x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რატომ იზიდავს ქალს დაოჯახებული მამაკაცი
image


სხვათაშორის ეს მონაგონი არ არის, არსებობს კიდეც ამ მოვლენის გაგება. მას ეწოდება " სხვისი არჩევანის კოპირება" და არა მარტო ადამიანის ცხოვრებაში ვლინდება, არამედ ცხოველებშიც.


დაუჯერებელია, მაგრამ კოპირების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვხიბლავს ის მამაკაცი, რომელიც უკვე სხვამ აირჩია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაში მამაკაცს გააჩნია ის თვისებები, რაც აუცილებელია წარმატებული ურთიერთობებისთვის.


ამას გარდა, თუ მამაკაცს უკვე ჰყავს გვერდით ქალი, ფსიქოლოგების აზრით, არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი :



მისი პარტნიორი სიმპატიური უნდა იყოს


გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცის რჩეულის მომხიბვლელობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მამაკაცი. თუ მამაკაცი ხვდება ქალს, რომელსაც გარეგნულად არ აღვიქვამთ კონკურენტად, მამაკაცის რეიტინგი ქალის თვალში მნიშვნელოვნად ეცემა.


ის ისე უნდა იქცეოდეს, თითქოს პარტნიორთან ახლო ურთიერთობა არ აქვს


მიუხედავად იმისა, რომ "დაკავებული" მამაკაცი ნებისმიერ შემთხვევაში სხვა ქალების ყურადღებას იპყრობს, იმით, რომ მას შეუძლია მტკიცე ურთიერთობები, არსებობს გამომრიცხავი ფაქტორებიც. ზოგჯერ ქალებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცი ბოლომდე არაა გარკვეული პარტნიორის არჩევის გადაწყვეტილებაში. ეს მოსაზრება წინააღმდეგობაში მოდის მთავარ არგუმენტთან. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ზოგჯერ ქალებს იმედი აქვთ, რომ შანსი აქვთ. აქედან გამომდინარე : მამაკაცები, რომლებიც ღიად გამოხატავენ სიყვარულს პარტნიორის/ცოლის და შვილების მიმართ გაცილებით ნაკლებ ყურადღებას იპყრობენ სხვა ქალებისგან, ვიდრე ძლიერი სქესის ის წარმომადგენლები, რომლებზეც უბრალოდ ცნობილია რომ მეწყვილე ჰყავთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი : თუ დაქორწინებული მამაკაცი არ ატარებს საქორწინო ბეჭედს, ეს იწვევს ქალებში ინტერესის მომატებას.





ასევე ნახეთ :

5 მიზეზი, თუ რატომ ღალატობენ ქმრები ცოლებს


სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ


რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად


ოთხი მთავარი კითხვა პირველ პაემანზე


რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე


ეს არასოდეს გააკეთოთ ურთიერთობაში პრობლემის მოსაგვარებლად

0
611
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
611
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0