x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
უკვდავი ადამიანები ჩვენს შორის ცხოვრობენ
image
უკვდავი ადამიანები იმალებიან ჩვეულებრივ ხალხში. ფაქტია, რომ ამ საკითხით ადამიანები დაინტერესებული არიან ათასწლეულების მანძილზე. ვიღაცას ეშინოდა სიკვდილის, როგორც ახლა ეშინიათ, ვიღაცას სურდა მუდმივად ეცხოვრა, ვიღაცას თავისი შთამომავლების ნახვა უნდოდა და ასე შემდეგ.

თუ გაიგებდნენ უკვდავი ადამიანების საიდუმლოს, მაშინ ზოგიერთები უზარმაზარი შურის გამო, სავარაუდოდ, მათ მოკლადნენ. ხელისუფლება დაიწყებდა ექსპერიმენტებს, ყველა ინფორმაციის შეგროვებას და გასაიდუმლოებას, ხოლო, ასეთ ხალხს დახოცავდნენ. ეს ხალხი სულელი არ არის და ამიტომაც ისინი ჩრდილში არიან.

გარდა ამისა, ყველა თუ უკვდავი გახდება, რამდენი პრობლემა შეიქმნება, თუ ყველა უკვდავი გახდება. საჭირო გახდება ხალხის გადასახლება სხვა პლანეტაზე, რადგან, რესურსები დიდი სიჩქარით მცირდება. იმისათვის, რომ ადამიანები უკვდავები გახადონ, დასაწყისისთვის, ჩვენ უნდა მივაღწიოთ მარსის კოლონიზაციას, ისე, რომ არ არსებობდეს გადასახლების პრობლემა.

მარადიული სიცოცხლისთვის უამრავი პრობლემებია. არსებობს ისტორიული მონაცემები და ჩანაწერები, რომლებიც ნამდვილად მიუთითებენ უკვდავი ადამიანების არსებობაზე.image


ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უკვდავ ადამიანად შეიძლება ჩაითვალოს მარადიული ებრაელი. ზოგადად, ბიბლია ამბობს, რომ ამ ებრაელმა არ დაუშვა იესო შესულიყო თავის ფარდულში და სასჯელად იესომ მას მისცა უკვდავება, რომ მის სულს არ ქონოდა სიმშვიდე. მარადიული ებრაელის სახელია აგასფერი. ის ხშირად გვხვდება ისტორიის სხვადასხვა ჩანაწერებში.

1223 წელს იტალიელ ასტროლოგს, გვიდო ბონატის აქვს ჩანაწერები, სადაც ამბობს, რომ შეხვდა აგასფერს ესპანეთის სასახლეში. ასევე არსებობს 1228 ჩანაწერი, სადაც აღწერს, რომ იგი ცხოვრობდა ბრიტანულ სააბატოში, სადაც მოციქულებს დეტალურად უყვებოდა დაახლოებით ათასი წლის წინანდელ უძველეს ისტორიებს. 1242 წელს ებრაელი გამოჩნდა საფრანგეთში, სამასწლიანი გაუჩინარების შემდეგ.

თავდაპირველად, ყველას მიაჩნდა, რომ ისინი სხვადასხვა დროის თაღლითები იყვნენ. მაგრამ მე -18 საუკუნეში, კემბრიჯისა და ოქსფორდის მეცნიერებმა ტესტირება ჩაატარეს აწყმოში არსებულ აგასფერზე და გაოცებული დარჩნენ. ამ კაცმა კარგად იცოდა მსოფლიოს ყველა უძველესი ისტორია და გეოგრაფია. საუბრობდა ნებისმიერ ენაზე. მას შემდეგ კვლავ დაიკარგა მისი კვალი. სავარაუდოდ, ის მთელს მსოფლიოში დადის, იცვლის პროფესიას და სახელებს.image

კიდევ ერთი ამბავი უკვდავი ადამიანის, აპოლონია ტიანსკის ანუ არტეფიუსის.
ეს კაცი პითაგორას სტუდენტი იყო. მან დიდი განათლება მიიღო და მსოფლიოს ბევრი ადგილი მოინახულა. 70 წლის ასაკში ის შავ მაგიაში დაადანაშაულეს და მისი დასჯა გადაწყვიტეს.არტეფიუსი სასამართლო დარბაზიდან უამრავი ხალხის თვალწინ გაქრა. არსებობდა ჭორები, რომ მან აღმოაჩინა უკვდავების ელექსირი. იგი ბოლოს მე -19 საუკუნეში ნახეს.

imageმესამე ამბავი უკვდავი ადამიანის, რომლის სახელია სენ-ჟერმენი.
ასეთ ადამიანთა გარშემო წრე საიდუმლოებით არის მოცული. არავის არ უნახავს ის, თუ როგორი ბავშვი ან ახალგაზრდა იყო. მან ასევე, როგორც მარადიულმა ებრაელმა, ბევრი ენა იცოდა და ბევრი დამადასტურებელი ისტორიული ფაქტი არსებობს მასზე მეცნიერებაშიც კი, რომლითაც ის არ ინტერსდებოდა.

მისი სიკვდილიც კი გაუგებარია. ოფიციალურად, იგი გარდაიცვალა 1784 წელს უცნობ ადგილას. მაგრამ ადამიანები, რომლებიც მას კარგად იცნობდნენ, ამბობდნენ, რომ სხვადასხვა ადგილას ხშირად ხედავდნენ მას.

1788 წელს ერთ-ერთმა მოწმემ დაინახა, რომ იგი დააპატიმრეს და ამოიცნეს ვენეციაში. ბოლოს ჟერმენი ნახეს 1939 წელს. მას შემდეგ, ის, როგორც ყველა დანარჩენი უკვდავი, უკვალოდ გაქრა და აღარ გამოჩენილა.



0
246
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0