x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93875
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
''ჭარბწონიანი ქალები სამოთხეში ვერ მოხვდებიან"-ამ სიტყვების გამო პასტორი სასტიკად დაისაჯა

ბრაზილიელი პასტორი მარსელო როსი მესის ჩატარების დროს პირდაპირ სცენიდან გადმოაგდეს. ქადაგების დროს მან მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ ჭარბწონიანი ქალები სამოთხეში ვერ მოხვდებიან. ამ სიტყვებისთვის წირვაზე მყოფმა ერთმა ქალბატონმა ის სასტიკად დასაჯა.



image


ბრაზილიელი პასტორი მარსელო როსი სცენიდან გადმოაგდეს უშუალოდ მესის დროს, რომელსაც 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. როსი ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული რელიგიური ფიგურაა, ამიტომ მის ქადაგებაზე მუდამ ანშლაგია და ათასობით ადამიანი იკრიბება. თავისი მორიგი ქადაგების დროს პასტორმა მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ ქალებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ თავიანთ ფიგურაზე: საქმე სულაც არაა ლამაზ სხეულსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ჭარბწონიანობის დროს.



image



პასტორის თქმით, მსუქანი ქალები ვერასოდეს მოხვდებიან სამოთხეში. სასულიერო პირს განმარტება არ გაუკეთებია და არ დაუზუსტებია, თუ ბიბლიის რომელ თავში წერია ეს მცნება. როგორც ჩანს, მსმენელებს შორის მყოფმა მსუქანმა ქალებმა პასტორის განცხადება შეურაცხყოფად მიიღეს და წმინდა მამას სამაგიერო იმწამსვე გადაუხადეს.

მესაზე მყოფი ერთი საკმაოდ ჭარბწონიანი ქალბატონი ისე სწრაფად აიჭრა სცენაზე, საიდანაც პასტიორი ქადაგებას კითხულობდა, რომ მისი შეჩერება ვერავინ მოასწრო. ქალი მღვდელს მივარდა, ხელი ჰკრა და სცენიდან ძირს გადმოაგდო. ეს ყველაფერი სულ ორიოდე წამში მოხდა, ამიტომ ამ უცნაური პერფორმანსის შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ სანახაობას 50 ათასი კაცი ესწრებოდა, ვერავინ შეძლო.




არსებობს ამ უსიამოვნო ამბის მეორე ვერსიაც, რომ პასტორს მსგავსი არაფერი უთქვამს და მას თავს დაესხა ქალბატონი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

0
217
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0