x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134415
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
17 ყველაზე ნოყიერი პროდუქტი - ანუ როგორ დავივიწყოთ შიმშილის გრძნობა
თუ მუცელი ღმუის და არაფრით ჩერდება, თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რით იკვებოთ რომ დიდხანს დანაყრებული დარჩეთ. თქვენი შიმშილის მიზეზი შეიძლება სწრაფად გადამუშავებული პროდუქტების მიღება და კუჭის დაცარიელება იყოს.

image

პროდუქტები, რომლებიც შიმშილს აყუჩებენ

1. კაკალი

კაკალი ცილების, სასარგებლო ცხიმების და უჯრედისის შესანიშნავი წყაროა. სწორედ ამიტომ საკვების მიღებებს შორის კაკალი მიირთვით და მთელი დღე ენერგიულად იქნებით.


თუ კაკალი არ გიყვართ, სალათებს, კრემ-სუპებს ან სმუზებს ცოტა მაინც დაუმატეთ. საუკეთესო კაკალია ნიგოზი, ფისტაშკები, ნუში. 100 გრ კაკალი სრულყოფილ საუზმეს და სადილს ჩაანაცვლებს.


2. ავოკადო

image

ავოკადო დიაბეტის მქონე ადამიანისთვის ტკბილეულს წარმოადგენს. ის 0, 5%-ზე ნაკლებ შაქარს, მაგრამ A, E და C ჯგუფის ბევრ ვიტამინს შეიცავს, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებენ.

ავოკადო ბევრ სასარგებლო ცხიმებს შეიცავს. თუ მის მოხმარებას დაიწყებთ, შიმშილის გრძნობა მთელი დღეის განმავლობაში ხშირად არ შეგაწუხებთ.


3. პარკოსანი

პარკოსანი პროდუქტები უჯრედისის მაღალ დონეს შეიცავენ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რადგან სისხლში შაქრის გამოყოფას ანელებენ. შაქრის დონე სტაბილური რჩება და შიმშილის გრძნობა არ გაწუხებთ.

პარკოსანი პროდუქტები შეგიძლიათ სალათებს დაუმატოთ ან დამოუკიდებელი კერძი მოამზადოთ.


4. შვრიის ფაფა

კვლევის თანახმად, წყალზე ან რძეზე მომზადებული შვრიის ფაფა კუჭს ორჯერ უფრო მეტად ავსებს, ვიდრე შვრიის ფანტელები, რომელსაც მშრალად მივირთმევთ. მიუხედავად იმისა, რომ მათში შვრიის ერთნაირი რაოდენობაა.

შვრია ბევრ საკვებ ბოჭკოს შეიცავს, რაც ნოყიერების შეგრძნებას ახანგრძლივებს.


5. ხილი

ხილი არა მხოლოდ ნატურალურ შაქარს, არამედ უჯრედისს, ჟანგბადს და წყალს შეიცავს. მაგ., ვაშლი დაახლოებით 25% ჟანგბადს შეიცავს. როცა კუჭი ხილს ამუშავებს, ჰორმონი GLP-1 წარმოიქმნება, რომელიც ტვინს დანაყრების სიგნალს აძლევს.

ნოყიერი კერძის მერე ნაჭამი ერთი ვაშლი არანაირ ეფექტს არ მოგცემთ. თუ დანაყრება გსურთ, ვაშლი უზმოზე და მთავარი კერძის მიღების წინ შეჭამეთ. ნივთიერებათა ცვლა დაჩქარდება და ნოყიერების შეგრძნება არ დააყოვნებს.

დღეში ხილის მინიმალური დოზა 1-2-ია, ამიტომ დღეში მინიმუმ 2 ცალი ხილი მაინც შეჭამეთ.


6. კვერცხი

კვერცხი ადვილად ათვისებად ცილებს შეიცავს და ამიტომ დანაყრების გახანგრძლივებას ხელს უწყობს. ის ძვლებს აძლიერებს, ტვინის ფუნქციას ხელს უწყობს და ჭარბ წონას ებრძვის. თავისი შემადგენლობით ცილები კვერცხში ანტიოქსიდანტებს წარმოადგენს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებისგან გვიცავენ.

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც კვერცხით საუზმობენ, დიდხანს დანაყრებულნი რჩებიან, ვიდრე ისინი, ვინც საუზმეზე სხვა კერძს მიირთმევენ.


7. კარტოფილი

კარტოფილი სახამებელს წარმოადგენს, რომელიც შიმშილის დამთრგუნველ პროდუქტებს შორის პირველ ადგილზეა.

დიდი ალბათობით კერძში მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილის დამატების შემდეგ, შიმშილი დიდხანს არ შეგაწუხებთ. 1 კარტოფილი 161 კალორიას შეიცავს. ეს შეიძლება ნებისმიერი გარნირის ¾ ნაწილს შევადაროთ.

თუ კარტოფილს სასარგებლო ცხიმზე მოამზადებთ, როგორიცაა კარაქი ან ქოქოსის ზეთი, დანაყრებას უფრო დიდხანს იგრძნობთ.


8. ყავისფერი ბრინჯი

ყავისფერი ბრინჯი არა მხოლოდ უჯრედისს, არამედ აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. ის შესანიშნავი გარნირია, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ კერძთან ერთად მიირთვათ.

