x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლიტერატურული ჰოროსკოპი – ნახეთ, თქვენ რომელი რომანის გმირი ხართ

ლიტერატურულ გმირებზე დაკვირვების და შესწავლის შედეგად, ნებისმიერი მათგანისთვის ასტროლოგიური პორტრეტის შექმნა და ზოდიაქოს ნიშნის ზუსტად განსაზღვრა შეიძლება, რაც სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის, მისი შესაფერისი ლიტერატურული გმირის მოძებნის საშუალებას იძლევა.


image


ეს ფაქტი არ დარჩენილა ასტროლოგების ყურადღების მიღმა და ვარსკვლავებთან «კონსულტაციის» შემდეგ, მათ ლიტერატურული ჰოროსკოპი შეადგინეს, რომელშიც ზოდიაქოს ყველა ნიშანს შეუძლია საკუთარი ლიტერატურული გმირის სახელის გაგება.



ვერძი


მამაკაცი ვერძი, ლიტერატურული ჰოროსკოპის თანახმად — ოტელო არის. ის სიგიჟემდე ეჭვიანია. მეუღლემ მას ეჭვიანობის ოდნავი საფუძველიც კი არ უნდა მისცეს, თორემ... მაგრამ, თუ ეჭვს ადგილი არ ექნება, ოტელო ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი მეუღლე იქნება დედამიწაზე.


image


ქალი ვერძი — დეზდემონასთან ასოცირდება. ის ყოველთვის ერთგულია თავისი გრძნობების, მაგრამ ხშირად ღალატში უსაფუძვლო ბრალდების, ბოროტი ენების და არახელსაყრელი პირობების მსხვერპლი ხდება. ამასთან, მას ყველაფრის შეცვლა შეუძლია, თუ მის ირგვლივმყოფ ადამიანებს დააკვირდება.



კურო


მამაკაცი კურო — ასტროლოგებმა დონ კიხოტად მონათლეს. მის კეთილშობილებას, სულგრძელობას და საგმირო საქმის კეთების მზადყოფნას საზღვარი არა აქვს. დონ კიხოტი — გამუდმებით ოცნებებშია და თავისთვის ცხოვრების ფანტასტიკურ იდეალებს ქმნის.


image



ქალი კურო — ტიპური როქსოლანაა. ის არსად დაიკარგება. ყველგან იპოვის ადგილს მზის ქვეშ. ამასთან, ყველაზე საუკეთესოს. როქსოლანა ყოველთვის იზრუნებს მათზე, ვინც უყვარს.


image



მარჩბივი


მამაკაცი მარჩბივი — სასიყვარულო თავგადასავლების მოყვარულია და ამიტომ, ასტროლოგებმა მის ლიტერატურულ გმირად დონ ჟუანი აირჩიეს. ყველა ფიქრობს, რომ ის მორალური და რელიგიური ნორმების თავხედურად დამრღვევია, მაგრამ ეს ასე არ არის. მას უბრალოდ, შეყვარებულ ქალისთვის უარის თქმა არ შეუძლია.



image



ქალი მარჩბივი — მადამ ბოვარია. მის ირგვლივ ყოველთვის ტრიალებენ თაყვანისმცემლები. ის მოსიყვარულეა და თავის გრძნობებში ყოველთვის გულწრფელია, მაგრამ მამაკაცის არჩევანში არ უმართლებს. მადამ ბოვარს შეუძლია ყველა პირობითობის გადალახვა და იმედგაცრუების შემდეგ სიყვარულის მორევში ახლიდან გადავარდნა და სიყვარულის ფრონტზე გაუმართლებს თუ არა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ისე, ცოტაოდენი წინდახედულება და ხასიათის სიმტკიცე ტყუპებს ნამდვილად არ ავნებდათ.


image



კირჩხიბი


მამაკაცი კირჩხიბი — რომანტიკული, დაკვირვებული და მიზანდასახულია. ის ყველაფერს წინასწარ აანალიზებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის მოქმედებაზე. ამ ნიშნისთვის შესაფერისი გმირი – ედმონ დანტესია, იგივე გრაფი მონტე-კრისტო.


