x
image
მაკა ნიკვაშვილი
ბრუმანას მერმა პოლიციელ გოგონებს მოკლე შორტების ტარება უბრძანა, და იცით რატომ?

image

როგორც ცნობილია, პატარა ქალაქებს ტურისტების მოზიდვა საკმაოდ უჭირთ, ამიტომ ისინი ტურიზმის გასავითარებლად არაერთ უჩვეულო და ორიგინალურ ხრიკს მიმართავენ. ასე, მაგალითად ლიბანის ერთ- ერთი პატარა ქალაქის, ბრუმანას მერმა, საგზაო პოლიციის ქალ თანამშრომლებს სამუშაო ფორმის შეცვლა და მოკლე შორტების ტარება უბრძანა.


imageimage


ქალაქის მერის პიერ აჩკარას განცხადებით, ბეირუთთან ტერიტორიული სიახლოვის გამო, მის ქალაქს ტურისტების მოზიდვის საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდა, რომელიც ბრუმანას სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მას აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. ქალაქის თავი დარწმუნებული იყო, რომ მისი ამ ახალი, ინიციატივის წყალობით, ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, სწორედ პოლიციელი გოგონების საკმაოდ თამამ, საგზაო ფორმას შეეძლო.



image


აჩკარას ამ გადაწყვეტილებას, არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა რომელმაც ის, საჯაროდ გააკრიტიკა. პოლიტიკურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობა იყო. მაგალითად, კონსერვატორები ამტკიცებდნენ, რომ უცხოელების მოსაზიდად გოგონების გაშიშვლების გადაწყვეტილების მიღება მცდარი იყო, ლიბერალები კი პირიქით, მიიჩნევდნენ, რომ მოკლე შორტის ტარება, ქალბატონების გარდა, ასევე მამაკაც პოლიციელებზეც უნდა გავრცელებულიყო. უცნობია, რამდენად გაიზარდა ბრუმანას საერთო ბიუჯეტი აღნიშნული რეფორმის შედეგად, თუმცა ფაქტი ერთია, მრავალი მოწინააღმდეგის მიუხედავად, თავნება აჩკარას ინიციატივამ დღის სინათლე, საბოლოოდ მაინც იხილა.


imageimage





0
821
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
821