x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ყოველთვიური გადასახადები - სად და როგორ გადავიხადოთ მარტივად
image
რას ვიხდით ყოველთვე? მნიშვნელოვანი ხარჯების სია საკმაოდ გრძელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ჩვენ, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც, გვჭირდება ფინანსური მომსახურების მიღება. მაგალითად, მობილურის ბალანსის შევსება, კრედიტის გადახდა, კომუნალურების და სატელეკომუნიკაციო სერვისების დავალიანების დაფარვა. ეს ხარჯები ყველა ოჯახისთვის ნაცნობია. წარმოგიდგენიათ, რამდენ დროს მოითხოვს თითოეული ამ გადასახადის გადახდა? თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მნიშვნელოვანი ხარჯების გადახდა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.



როგორ გადავიხადოთ მარტივად?


TBC Pay-ის სწრაფი გადახდების ონლაინ პლატფორმა უნიკალური და მიმზიდველია ყველა მომხმარებლისთვის, ვისაც სურს სწრაფად და მარტივად დაფაროს ყველა გადასახადი. არ აქვს მნიშვნელობა, სარგებლობთ თუ არა რომელიმე ბანკის ონლაინ ბანკინგით ან საერთოდ გაქვთ თუ არა საბანკო ბარათი, TBC Pay-ის სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის მხოლოდ მობილური ტელეფონის ნომერი გჭირდებათ, რეგისტრაცია კი მხოლოდ 1 წუთს წაგართმევთ. როგორც რეგისტრირებულ მომხმარებელს კი შეგიძლიათ ელექტონული საფულისბალანსი შეავსოთ და შემდეგ, ბარათის საკომისიოს გარეშე გადაიხადოთ ყველა სერვისზე. საფულის ბალანსის შევსება როგორც საბანკო ბარათებით, ისე TBC Pay-ის მომენტალური ჩარიცხვის აპარატებით შეგიძლიათ.


აქ, ერთ სივრცეში, ყველა იმ სერვისს გადაიხდით, რომელიც ნებისმიერ ოჯახს სჭირდება - ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, დასუფთავება და ა.შ. კომუნალური გადასახადების ერთ სივრცეში გადახდა ბევრად მარტივს და სახალისოს ხდის ყოველთვიურ მომაბეზრებელ პროცედურას. აქვე შეგიძლიათ დაფაროთ სატელეკომუნკაციო სერვისების დავალიანებაც, რაც ინტერნეტის, ტელეფონისა და ტელევიზიის მომსახურებებს მოიცავს.


ასევე, შეგიძლიათ ჩართოთ დავალიანების გადახდის SMS შეხსენების ფუნქცია, რაც დაგეხმარებათ ყოველთვის დროულად დაფაროთ გადასახადები. შეტყობინების სახით კი თავიდან აირიდებთ მოულოდნელ უსიამოვნო სიურპრიზს, რასაც კომუნალური თუ სატელეკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენა ჰქვია. თუმცა, საქმის კიდევ უფრო გასამარტივებლადTBC Pay გთავაზობთ ავტომატური გადახდების ფუნქციონალს, რომლის საშუალებითაც, შეგიძლიათ ვებგვერდს მიანდოთ ყოველთვიური გადასახადების ავტომატური განხორციელება.


ერთი სივრცე ყველა გადასახადისთვის



TBC Pay-ის ვებგვერდზე 8 სხვადასხვა კატეგორიის 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. აქ მხოლოდ სატელეკომუნიკაციო სერვისების 80-ზე მეტ სხავადასხვა პროვაიდერს იპოვით. ხოლო, თუ კომუნალური დავალიანების დაფარვა გსურთ, ონლაინ პლატფორმაზე 40-ზე მეტი სხვადასხვა სერვისის მომწოდებელია წარმოდგენილი.


რეგისტრირებულ მომხმარებლებს პირად კაბინეტში გადახდების ისტორიის ნახვა და ყოველთვიური ხარჯების ერთმანეთთან შედარება შეუძლიათ. თუ გადახდილი ქვითრის ამობეჭდვა გსურთ, ვებგვერდზე ეს სერვისიც ხელმისაწვდომია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენი საოჯახო გადასახადების ბანკში გადახდა სრულიად ჩაანაცვლოთ ონლაინ პლატფორმაზე ერთი კლიკით გადახდით.


შეჯამებისთვის, რას გთავაზობთ TBC Pay-ის ონლაინ პლატფორმა:

  • რა? - ყველა სახის გადასახადის დაფარვა, მათ შორის კომუნალური და სატელეკომუნიკაციო დავალიანების გადახდა
  • სად? - TBC Pay-ის ონლაინ გადახდების პლატფორმაზე
  • როდის? - დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, კვირაში 7 დღე
და ბოლოს - ვისთვის? ნებისმიერი ოჯახისთვის. TBC Pay ყველას სჭირდება!


R

0
61
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0