x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოები - გაიგეთ, რისი თქმა სურდა მხატვარს
თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები შეიძლება ცოტათი დამაბნევლად მოგეჩვენოთ, რადგან ავტორის იდეა ბუნდოვანია. მაგრამ, ალბათ, მაინც საინტერესოა იმის ცოდნა, რა აზრი ჩადო მხატვარმა თავის შედევრში და რას ფიქრობდა, როცა მას ქმნიდა. კოლექციონერები უამრავ ფულს იხდიან ამ ნახატებში, მილიონობით ტურისტი კი მზადაა, საათობით იდგეს რიგში მათ სანახავად.


სტატიაში ვეცდებით, ფარდა ავხადოთ რამდენიმე ცნობილი ნახატის დაფარულ აზრს.








"ორი ფრიდა" - ფრიდა კალო, 1939

"ორი ფრიდა" მექსიკელი მხატვრის ავტობიოგრაფიული ნამუშევარია. სხვათა შორის, მისი ყველა ნახატი ავტოპორტრეტია.

გავრცელებული ინტერპრეტაციის მიხედვით, ფრიდას ეს ნახატი მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ტრაგიკულ ეპიზოდს - მეუღლესთან, დიეგო რივერასთან დაშორებას უკავშირდება. ნახატი 1939 წელს დასრულდა - განქორწინებიდან მალევე. ნამუშევარზე 2 ფრიდაა გამოსახული - მარჯვნივ ის, ვინც დიეგოს უყვარდა; მარცხნივ კი ის, ვისაც მან უღალატა. მხატვარმა სცადა ეჩვენებინა განსხვავება ამ ორ ფრიდას შორის, ტკივილის მიუხედავად დარჩენილი სიყვარული და გატეხილი გული.


image








"ლაქტულოზა" - დემიენ ჰირსტი, 2017

ბრიტანელი დემიენ ჰირსტი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მხატვარია. 25 წელია, ის თავის ნახატებში ფერად წრეებს გამოსახავს. ეს მისი ბრენდია. ამით ის სიკვდილზე საუბრობს.

საქმე იმაშია, რომ ეს უბრალო წრეები კი არა, ჰომოეპათიური წამლებია. ნახატების სათაურებიც წამლებს უკავშირდება და მათ მიხედვითაა დაჯგუფებული. ნახატების ყველაზე დიდ ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტები შეადგენს. წრეების ფერები ფსიქოტროპული მედიკამენტების ფორმულის ასოებს შეესაბამება.

image








"გასეირნება" - მარკ შაგალი, 1917-1918

"გასეირნება" შაგალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია. ეს ავტობიოგრაფიული ნამუშევარია, რომელზეც მხატვარმა საკუთარი თავი და ცოლი - ბელა გამოსახა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი მიწაზე დგას, ქალი კი ცაში მიფრინავს, მათ ხელები ჩაკიდებული აქვთ, გრავიტაციის კანონს არღვევენ და მაინც ერთად არიან.

image








"კაცი და ქალი ექსკრემენტების გროვის წინ" - ჟოან მირო, 1935

ეს ნახატი ერთ-ერთია იმ 12-დან, რომელიც კატალონიელმა მხატვარმა ჟოან მირომ ესპანეთში სამოქალაქო არეულობის დროს შექმნა. ერთი შეხედვით გაურკვეველია, ვინ არიან ეს მოცეკვავე ურჩხულები. ადვილი შესამჩნევია შავი ფონისგან მკვეთრად განსხვავებული, მოცეკვავეების მკვეთრი ფერები.

მხატვარს სურდა, ეჩვენებინა სამოქალაქო ომის (1936-1939) საშინელება. ექსკრემენტების გროვა კაშკაშა ყვითელ ფერში ფაშისტების ამბიციებს გამოხატავს, მუქი სტაფილოსფერი - ომში დაღუპულ ჯარისკაცებს, წითელი ხელები კი სისხლის სიმბოლოა.

image








"საიდან მოვედით? სად ვართ? საით მივდივართ?" - პოლ გოგენი, 1897-1898

კარიერის დასაწყისიდანვე პოლ გოგენს სურდა, გამოეხატა თავისი ფიქრები სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ. 1897 წელს მან დაიწყო მუშაობა ნახატზე "საიდან მოვედით? სად ვართ? საით მივდივართ?" და ის იმავე წლის დეკემბრის ბოლოს დაასრულა.

