიკვდილამდე აინშტაინს მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

image

...

ასე უცნაურად ცხოვრობდა კაცი, რომელიც მეცნიერებაში უდიდეს
აფეთქებათა სიმბოლოდ იქცა.

ვინ იცის, რა უფრო რთულად ამოსახსნელი იყო მისთვის : ფარდობითობის თეორია თუ სიყვარული, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე დაეძებდა.

0
224
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0