x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ამ კვირაში - ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
image

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქის ნიშნებს მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე "იმედის დილაში" ესაუბრა და ორ მნიშვნელოვან მოვლენაზე გააფრთხილა.


მისი თქმით, 23 და 28 ივლისი მნიშვნელოვანი დღეებია, მზე გადადის ყველაზე დიდი სიყვარულის მქონე, კაშკაშა, იმპერატორთა ნიშანში, ლომში, ხოლო კვირას შეურთდება ვენერას. ჩვენი ბუნება ლომური გახდება. ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი და ყველაფერი მოიმატებს.


თუმცა ის მოიტანს ნეგატივსაც. ფულის უყაირათო ხარჯვა, სულსწრაფობა, ეგოიზმი, სიზარმაცისადმი მიდრეკილება, მარტო გვენდომება ტაშ-ფანდური, დროს ტარება და ა.შ. მაგრამ ყველაფერი იქნება თეატრალიზირებული. პომპეზურობა მოიმატებს.



ვერძი - სასიკეთო პერიოდები აქვს. ეს უნდა გამოვიყენოთ, რადგან შემდეგი კვირა ოდნავ გაართულებს სიტუაციას ახალმთვარეობის გამო და 4 რიცხვის შემდეგ სიტუაცია სულ მთლად დაწყნარდება. ენერგოტონუსი მატულობს, ასევე მატულობს ენერგია, კრეატიულობა, შარმი, საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით და არაერთ პრობლემას გადაწყვეტთ, ძალიან კარგად და წარმატებით.


კურო - მეტი ყურადღება ემოციის მიმართ.ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები და ახალ ბიზნესპროექტებში ჩართვის შანსები მაღალია. პერსპექტივები ძალიან ბევრია.


ტყუპები - დამშვიდდება, დაწყნარდება, ნდობის ფაქტორი გაუძლიერდება. ის ხომ იდეების გენერატორია, ახლა კი მისი კრეატიული იდეების რეალიზაციის შანსი მაღალია, რაც გაუძლიერებს კარიერულ შესაძლებლობებს და მატერიალურ მდგომარეობას.


კირჩხიბი - არ დაკარგოთ ეს კვირა, რადგან წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალიან კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობებისთვის, კარიერული განვითარებისთვის, შესაძლებლობა მატერიალური გაუმჯობესებისა. ეს კვირა ყველაზე ძლიერი და სასიკეთოა კირჩხიბებისთვის, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა დონეზე.


ლომი - ჩემო იმპერატორებო და მეფეებო, თქვენი დრო მოდის! ამიტომ მოემზადეთ. არნახულად მიმზიდველები იქნებით, პირადი ურთიერთობებისთვის, თავგადასავლებისთვის, საუკეთესო პერიოდია უცხოეთთან კონტაქტისთვის. ხელშეკრულებების დადება გინდათ? კი ბატონო. კარგი პერიოდია ძველი პრობლემების გასარკვევად და მოსაგვარებლად. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ლომებო, მთელი თვე თქვენია, არ დაისვენოთ, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია და დაისვენეთ სექტემბერში, როცა მეფეები ისვენებდნენ.


ქალწული - უკეთ იგრძნობენ თავს. ენერგოტონუსი მაღალია. თუ რამე პრობლემა ჰქონდათ სახლში, ან სამსახურში ყველაფერს გადაწყვეტენ, სასიამოვნო მოულოდნელობების დროა. უცბად შეიძლება კარგად გადაწყდეს საკითხი, რომელიც ვერ წყდებოდა, ანუ უცბად მიიღონ საინტერესო წინადადება სამსახურეობრივი წინსვლის კუთხოთ. შეიძლება ლატარეაში მოგებას ჰქონდეს ადგილი. მოულოდნელი სასიამოვნო მოვლენების პერიოდია.


სასწორი - აქტიურია, ენერგიულია, შარმიანია. თუ რამე შემოქმედებითი პროექტი გინდათ, მიადექით სასწორს. კინორეჟისურა გინდა, მხატვრობა ან რამე სხვა სფერო, სასწორი არის ახლა უბადლო. პირად ურთიერთობებს კარგად ალაგებს. სოციუმთან კონტაქტური ხდება. შესაძლებლობები აშკარად კარგი აქვს.


მორიელი - არ უნდა იყოს ზედმეტად სარკასტული და პირდაპირი. ცოტა მეტი დიპლომატიურობა არ აწყენდა. სამაგიეროდ ფინანსური კუთხით, ახალი იდეების, პროექტების და კონტატქების კუთხით საუკეთესო პერიოდი აქვს. ეს კვირა უნდა გამოიყენოს აუცილებლად, რადგან შემდეგი კვირიდან უფრო რთული პერიოდი იწყება.


მშვილდოსანი - აქტიური, ენერგიული, მიმწოლია. ძალიან კარგი პერიოდი ეწყება უცხოეთთან კონტაქტებისთვის. საუკეთესო პერიოდი ეწყება მშვილდოსანს, გინდათ პირადი ურთიერთობების კუთხით, გინდათ კარიერული განვითარებისა. აქვს სასიკეთო ელფერი.


თხის რქა - ფრთხილად უნდა იყოს ფინანსური კუთხით. ფინანსური დანაკარგების, ან არასწორი კაპიტალდაბანდებების ტენდენცია მაღალია. იმოქმედეთ პრინციპით - შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. სხვა კუთხით პერიოდი კარგია. ენერგოტონუსი მაღალია. შესაძლებლობა ურთიერთობების მოწესრიგების სახლში და სამსახურში - ასევე მაღალია. მთლიანობაში პერიოდი მშვიდია, ერთადერთი საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები უნდა აკონტროლოს.


მერწყული - საუკეთესო პერიოდი იწყება. ის, რაც უშლიდათ ხელს, გაუთავებელი ჩარჩოები და მარწუხები, ეს ნელა-ნელა იხსნება, ურთიერთგაგება ხელმძღვანელებთან, სამსახურში, სახლში მატულობს, მოგეცემათ შესაძლებლობა ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებისა. ახალი ადამიანების გაცნობისა და მოგზაურობისთვისაც კარგი პერიოდია. პოზიტიური შესაძლებლობები მრავალფეროვანია.


თევზები - კარგი პერიოდია. აქტიურები, ენერგიულები და ინიციატივიანები ხართ. გემატებათ ინტუიცია, რაც ხელს გიწყობთ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ყველგან ხართ წარმატებულები. პირად ურთიერთობებში ფანტასტიურები. ამიტომ ეს კარგი პერიოდი არ უნდა დაკარგოთ.



0
2249
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0