x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რა საფრთხეს შეიცავს დაბერების აპლიკაცია FaceApp და ქართველი მომხმარებლების რეაქცია
image

მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოპულარული აპლიკაცია "FaceApp "-რა დროსაც საკუთარ თავს 40 წლის შემდეგ სიბერეში დაინახავთ, საფრთხის შემცველია.


იგი რუსეთში, კერძოდ სანკტ-პეტერბურგში შეიქმნა, აპლიკაცია, რომლითაც მთელს მსოფლიოში ერთობიან აშშ-ს ფედერალური ბიუროს ინფორმაციით საფრთხის შემცველია, აპლიკაცია ითხოვს პერსონალურ მონაცემებს თქვენზე, რომელიც შემდეგ შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული სხვადასხვა თაღლითების ან სპეცსამსახურების მიერ, მით უმეტეს, როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი თეონა აქუბარდია აცხადებს, ეს განსაკუთრებით საშიში შეიძლება იყოს საქართველოსთვის იმიტომ, რომ "ის ჩვენ ქვეყანასთან კონფლიქტში მყოფ რუსეთში იქმნება".




ამ ინფორმაციას როგორც ჩანს ქართველი მომხმარებლების უმეტესობა იუმორით შეხვდა და ხუმრობის ხასიათზე დააყენა, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:



"ანუ გაშიფრული ვარ აი სად დამერხა."

"არიქა, იქნებ ვინმე დაინტერესდეს ჩემითაც"


" ემანუელ მაკრონს აწყობს ეს, იქნება დაეწიოს თავის ცოლს"


"პუტინი დავაბერე და ანუ დამერხა???"


"შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში ჰქვია მაგ ფობიებს: დაბერების აპლიკაციის იმედად არიან სპეც სამსახურები?"


" რისკი არ ვიცი მარა დეპრესია კი ავიკიდე"


"რავა ყველაფერს რუსეთს სტენით, ახლა არ თქვათ ფეისბუქიც რუსეთის დაარსებულიაო"


"ჰოოდა გადადით ფარნიან ნოკიაზე..სად გადავრჩი"


" საქართველოში FACEAPP - ის გამოჩენის შემდეგ იტალიელებმა და ბერძნებმა მოიწერეს, ჩვენზე მეტი მოხუცი თქვენ გყოლიათ და მოსავლელად მანდ ჩამოვდივართო"



"კი დაბერდა მთელი საფეისბუკეთი"



"ტანკების რისხვის ჯაველინების მიღების შემდეგ რუსეთი ვეღარ ბედავს სამხედრო აგრესიას და ახლა დაბერების აპლიკაციით და მაიონეზ სლობოდათი გვიტევს. მაგრამ რა იციან, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შექმნილია პრეპარატი, რომელიც ანადგურებს რუსულ ჰორმონებს. ასე რომ შეგვიძლია თამამად ვჭამოთ სლობოდა ვერ გაგვარუსებენ. ხოლო ამ აპლიკაციას, ანტისაოკუპაციო წინდების ფონზე "პუტინ ხუილოს" სამჯერ ძახება არასხოდებს. აქაც შეგვიძლია წყნარად ვიყოთ."

imageimage

თავად აპლიკაციის შემქმნელი, იაროსლავ გონჩაროვი ირწმუნება, რომ არავითარი კავშირი არა აქვს კრემლის ინსტიტუტებთან და დასძენს, რომ ფოტოს რომელსაც მომხმარებელი ტვირთავს, 48 საათის განმავლობაში ავტომატურად იშლება.



თუმცა არც ის არაა გამორიცხული ამ გაფრთხილების უკან კონკურენცია და წმინდა ფინანსური ინტერესი იდგეს, Forbes-ი App Annie-ის(კომპანია, რომელიც აანალიზებს მობილური აპლიკაციების ბაზარს) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ FaceApp-მა ყველა რეკორდი მოხსა, 6 ივლისიდან 19 ივლისამდე აპლიკაცია 6, 5 მილიონმა მომხმარებელმა გამოიწერა, რითაც რუსულმა კამპანიამ 10 დღეში 746 000 დოლარი ჩაიჯიბა, მთლიანად აპლიკაცია გადაწერა 73 მილიონმა ადამიანმა, რომლის საერთო მოგება 11, 6 მილიონი დოლარია.

0
135
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0