x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
შავი სია - ტანსაცმელი, რომელიც ამახინჯებს თქვენს ფიგურას
ყველაფერი, რაც კარგად გამოიყურება ბრენდული ფირმების მოდელებსა თუ მოცემულია "კატალოგებში", არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ქალს შეიძლება მოუხდეს და მოერგოს, რადგან ზოგიერთ სამოსს სულაც არ შეუძლია დათვური სამსახური გაგიწიოთ, პირიქით, მათ შეუძლია გაგიფუჭოთ პროპორციები.


image


დღევანდელ სტატიაში მოგცემთ რჩევებს, თუ რომელი სამოსი უნდა მოიშოროთ კარადიდან, რათა მოსალოდნელი უხერხული სიტუაციები აიცილოთ თავიდან.





1. გათეთრებული ჯინსი.


image


ერთი შეხედვით მათში ცუდი არაფერია, მაგრამ როდესაც გახეხვა თუ გათეთრება ფეხებზე ბარძაყების მიდამოებზე ხდება, აღნიშნული თქვენს ფეხს უფრო მოცულობითს და განსხვავებულს გამოაჩენს. ჯინსები, რომლებიც ერთ ტონშია, საუკეთესო ვარიანტია კარგი და სწორი იმიჯისთვის. ამიტომ, უარი თქვით პრინტიან ჯინსებზე.





2. ჰორიზონტალური მსხვილი პრინტები.

image


მსგავსი პრინტიანი სამოსი შეგიძლიათ მოიხმაროთ თუ ძალიან თხელი, გამხდარი და სიფრიფანა გოგონა ხართ. მსგავს შემთხვევაში პირიქით, სასიკეთოდაც კი წაგადგებათ, მაგრამ თუ სავსე პარამეტრები გაქვთ ან მოცულობითი ფორმები, უარი თქვით ამ პრინტზე, ის უფრო მოცულობითს გამოგაჩენთ. მაგრამ, თუ განსხვავებულ ხაზებს და პრინტებს შეარჩევთ, პირიქით, თქვენს ფორმებს ხაზს აღარ გაუსვამს.





3. ბოლო-კაბა - "ტრაპეცია".

image


ერთი შეხედვით მსგავსი ბოლო-კაბა ქალური და დახვეწილია, თუმცა სინამდვილეში ის სასტიკად ხუმრობს თქვენს პროპორციებზე. ასეთი სტილი მეტ მოცულობას მატებს თქვენს თეძოებს, და, თუ დახურული ზედაც გაცვიათ, მართკუთხედის ფორმას იღებთ მთლიანად.





4. მოცულობითი ნაქსოვი კარდიგანი.

image


განსაკუთრებით ეხება ისეთ კარდიგანს, რომელსაც მკლავებიც გრძელი აქვს. დიახ, ისინი ნამდვილად თბილი, თუმცა ესთეტიკაზე საუბარი არ შეუძლიათ. საუკეთესო ვარიანტში კი მათში გამოიყურებით, როგორც პროვინციელი მოხუცი. სჯობს აირჩიოთ თქვენზე მორგებული, პროპორციული ნაქსოვით შესრულებული კარდიგანი და რაც მთავარია, სწორად შეუხამოთ ის სხვა სამოსს.





5. მოცულობითი "პიჯაკი".

image


პიჯაკი ალბათ ყველა ქალის კარადის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, ის ხომ სტილს განსაკუთრებულს და ელეგანტურს ხდის. მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სრულყოფილად არის თქვენს ტანზე მორგებული. თუ მოცულობით პიჯაკს ჩაიცვამთ, ის თქვენს ფიგურას ძალიან დაამახინჯებს და ფორმებს უფრო მოცულობითს გამოგიჩენთ.







1
1756
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1756
  
2019, 26 ივლისი, 17:40
მოცულობითი ლეოპარდოვი შუბა ძალიანაც მიხდება :))))
0 1 1