x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93750
  • ვიდეო:342193
  • სურათი:455981
"სამსახურში მოვედი და არ დამხვდი, ვერ ვაცნობიერებ რეალობას..."- ნანუკას ემოციური მიმართვა ნიკა გვარამიას

image


ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და არხის უკვე ყოფილ გენერალურ მენეჯერს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და იმ იმედით, ემშვიდობება, რომ რომელიმე ცხოვრებაში მასთან ერთად მუშაობა კვლავ აუცილებლად მოუწევს. "გუშინ სამსახურში მოვედი და არ დამხვდი. . რა ვქნა, ჯერ ვერ ვაცნობიერებ რეალობას:) მინდოდა შენთვის პირადად მეთქვა რაღაცეები. მერე მოგწერე და მივხვდი რომ ისიც არ მეყო. მერე მაიკო ლომიძის სტატუსი ვნახე და "შემშურდა", გულწრფელობის და სისწორის. ყველაფერი სიტყვა- სიტყვით დაუწერია რასაც ვფიქრობდი.

ყოველთვის ვამაყობდი რომ ნიკა ტაბატაძის რ2-ში ვმუშაობდი. ჰარვარდ დამთავრებულივით ვიქცეოდი ამ მიზეზის გამო და ახლა უკვე ორი დიპლომით ვარ. შენთან მუშაობით დავამთავრე უნივერსიტეტი სადაც ვისწავლე:

1. რომ ყოველთვის უნდა ვიბრძოლო.

2. რომ ნებისმიერი უთანხმოების და კონფლიქტის მიუხედავად მთავარი საერთო ღირებულებებია

3. რომ 800 კაციან გუნდში ყველა რგოლი ერთნაირად მნიშვნელოვანია.

4. რომ თავისუფლებას ზღვარი არ აქვს.

შენი იმედი მქონდა ყოველთვის. მაშინაც კი როცა ავად ვხდებოდი და იცოდე რომ შენი მეგობარი ვარ 4ever. იმედი მაქვს, რომელიღაც ცხოვრებაში კიდევ გამიმართლებს და მომიწევს შენთან ერთად მუშაობა.

მე მაინც მჯერა რომ ყველა ერთად, სადღაც, ისევ ამოვხეთქავთ"- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.


#მადლობანიკა


0
375
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
375