x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
იყავი ჯანმრთელი. სისხლის მიმოქცევა
imageამ სტატიით მინდა გამოვეხმაურო სისხლის მიმოქცევის პრობლემას. მიუხედავად უამრავი მეცნიერული კვლევისა, მეცნიერების წინსვლისა და ა.შ. დღეისათვის ეს პრობლემა მაინც საკმაოდ პრობლემატურია მთელს მსოფლიოში.ამ პრობლემით გამოწვეულმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაინვალიდება, ან უარეს შემთხვევაში სიკვდილიც კი.

ალბათ გაინტერესებთ საიდან ჩნდება ეს პრობლემები სისხლძარღვების სისტემაში, როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან და როგორ გავაუმჯობესოთ ამ სისტემის მუშაობა. image ამისათვის დაწვრილებით უნდა განვიხილოთ სისხლის მიმოქცევის სქემა. როგორც ვიცით გული 4 განყოფილებისგან შედგება. მარცხენა პარკუჭიდან, გულის შეკუმშვის დახმარებით სისხლი გადადის აორტაში და შემდეგ ნაწილდება ყველა პატარა არტერიაში და ბოლოს კაპილარებში. რაც უფრო წვრილია სისხლძარღვი მით უფრო ნაკლებია სისხლის სიჩქარე. სისხლის მოძრაობა აუცილებელია რომ ნივთიერების ცვლა მოხდეს ნორმალურად. როდესაც "შესაცვლელი" ნივთიერებები გროვდება სისხლში სისხლი მიემართება გულის მარჯვენა ნახევრისკენ. შემდეგ ის გადადის ფილტვებში, იმისათვის რომ ნახშირორჟანგი შეიცვალოს ჟანგბადით. ეს განხლებული, ჯანმრთელი სისხლი თავიდან იწყებს თავის ციკლს.

imageამ ჯაჭვის ერთი ნაწილის არასაკმარისი მუშაობა იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. ასეთ რისკის ფაქტორებს განეკუთვება ჭარბწონიანობა. გული განიცდის მუდმივ დატვირთვას, რაც ანელებს მის მუშაობას და იწვევს გულის უკმარისობას. ამ დროს ადამიანი ადვილად იღლება, უჭირს სუნთქვა მშვიდად ყოფნისასაც კი... სისხლძარღვების დაავადებას იწვევს უმოძრაო ცხოვრების წესი და არასწორი დიეტა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ათეროსკლეროზი, რაც იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას. აქედან გამომდინარე იზრდება ტრომბის გაჩენის დიდი საშიშროება, რამაც შეიძლება გულის შეჩერებაც კი გამოიწვიოს, ან დააავადოს სხვა ორგანოები.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. პირველ რიგში ყოველდღიური, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სპეციალური ვარჯიშების კეთება. შემდეგ ვიტამინიზირებული დიეტა. მავნე ჩვევების დავიწყება და რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტი ექიმთან. რეკომენდირებულია იოგა, მედიტაცია, უშუ.ეს მეთოდები სამკურნალო მეთოდების გაერთიანებას წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა სწორედ ის ამოირჩიოთ რომელიც თვენ გჭირდებათ, ამისათვის კი აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები.


გისურვებთ გამოჯანმრთელებას და დიდხანს, ბედნიერ სიცოცხლეს.

5
914
12-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
914
  
2012, 26 ივლისი, 18:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 26 ივლისი, 18:49
მაშინ ჩემგან კიდე ერთი :D მადლობა
2012, 26 ივლისი, 18:02
აი ჩემგან ერთი.ისე შენ გაქ უფლება შენი შეაფასო
2012, 26 ივლისი, 17:55
შეფასებები არ მწყინს გეფიცებით :D თამამად შეაფასეთ :)
0 1 5