x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ყირიმში სამხედრო სწავლებისას დაიხრჩო ორი მედესანტე

image სამხედრო სასწავლო წვრთვნებისას ყველაფერს ვერ გათვლი და წინასწარ ვერ გაითვალისწინებ. ასე მოხდა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო, საჰაერი-სადესანტო ჯარების წვრთვნებზე. როგორც რუსეთის სამხედრო უწყების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური იუყწყება, დაიღუპა ორი მედესანტე, რომლებიც კონტრაქტით მსახურობდნენ საჰაერო სადესანტო დდანაყოფებში.
ტრაგედია დატრიალდა ვარჯიშებისას, როცა მედესანტეები ახდენდნენ საწვრთვნელ ხტომებს "ძველი ყირიმის" პოლიგონზე.
მედესანტეებმა დროულად ვერ შესძლეს ქარის ძლიერი ნაკადის გამო დროზე მოეხდინათ რეაგირება და პარაშუტისათვის საჭირო მიმართულების მიცემა.
მედესანტეები დაეშვნენ წყალზე, დროულად ვერ გაინთავისუფლეს თავი პარაშუტისაგან და წყალში ჩაძირულმა პარაშუტმა ორი მედესანტე თან ჩაიყოლა, რის შედეგადაც ორივე დაიხრჩო-ამის თაობაზე იტყობინება სააგენტო "ინტერფაქსი".
ინციდენტის გამო გამოყოფილია სპეციალური კომისია, რომელიც გულდასმით სწავლობს მედესანტეების დაღუპვის მიზეზებს.


0
127
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
127