x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"გუგლის გამოთვლით ,ვიმეორებ 6 თვის წინ უნდა დაგემარხეთ ,მაგრამ ვერ მივართვი"-მარიამ სირბილაძე
image

ფეისბუქზე ახალგაზრდა ქალი, მარიამ სირბილაძე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


"ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, როდესაც სულ რამოდენიმე დღე მაშორებდა დიაგნოზამდე, კომპიუტერთან ვიჯექი და გუგლში არსებულ მოცემულობებს ვიკვლევდი . მთელი ორი კვირის განმავლობაში არ მეძინა . არ ვჭამდი, სახლიდან არ გავდიოდი .


ვიდექი სარკესთან, ნახევრად შიშველი და ვუყურებდი საკუთარ სხეულს, ვაკვირდებოდი და ვტიროდი, ვტიროდი იმიტომ რომ ჩემი სხეულის ყველაზე ლამაზ ნაწილს შეიძლებოდა მოვეკალი . მოვეკალი იმიტომ რომ ინტერნეტში მოძიებული ყველა მასალა მხოლოდ და მხოლოდ ამას წინასწარმეტყველებდა .




პაციენტი მწერს ორი დღეა, გუგლით და ინტერნეტით გაბრუებული პაციენტი, რომელსაც არ სურს ქიმიოთერაპიით მკურნალობა, გადაწყვიტა რომ ლამაზი მოკვდეს . სინამდვილეში მან არც არაფერი გადაწყვიტა . უბრალოდ ეძებდა იმედს, მას ვინც დაიყოლიებს სიკვდილის მაგივრად სიცოხლე აირჩიოს, ხო და მიპოვა, ორშაბათს პირველად წავა თერაპიაზე და კარგად იქნება . გადარჩება და მე ვიქნები ბედნიერი, კიდევ ერთი ადამიანის სწორი არჩევანის გაკეთებაში მონაწილეობისთვის .


ხო და რა მინდოდა მეთქვა, გუგლის მიხედვით მე 6 თვის მკვდარი უნდა ვიყო . სავარაუდოდ ჩემს საფლავზე გახვიდოდით ახლობლები, კენკრის ტორტს მომიტანდით (იმიტომ რომ მიყვარს ) და დაიშლებოდით მერე, მზის ჩასვლისას ყველა თქვენს ყოფით პრობლემას და სიხარულს დაუბრუნდებოდით .


დიაგნოზამდე ორი კვირით ადრე ინტერნეტი ცდილობდა მოვეკალი, გუგლი ცდილობდა ჩემს არ გადარჩენას . მერე ექიმმა მითხრა, რომ თუ ინტერნეტში ქექვას და ზოგადი ინფორმაციის მოძიებას არ შევეშვებოდი, კიბოზე ადრე, ნერვიულობა და კოშმარები მომკლავდა . დავუჯერე ! მერე მივხვდი, რომ მე მე ვარ, ერთადერთი, განუმეორებელი, იმ გაგებით რომ ყველა სწორედ ასეთები ვართ და არ შეიძლება ყველას ერთნაირი სიმპტომები ან გვერდითი ეფექტები გვქონდეს . გავიაზრე და დავიწყე საკუთარ თავზე გამოცდა . მართალი იყო ჩემი ექიმი . პირველ ქიმიოთერაპიაზე, როცა ექთანმა ჩემთვის გაურკვეველ აპარატზე რომელსაც საშინელი ზუზუნ-წუილის ხმა გაჰქონდა, კათეტერით შემაერთა, ვთქვი რომ ეს არ იყო ის რასაც უნდა მოვეკალი, ეს იყო ის რასაც უნდა გადავერჩინე და აგიხდათ ყოველივე კარგი ადამიანებო . იქედან წამოვედი და 8 კილომეტრი ვიარე ფეხით, როდესაც ვგეგმავდი, რომ ტაქსის მძღოლი არ შემეშინებინა და ყოჩაღად მოვქცეულიყავი . ასე გავიარე 18 კვირა, ღიმილით და მაიმუნობით .

image

რა მინდოდა მეთქვა . არ დაგუგლოთ სიმპტომები და დიაგნოზები . პირველი რაც შეგხვდებათ, სტატისტიკაა, რამდენი ადამიანი კვდება წლის განმავლობაში ამა თუ იმ პათოლოგიით.



მე მქონდა მესამე ცე სტადია ინვაზიური კარცინომა . გუგლის გამოთვლით, ვიმეორებ 6 თვის წინ უნდა დაგემარხეთ, მაგრამ ვერ მივართვი"-წერს მარიამ სირბილაძე.

image

1
185
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
185
  
2019, 22 ივლისი, 19:02
ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას, ვისაც ამ დიაგნოზით უხდება მკურნალობა, მე ვფიქრობ, მთავარი შინაგანი რწმენა და არდანებებაა, დანარჩენი უფლის ნებაა.
0 1 1