x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93875
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
"ბედნიერი ვარ, რომ აქედან დამარცხებული გახვედი და არა ეროსივით მკვდარი...."

image
ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ს ჟურნალისტი მაია ლომიძე, სოციალურ ქსელში ამავე ტელეკომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მიმართავს.


როგორც ლომიძე წერს, სულ უნდოდა უფროსზე კარგი რამეების წერა, მაგრამ ფიქრობდა რომ "ტეხავდა" უფროსის ქება.


"O Captain! My Captain!

მადლობელი ვარ ამ არანორმალური 7 წლისთვის!

გაოგნებული ვუყურებდი, როგორ რისკავდი ჯერ იმიჯით, შემდეგ უსაფრთხოებით, შვილებით რისკავდი! ცოლით! სიცოცხლით!

ამას თანამდებობისთვის არ აკეთებენ და, მითუმეტეს, ის კაცები, რომლებიც კარიერის პიკში მინისტრის პორტფელს სტუდენტის პორტფელში ცვლიან. ამას არც ფულისთვის აკეთებენ. ამდენს პარტიისთვისაც ვერ გარისკავ. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ასეთი ძალა მოგცეს, იდეაა. მეც შენთან ერთად მწამდა, რომ ევროპა კარს ცხვირწინ აღარ მოგვიხურავდა, როგორც არაერთხელ გაუკეთებია ამ ქვეყნის ისტორიაში. მაინც ბედნიერი ვარ, რომ ამ იდეალისტთან ერთად ერთი დროშის ქვეშ საშინელ შტორმში ვიცურე!

შენამდე 3 დირექტორს მოვესწარი. ისინი თანამშრომლებს სახელებით ვერ სცნობდნენ, მათ არ იცოდნენ, რამდენი ჰქონდა იპოთეკური სესხი იმ ტიპს, სტუმრებს რომ პეტლიჩკებს უმაგრებს. განა ცუდი ხალხი იყო, უბრალოდ, არ იცოდნენ, რას მართავდნენ. შენ იცოდი.

მიწა გამსკდომოდა, მინდოდა, როცა გავიგე, რომ რუსთავი 2 ის გენდირექტორად პროკურორი მოვიდა. გამარჯობის მერე ეგრევე ვიჩხუბეთ. მთელი გუნდი მაგრად ვეჩხუბეთ და პირველად კურიერის ისტორიაში, გავიფიცეთ. ამის შემდეგ ამ კაცმა ჩემს თვალწინ და პირდაპირ ტელევიზორში ლეწა თავისი სტიგმა. მალევე მაიძულა პატივისცემა. შემდეგ კი ისეთი თავგანწირვა გვიჩვენა, მეტიც მაიძულა.

სულ მინდოდა რაღაც კარგების დაწერა და სულ ტეხავდა უფროსის ქება. ახლა დროა. მადლობა ბატონ ბიძინას, ამის შესაძლებლობა რომ მომცა.

გულიკების და ტაშიკების გარეშე, გიხდი მადლობას. თავს საშინლaდ ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქედან დამარცხებული გახვედი და არა ეროსივით მკვდარი.

თავს გაუფრთხილდი!"


სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

0
1944
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
1944
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0