x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
წარმოუდგენლად უცნაური ოჯახი, დაუჯერებელი რეალობაა

image სტატიის წაკითხვამდე დააკვირდით სურათს, ხომ ძნელი წარმოსადგენი და მით უფრო დაუჯერებელია, რომ ბუსთან ერთად ხის ფუღუროში ცხოვრობს იხვის ჭუჭული.
ბუ მტაცებელი ფრინველია და სწორედ ესაა მიზეზი მათ ერთ ოჯახად ცხოვრებას წარმოუდგენელს, რომ ხდის.
აღნიშნულ სურათზე კი შემიძლია გითხრათ, რომ ის გადაღებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატის ქალაქ იუპიტერში (ზუსტად ასე ჰქვია აღნიშნულ ქალაქს).
ქალბატონმა ლორი ვულფმა საკუთარ ეზოში ხის ფუღუროდან მომზირალი ბუ შეამჩნია და ძალიან დიდი იყო მისი გაკვირვება, როცა მის გვერდით იხვის ჭუჭული დაინახა.
ლორის აზრით ბუმ ხის ფუღურო იპოვა და იქ იხვის ბუდეში დადებულ კვერცხზე "კრუხად" დაჯდა, ქალბატონი ვულფის ეზოში ტბაა, სადაც იხვები დაცურავენ და ლორის თქმით ალბათ ბუმ "ჩაანაცვლა" იხვი ხის ფუღუროში. უკვე გამოჩეკილ იხვის ჭუჭულს კი, როგორც საკვებს ისე არ შეხედა, დედობრივი ინსტიქტი შიმშილზე ძლიერი აღმოჩნდა და ბუმ შვილობილზე ზრუნვა დაიწყო. დრო გავიდა და ერთ დღეს ლორიმ შეამჩნია, რომ ხის ფუღუროში მარტორტმარტოდ იჯდა ბუ, ხოლო "უმადური" ჭუკი, რომელიც უკვე საკმაოდ მოზრდილი გამხდარიყო იქვე ტბაში დაცურავდა.
image

0
224
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
224