x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ეს "ნივთები" ვულგარულად და პროვინციელად წარმოგაჩენთ
რაც არ უნდა ვისაუბროთ ვინმეზე, რომ ის ვულგარულად და პროვინციულად იცვამს თუ იყენებს ისეთ ნივთებს, რომლებიც მას პროვინციულ იმიჯს აძლევს, მაინც ვერ შევუცვლით გემოვნებას, რადგან ეს მეტად ინდივიდუალური საკითხია, თუმცაღა შეგვიძლია რჩევების შედეგად მცირე პროგრესამდე მაინც მივიდეთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობს ზღვარი ვულგარულობასა და სექსუალურობას შორის?



image

მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი სტატიას და გავერკვეთ, თუ იმიჯის რომელი დეტალებია საყურადღებო, რომ პროვინციულად ან ვულგარულად ჩაცმული არ გავიდეთ ქუჩაში.





გამიზნულად სექსუალური სტილი.


image


ქალბატონები, განსაკუთრებით ზაფხულობით უდგებიან კარადების განახლებას. ბევრს მიაჩნია, რომ ზაფხულში აუცილებელია მოკლე კაბის თუ ტოპის, მოკლე შორტისა და ღრმა დეკოლტეს მქონე მაისურებისა თუ კაბების ჩაცმა. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ სექსუალურობა მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ ლამაზი ფეხი, ტანი თუ რაც გაქვთ, იმას აუცილებლად მოიშიშვლებთ. სხეულის ლამაზი ფორმების გამოკვეთა და დემონსტრირება, ჩაცმულსაც შეგიძლიათ. ეს ეხება მაკიაჟსაც, არაა აუცილებელი მკვეთრი და მყვირალა ტონები, მსუბუქადაც შეგიძლიათ "კონტურინგის" გაკეთება.






მაღალი ქუსლები.

image


განსაკუთრებულად ვულგარული იმიჯის მოცემა შეუძლია ქუსლიან ფეხსაცემელს, რომელსაც პლატფორმაც მაღალი აქვს. ბევრს მათზე სიარული ძალიან უჭირს და ისე გამოიყურება, თითქოს რომელიმე ცხოველი ჩლიქებზე დადის (უკაცრავად შედარებისთვის). რატომ, რისთვის? მრავალი ქუსლიანი, კლასიკური თუ ელეგანტური ფეხსაცმელი არსებობს. და გახსოვდეთ, არ არის აუცილებელი ქუსლიანი ფეხსაცმლის ყოველდღიურად გამოყენება.






კონტრასტები.

image


თუ რომელიმე ბრენდის ნამუშევარი არ არის, რომელსაც აქვს შეხამებული ქსოვილთან და ფერთან კომბინაციაში მსგავსი პრინტები, მაშინ ჩვეულებრივ მაისურებსა თუ სხვა ტანსაცმელზე, ის ნამდვილად პროვინციულია. მაგრამ, არსებობს იშვიათი გამონაკლისები, თუმცა "იშვიათად". უბრალო ჯინსები და მაისურები თვლებითა და მეტალების პრინტებით, პირდაპირ საშინელებაა!






თეთრეულის გამოჩენა.

image


მრავლად ვხვდებით ქუჩებში სიტუაციებს, რომ ტრანსპორტიდან ჩასვლის თუ გადახრის შემთხვევაში ქალბატონებს შარვლების წელის ზევიდან საცვლები ამოუხტებათ. ასევე აცვიათ ღრმა დეკოლტესა თუ ღრმად ამოჭრილი ზურგის მქონე მაისურები, საიდანაც მათი ბიუსტჰალტერი ჩვეულებრივად "ანათებს" და ა, შ. ქალბატონებო, გახსოვდეთ, რომ არსებობს ისეთი თეთრეულიც, რომელიც მსგავსი სამოსის დროს უნდა გამოიყენოთ და თავიდან აიცილოთ მსგავსი ვულგარული ქმედებები.






ზედმეტი სამკაული და დეკორაციები.

image


გახსოვდეთ, რომ პლასტმასის სამაჯურები, გარკვეული კლასიკური პრინტები უბრალო მაისურზე და სხვა მსგავსი დეკორაციები, ძალიან ვულგარულია. მსგავსი ვულგარული იმიჯის მაგალითია ლენა ლენინი, რომელიც კანის ფესტივალზე საჯაროდ წარსდგა და არა მხოლოდ მისი შემთხვევა.






თავის ქცევითი გამოხატულება.

image


კარგად ჩაცმულ ქალსაც შეუძლია იყოს ვულგარული, რაც მის ქცევაში გამოიხატება. ხალხში საღეჭი რეზინის ღეჭვა, ხმამაღალი და უადგილო საუბარი და გამოხტომები და სხვა, ქალს ხდის ძალიან ვულგარულს.







იხილეთ აგრეთვე:



არაესთეტიკურობის 6 ნიშანი, რის გამოც მამაკაცს შეუძლია ქალის მიტოვებაimage






როდის ტოვებს ქალი მოუვლელობის შთაბეჭდილებას?

image







3
643
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
643
  
2019, 24 ივლისი, 9:27
იქნებ ამ ,,იოლკას,, ზუსტად იმის თქმა უნდოდა, რომ ყველაფერი ზედმეტი ვულგარულობაა?))
2019, 22 ივლისი, 14:41
ლენა ლენინი კი არა, ლენა ,,იოლკა" :)
0 1 3