image



ქალი კირჩხიბი — თავისი ნატურით მაცდური, ეჭვიანი და შურისმაძიებელი არის. ამიტომ ასტროლოგებმა მას მედეა უწოდეს. ის ისე იზიდავს მამაკაცებს, როგორც კოცონი მოგზაურს, მაგრამ, ვინც მას მიენდობა, შეიძლება, ვნებიანი სიყვარულის ცეცხლში ჩაიფერფლოს.


image



ლომი


მამაკაცი ლომი — ნამდვილი დ’არტანიანია. მასში იგრძნობა ძალა და ბობოქარი ვნება. ის, ფასის მიუხედავად, ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს, რადგან თვლის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს ადამიანი, თუ იდეას ირწმუნებს, ბოლომდე მისი ერთგული რჩება.


image



ქალი ლომი — უშიშარი სკარლეტი არის. ყველა განსაცდელს, რაც ცხოვრების გზაზე ხვდება, ღირსეულად უმკლავდება. რამდენჯერაც დაეცემა, ფეხზე იმდენჯერ დგება და რისკენაც მიისწრაფის, მიზანს ყოველთვის აღწევს.


image



ქალწული


ქალწულები სიყვარულისთვის არიან შექმნილები. ამიტომ, მამაკაცი ქალწული — რომეოა, ხოლო ქალი — ჯულიეტა. მათ მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთი ადამიანი ეყვარებათ. ეყვარებათ გულწრფელად, მთელი სულით და გულით... და თუ ბედი ერთმანეთს დააშორებთ, – ისინი არ დაიწყებენ შემცვლელის ძებნას, რადგან თვლიან, რომ შეყვარება, სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება.


image



სასწორი


სასწორებისთვის, ყველა საკითხთან დაკავშირებით, ფიქრია დამახასიათებელი. მათი დუმილი, შეიძლება უფრო მრავლისმთქმელი იყოს, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნის გაუჩერებელი ყბედობა. ხოლო, მათი შემაფასებელი მზერა, რენტგენივით აშუქებს თანამოსაუბრეს და უმცირეს დეტალებს და შეუსაბამობასაც კი ამჩნევს. სასწორის ნიშნით დაბადებულები ძალიან ყურადღებიანები, ეშმაკი და ჭკვიანები არიან. ხშირად ისე, როგორც ართურ კონან დოილის პერსონაჟი ჰოლმსი, მთელს ძალას და ენერგიას ბოროტებასთან ბრძოლისკენ მიმართავენ... და ისე, როგორც ხსენებულ ლიტერატორულ გმირს, მათაც აქვთ დეტექტივის უნარ-ჩვევები.

მამაკაცი სასწორი — შერლოკ ჰოლმსია, ხოლო ქალი — მისის მარპლი.


image



მისის მარპლი (Miss Marple – აგათა კრისტის ლიტერატურული პერსონაჟი, შინაბერა ქალი, რომელიც გამუდმებით რაღაცას იძიებს) — ძალიან კეთილი ადამიანია. ვერ იტანს უსამართლობას და ამიტომ, იმისთვის, რომ სამართლიანობამ იზეიმოს, ყველაფერს აკეთებს.


image



მორიელი


მამაკაცი მორიელი — მაცდური გველი, უფრო სწორად, ვოლანდია (მ. ბულგაკოვის «ოსტატი და მარგარიტა»), რომელიც შემპარავი ხმით საუბრობს და ხალხს თავის «ქსელში» იტყუებს. არის ზოდიაქოს ამ ნიშანში რაღაც იდუმალი და ქარიზმატული. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ვნებიანი და ტემპერამენტიანია, დაჯილდოებულია დარწმუნების უნარით.


image



ქალი მორიელი — კლეოპატრაა. საბედისწერო ქალი, რომელიც არაერთი ისტორიული რომანის და ფილმის გმირია. მასთან ვერ მოიწყენ, რადგან ყოველთვის სხვადასხვნაირია: ხან იდუმალი და არაპროგნოზირებადი, ხან კი, – გულახდილი და მოსიყვარულე. ეს არის ქალი, რომელიც თავის თავში, ერთდროულად, ცეცხლს და ყინულს აერთიანებს.


