x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95740
  • ვიდეო:343060
  • სურათი:457670
არმენები

არმენები


არმენები, რომლებსაც მხოლოდ ქართველები უწიდებენ სომხებს, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე პირველად ჩნდებიან ძვ.წ. VI საუკუნეში და სწორედ ამ პერიოდიდანვე მოიხსენიებიან ძველბერძნულ (ჰეკატეოს მილეტელი, ჰეროდოტე) და სხვა საისტორიო წერილობით წყაროებში. არმენიელების შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში მოხდა მას შემდეგ, რაც ალაროდიელები, იგივე ურარტუელები (ბაიანელები) ძალიან დაასუსტა და სახელმწიფო გაუნადგურათ სკვითების შემოსევამ და საბოლოოდ ძვ.წ. 590 წელს ბოლო მოუღო მიდიის სამეფომ. სწორედ ამ პერიოდში შემოდიან დამარცხებული ურარტუელების მიწებზე არმენები და ახდენენ მათთან ასიმილაციას, რაც არმენიის წარქმნით სრულდება, რომელსაც ასევე არმენი განმგებლები მართავდნენ და მართავენ დღემდე. ჰეროდოტე (ძვ.წ. 484-425) წერს: ფრიგიელების მეზობლად არიან კაპადოკიელები, რომელთაც ჩვენ სირიელებს ვუწოდებთ, ხოლო ამათი მეზობლები არიან კილიკიელები... კილიკიელების მეზობლად არიან არმენიელები, ხოლო არმენიელების მეზობლად არიან მატიენები, რომელთაც ეს ქვეყანა უჭირავთ." (ჰეროდოტე, 1975, გვ.330, V, 49). შდრ. იქვე გვ. 434: "ფრიგიელებს, როგორც მაკედონელები ამბობენ, ეწოდებათ ბრიგები, მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ევროპელები იყვნენ და მაკედონელების მეზობლად ცხოვრობდნენ, ხოლო აზიაში რომ გადავიდნენ, მიწა-წყალთან ერთად, სახელიც გამოიცვალეს - ფრიგიელები დაირქვეს. არმენიელები, რომლებიც ფრიგიელებისგან მომდინარეობენ, ფრიგიელების მსგავსად იყვნენ მოწყობილნი."


არმენები


დიოდორე სიცილიელის მიერ ჩამოთვლილი ტომების თანმიმდევრობა (ძვ.წ. I ს.): კარდუხები, არმენიელები, ხაები (ე.ი. ტაოხები), ფასიანები, ხალდები, სკიტინები, მაკრონები, კოლხები, მოსინიკები, ტიბარენები (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 124).

იპოლიტე რომაელი (III ს.) წერს: "კაპატუკიელთა გადაღმა, მარჯვენა მხარეებში ცხოვრობენ არმენიელები, იბერიელები და ბერანები, ხოლო მარცხენა მხარეებში სკვითები, კოლხები და ბოსპორელები." (გეორგიკა, 1961, გვ. 19). ძვ.წ. II საუკუნეში არმენები დიდ წარმატებებს აღწევენ.


არმენები


ივანე ჯავახიშვილის აზრით (1960, გვ. 437), რამდენადაც ქსენოფონტე (ძვ.წ. 427-355) არაქსის მიდამოებში ალაროდების ნაცვლად უკვე არმენებს ასახელებს, შესაძლებელია ვიმსჯელოთ ამ ტომის კავკასიაში მოსვლის შედარებით ზუსტ თარიღზეც. ჩვენთვის სავსებით სარწმუნოა სამეცნიერო ლიტერატურაში გაბატონებული აზრი, რომ ეთნონიმი "სომეხი" თავდაპირველად ერთი განაპირა ქართველური ტომის ან თუნდაც მონათესავე ურარტუელების სახელი იყო. ჩანს, საუკუნეების მანძილზე თანდათან დამკვიდრებულმა არმენებმა ნელ-ნელა მოახდინეს ურარტულ-ქართველურ ტომთა (იბერო-კავკასიელების) ასიმილაცია. ასიმილირებული ქართველური ტომის მეტყველების დანაშრევი აშკარაა როგორც არმენიელთა ენაში (კავკასიური აბრუპტივების რიგის არსებობის ფაქტი), ასევე მათს ანთროპოლოგიურ მახასიათებლებში (ეს ჩანს ასევე გენეტიკური სეკვესტრირებით მიღებულ მონაცემებში). შემთხვევითი არ ჩანს ის, რომ არარატის ძველი სახელი - მასის მთა და ეთნონიმი "სომეხ-ი" (<*სო-მესხ, <* სა-მასხ). ერთმანეთთან დააკავშირა ნიკო მარმა. საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს.

სამეცნიერო ლიტერატურაში მსჯელობენ არმენებისა და სკვითების საერთო წარმომავლობის შესახებ (ნ. ხაზარაძე, 1984, გვ.194), სარწმუნოა მოსაზრებაც, რომ ჰაიკი კავკასიაში მოსახლე (ავტოქტონი), ურარტულ-ხურიტული მოდგმის ხალხის ეთნარქია, ხოლო არმენიაკი - მოსული ინდოევროპელებისა, სკვითებისა. მოხდა ავტოქტონი და მოსული ხალხის შერწყმა (მ. სანაძე, 2001, გვ.42-43).

(წყარო: ტ. ფუტკარაძე, "ქართველები", 2005).





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1136
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0