თუ დილით საკმარისი დრო არ გაქვთ, საუზმეზე ყავისფერი ბრინჯი, ავოკადო და კვერცხი მაინც მიირთვით. თქვენ გემრიელი და ნოყიერი საუზმე გამოგივათ.


9. წყალი

ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელსაც წონაში დაკლების მსურველები ამბობენ: „გსურს ჭამა - წყალი დალიე“. ეს მითია, ოდნავი დანაყრების შეგრძნება მოდის, მაგრამ საკვებთან შედარებით დიდხანს არ გრძელდება. ეს იმიტომ, რომ წყლის დალევა ბევრ ენერგიას არ მოითხოვს და ტვინი მას საკვებად ვერ აღიქვამს.


10. კინოა

კინოა შეიცავს უჯრედისს, არ შეიცავს გლუტენს და ანაყრებს. სხვა ფაფებთან შედარებით მისი ათვისება უფრო უკეთ ხდება. კინოაში შემავალი ამინომჟავები და ცილები რძეს ჰგავს, ამიტომ მათი განსხვავება თითქმის შეუძლებელია.


11. კოჭა

კოჭას ყოველთვის სასარგებლოდ თვლიდნენ, რადგან ის გულისრევის შეგრძნებას ამცირებს, კუნთოვან ტკივილს და სისხლში შაქრის რაოდენობას, ასევე ორგანიზმში ანთებით პროცესებს ამცირებს.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად საუზმზე ცხელ წყალში გახსნილი 2 გრ კოჭა შიმშილის გრძნობას ამცირებს.

კოჭის ჩაი გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. ეს სასმელი ღვიძლს წმენდს, ტვინის მოქმედებას სტიმულირებს და პოტენციას ზრდის. ჩაი წონაში დასაკლებად შეუცვლელია.


12. ხაჭო

მაშინაც კი, თუ უცხიმო ხაჭოს არ ჭამთ, მისი ათვისება ადვილად ხდება და კარგად ანაყრებს. ამ პროდუქტის მიღებით წონაში არ მოიმატებთ.

ხაჭო ცილებს, A, E, C, B1, B2, და B12 ვიტამინებს, ცხიმებს, სასარგებლო მიკროელემენტებს (კალიუმი, ნატრიუმი და მაგნიუმი) შეიცავს.

ხაჭო დიეტურ პროდუქტს წარმოადგენს, რადგან 100 გრამი მხოლოდ 169 კალორიას შეიცავს.


13. ფორთოხალი

ფორთოხალი უჯრედისს შეიცავს და ამის წყალობით დანაყრების გრძნობას იძლევა. პროდუქტი თქვენს ფორმებს არ დააზიანებს, რადგან 100 გრამი მხოლოდ 43 კალორიას შეიცავს. მასში შემავალი C ვიტამინი სიმსივნის უჯრედების მიმართ მდგრადობას ზრდის.


14. შავი შოკოლადი

თუ დიეტაზე მყოფი ტკბილეულის მოყვარული ხართ, ეს იდეალური პროდუქტია. რამდენიმე კვადრატი შავი შოკოლადი დაგეხმარებათ. მასში შემავალი ინგრედიენტები საჭმლის მონელებას აფერხებს. ამ მიზეზით საჭმელი ნაკლებად მოგინდებათ.


15. ბერძნული იოგურტი

image

ბერძნული იოგურტი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ მომზადების პროცესში მისი გაფილტვრა ქსოვილში ან ქაღალდის ფილტრში ხდება.

მეცნიერები თვლიან, რომ რძის ცილების მიღება დანაყრებას და სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებას ხელს უწყობენ. ბერძნული იოგურტი უფრო მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი იოგურტი და უფრო დიდხანს დაგანაყრებთ.


16. თევზი

თევზი ცილებით მდიდარი და ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი პროდუქტია.

ის არა მხოლოდ ენერგიას გვაძლევს, არამედ მხედველობის გაუმჯობესებას ხელს უწყობენ. თევზში შემავალი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა მხედველობაზე დადებით გავლენას ახდენს. ეს პროდუქტი მდიდარია D ვიტამინით, რომელიც კარგ ძილს ხელს უწყობს.


17. წვნიანი

შეიძლება იფიქროთ, რომ თხევადი კერძი ნაკლებად დაგანაყრებთ, ვიდრე ფაფა, ხორცი ან თევზი. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ წვნიანები უფრო ნოყიერი კერძებია, ვიდრე „მყარი“ კერძები, რომლებიც იმავე ინგრედიენტებს შეიცავენ.

სჯობს სადილზე ან ვახშამზე კრემ-სუპები არ აირჩიოთ, არამედ უჯრედისით მდიდარი ბოსტნეულის წვნიანი მიირთვათ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ერთადერთი ბურღული - კოლაგენის მდიდარი წყარო ქალის ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად

image

პროდუქტი, რომლებიც მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ

image

პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ

image

9 პროდუქტი, რომლებიც დეპრესიას მედიკამენტებზე უკეთ უმკლავდებიან

image

ეს კოქტეილი დალიეთ და თრომბს დაივიწყებთ

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
370
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
370