x
image
ლურჯი თოლია
World Chempionship-ის გამარჯვებული ქართველი მომღერალი თამუნა ლილუაშვილი გახდა

კონკურსი “World Chempionship” ლოს-ანჯელესში ჩატარდა. გუშინ, 20 ივლისს იყო ფინალი და მსოფლიო ვარსკვლავი, 66 ქვეყანას შორის გამარჯვებული, ქართველი მომღერალი თამუნა ლილუაშვილი გახდა! მან ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა და მსოფლიოს თავისი უნიკალური შესაძლებლობა დაუმტკიცა!

image

თამუნას ლოს-ანჯელესში ვიზიტი ზუგდიდის მერიამ დააფინანსა. თამუნამ არაერთი შემოთავაზება მიიღო პროდიუსერებისგან. მას აქვს შესაძლებლობა, სწავლა აშშ-ში გააგრძელოს.

... " მე ოკეანის მიღმა პატარა ქვეყნიდან მქონდა დიდი ბედნიერება, რომ საქართველო წარმედგინა “ world championship”-ის საფინალო შოუში, სადაც მხოლოდ 5-მა ვოკალისტმა მოახერხა გადასვლა და სასწაული იყო იმის გაცნობიერება რომ იმ ხუთეულში ვიყავი მეც. საქართველო პირველია, რომელიც პირველად წარსდგა “მსოფლიო ჩემპიონატზე” და პირველ ვიზიტზე გახდა ფინალისტი. მე გავხდი “მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი wcopa 2019” - წერს თამუნა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.

image

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0