სურათის წაკითხვა მარჯვნიდან მარცხნივ უნდა დავიწყოთ, როგორც ძველად კითხულობდნენ წმინდა გრაგნილებს. ნახატზე 3 მთავარი ჯგუფია გამოსახული. ახალგაზრდა ქალი ჩვილი ბავშვით სიცოცხლის საწყისს გამოხატავს. შემდეგი ჯგუფი მოზარდობის ყოველდღიურ ცხოვრებას ნიშნავს. ბოლო ჯგუფში კი მოხუცი ქალი გარდაუვალი სიკვდილის სიმბოლოა.

image








"კემპბელის სუპის ქილები" - ენდი ვარჰოლი, 1962

ენდი ვარჰოლი ამერიკული მხატვარი და პოპ-არტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიროვნებაა. მისი ნამუშევრები მინიმალისტურია: ამა თუ იმ საგანს ყველაზე მარტივი ფორმით ხატავდა.

1949 წელს ვარჰოლმა ბაკალავრიატის დიპლომი მიიღო და დაიწყო შთაგონების წყაროს ძებნა; ცდილობდა, დაეხატა რამე ისეთი, რაც აქამდე არ არსებობდა. მხატვარი ექსპერიმენტებს ქმნიდა, სანამ ერთ დღესაც ინტერიერის დიზაინერ მურიელ ლატოუისგან მინიშნება არ მიიღო: "დახატა რამე ისეთი, რასაც ყოველდღე ხედავ და რაც ყველასთვის ნაცნობია. რაღაც ისეთი, როგორიც კემპბელის სუპის ქილებია". სწორედ აქედან დაიწყო ვარჰოლისთვის პოპ-არტის ისტორია.

image








"ბირკენაუ" - გერჰარდ რიხტერი, 2014

გერჰარდ რიხტერის შემოქმედებაში აბსტრაქტული "ბირკენაუს" სერია საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებს ეძღვნება. მხატვრის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა 1944 წლის გვამების ფოტოები, რომლებიც კრემაციისთვის იყო მომზადებული.

image








"ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი" - მარკ როთკო, 1961

"ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი" ამერიკელი მხატვრის, მარკ როთკოს მიერ 1961 წელს შექმნილი ნახატია. 2012 წელს აუქციონზე ის 86 მილიონ დოლარად გაიყიდა.

სინამდვილეში, როთკოს ნამუშევარში საჭირო არ არის დაფარული აზრის ძიება. ის სხვაგვარად უნდა აღვიქვათ: დააკვირდით შეგრძნებებს, რასაც თქვენში ესა თუ ის ფერი იწვევს. მხატვრის მიზანი იყო, ხალხისთვის გამოეცდევინებინა ყველა სახის ემოცია, რისი გამოწვევაც ფერებს შეეძლო.

image








"ქალის სამი ასაკი" - გუსტავ კლიმტი, 1905

"ქალის სამი ასაკი" ავსტრიელი მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. 1911 წელს ნამუშევარმა რომში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი დაიმსახურა.

ნახატი კლიმტის სიმბოლური ნამუშევრების ნათელი მაგალითია. ნახატზე მარჯვნივ პატარა გოგონაა, შუაში - ქალი, რომელსაც ეს გოგონა უჭირავს, მარცხნივ კი - მოხუცი ქალბატონი, რომელიც სახის დამალვას ცდილობს. რაც უფრო ვაკვირდებით ნახატს, ვიაზრებთ, რომ მასზე ერთი ოჯახის სამი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი კი არა, ერთი ქალია გამოსახული ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ნამუშევარი ცხოვრების ციკლის სიმბოლოა.

image








"კაფის ტერასა ღამით" - ვინსენტ ვან გოგი, 1888

ერთი შეხედვით, ნახატში უჩველოს ვერაფერს ვამჩნევთ. მაგრამ მკვლევარმა ჯარედ ბაქსტერმა, რომელიც მხატვრის შემოქმედებას სწავლობდა, თქვა, რომ ნახატი შეიძლება "საიდუმლო სერობის" ალუზია იყოს.

თუ კარგად დავაკვირდებით, ნახატის შუაში შევნიშნავთ თეთრებში ჩაცმულ ოფიციანტს, რომელსაც გარს 12 ადამიანი ერტყმის. კომპოზიციის უკან კი სინათლეა.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 100 ნახატი, რომელთა შესახებ ყველა განათლებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს

image

2. საინტერესო მხატვრები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილით ხატავენ

image


3. ცნობილ ნახატებში დამალული 5 საიდუმლო

image

0
218
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0