x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134379
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
რუსეთში №1 კანონიერი ქურდის ტიტულისთვის შედგენილ 5 კაციან სიაში 2 ქართველი კანონიერი ქურდია

image რუსეთის მთავარი მაფიოზის ოლეგ შიშკანოვის დაკავებასთან დაკავშირებით რომელიც უფრო ცნობილი იყო მეტსახელით "შიშკანი", შედგენილია პრეტენდენტების სია კანონიეერი ქურდების მეფის ტიტულისთვის. ამ სიაში შევიდა 5 კანონიერი ქურდი.

გამომცემლობა Life-მ მათ შორის დაასახელა ვაჟა ბიგანიშვილი (ვაჟა თბილისსკი), რომელიც წარმოადგენს ქართულ კრიმინალიტეტს. ბიგანიშვილი 16 წელი იჯდა ქურდობისა და ბანდიტობის მუხლით.

შემდეგ მოდის რამაზ ძნელაძე (რამაზ ქუთაისსკი), რომელიც ნასამართლევია ქურდობის, იარაღის, ნარკოტიკებისა და საბუთების გაყალბებისთვის, რაზეც 18 წელი იჯდა ციხეში. ძნელაძე ჯერ კიდევ ცნობილი იყო, როცა ის კონტროლს უწევდა სახლის მძარცველებს და ჯიბის ქურდებს.

ქურდების მეფის ტიტულის მესამე კონკურენტი არის ნადირ სალიფოვი (ლოტუ გული) - ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი, ეკატერინბურგისა და ჩელიაბინსკის ბაზრების კურატორი. საერთო ჯამში, მან ციხეში დაახლოებით 22 წელი გაატარა. ნასამართლევია გატაცებისთვის, ბანდიტობისთვის, ყაჩაღობისთვის და გამოძალვისთვის. ამ მომენტში, კანონიერი ქურდი ძებნაშია.


კიდევ ერთი ტიტულის კანდიდატი არის სლავური სექტორის ხელმძღვანელი ვასილი ხრისტოფოროვი (ვოსკრეს). გამომძიებლების თქმით, ის იყო შიშკანის თანაშემწე, რომელიც კონტროლირებას უწევდა "ობშიაკს."საერთო ჯამში, მან ციხეში გაატარა ცხრა წელი გაფლანგვისა და ხულიგნობისთვის. მაფიოზის კრიმინალური კარიერა დაიწყო 17 წლის ასაკში.

ქურდების მეფედ გახდომის შანსს არ უშვებს რუსი მაფიოზი და ჩეჩნეთის ფრაქციის ხელმძღვანელი ახმედ დომბაევი (ახმედ შალინსკი), რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გათავისუფლდება ციხიდან. შალინსკიმ ქურდობის, ყაჩაღობის და თაღლითობისთვის ციხეში10 წელი გაატრა.


0
430
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0