image



მშვილდოსანი


მამაკაცი მშვილდოსანი — რობინ ჰუდია. მარჯვე მსროლელი, რომელიც მიზანში ყოველთვის არტყამს. არის გაბედული და სამართლიანობისთვის მებრძოლი. მისი გარემოცვა ყოველთვის მშვიდად არის, რადგან იციან, რომ რობინი მათი წყენინების უფლებას არავის მისცემს.


image



ქალი მშვილდოსანი — ესმერალდაა. კეთილი, სათნო, მოსიყვარულე, გულუბრყვილო არსება, რომელიც არ შეიძლება, რომ არ შეგიყვარდეს. უამრავი თაყვანისმცემლიდან, რომელიც მის ირგვლივ მუდამ ტრიალებს, ის უპირატესობას ყველაზე ლამაზს ანიჭებს. თუმცა, მის მიერ არჩეული ადამიანი ყოველთვის ღირსეული არ არის.


image



თხის რქა


მამაკაცი თხის რქა — ასტროლოგების აზრით, ინდიანა ჯონსია, რომელიც ძალიან ამტანი და საიმედოა, შეუძლია საკუთარი იდეების შეფასება და რეალიზება. სიტუაციას ყოველთვის ფხიზელი გონებით აფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის მოქმედებაზე.


image



ქალი თხის რქა — მელანი უილკესი, მარგარეტ მიტჩელის რომანიდან «ქარწაღებულნი», ერთგული, მოსიყვარულე ცოლი და კარგი დედა. ის საუკეთესო დიასახლისია, რომელსაც სიმყუდროვის შექმნა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ლიტერატურაში ერთადერთი დადებითი გმირია, რომელსაც ნაკლი საერთოდ არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, მას დანაშაულის ჩადენაც შეუძლია, თუ საქმე ოჯახის დაცვას ეხება.


image



მერწყული


მამაკაცი მერწყული — ბეტმენია. ის იდუმალი ცხოვრებით ცხოვრობს, არ მოსწონს ხალხმრავლობა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოჩენა. ოცნებობს სამართლიანობაზე და შურისძიებაზე. ამის გამო, ის თავის მყუდრო თავშესაფარს დროდადრო ტოვებს და თავისი მიზნის განხორციელებისთვის იბრძვის.


image



ქალი მერწყული — ლეონსია სოლანოა, ჯეკ ლონდონის «სამთა გულიდან». ის ვერცხლის წყალივით არის, – ერთ ადგილზე გაჩერება არ შეუძლია და ყველანაირად ცდილობს, რომ მიმდინარე მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეს. გულწრფელი და წმინდა სულის ადამიანია. ამასთან, მორიდებული და გულუბრყვილოც არის.


image



თევზები


მამაკაცი თევზი — ჯეი გეტსბია. ისევე, როგორც დიდი გეტსბი, თევზები თავისი საქმის ერთგულები არიან და ყველაფერზე არიან წამსვლელები, თუ საქმე სიყვარულს ეხება. სამწუხაროდ, თევზები ყველაზე მგრძნობიარენი არიან ზოდიაქოს ნიშნებს შორის და რეალობას, ფანტაზიების და ოცნებების სამყაროში ცხოვრება ურჩევნიათ.


image



ქალი თევზი — უმშვენიერესი ასოლია (ალ. გრინი, «ალისფერი იალქნები»), რომელიც ალისფერ იალქნებიან გემს ელის. ის ნაზი და მგრძნობიარეა, ყოველთვის უკეთესობის სჯერა, უყვარს ფანტაზიორობა და ოცნების არ ეშინია. ცხოვრობს საკუთარ სამყაროში და სჯერა, რომ ბედი მასთან თავისით მივა.


imageimageimageimageimageimageimageimage







1
574
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
574
  
2019, 13 ნოემბერი, 20:30
ვერძები ისეთი თავდაჯერებულები არიან, მათთვის ეჭვიანობა უცხო ხილია, რომეო და ჯულიეტას კი ზოდიაქო "თევზები" უფრო შეეფერებათ, ვიდრე ყოვლად არარომანტიული "ქალწული", რომელსაც კომუნიკაციის, გონების პლანეტა მერკური მართავს და შანსი არა თვითმკვლელობაზე წავიდეს! სხვა გადაცდომებიცაა, ყველას ვერ ჩამოვყვები! ეჭვი მეპარება ეს ასტროლოგის შედგენილი იყოს!
0 1 1