x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93875
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
"რადაც არ უნდა დამიჯდეს, ფული სასწრაფოდ უნდა გავუგზავნო! " ანუ ემიგრანტი ცოლებისა და დედების ტრაგედია!

image

სულ ცოტა ხნის წინ, ფეისბუკ გვერდზე მეგობრის პოსტს წავაწდი. მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი, ამერიკაში მოღვაწე, წარმატებული ემიგრანტი წერდა: მოკლედ, ამდენმა გრანტმა და ემიგრანტისგან იოლად მოსულმა ფულმა დაადეგრადირა ერიო.

image

ქალბატონი მაკასგან ასეთი განაცხადი აზრთა სხვადასხავობის საფუძველი გახდა, ერთმა ფეისბუკმომხმარებელმა დაუწერა: ემიგრანტები რომ არ იყვნენ, ხალხი მშიერი დაიხოცება და ბიუჯეტში არ შედის ფულიო?



რამდენი უცნობი და ნაცნობი ისტორია არსებობს ქართველ ემიგრანტებზე, უმეტესობას კი ასეთი ზოგადი სახე შეიძლება მივცეთ: ქართველი ემიგრანტი დედები და ცოლები ოჯახებს ინახავენ, ხშირად სამ და ოთხ ოჯახსაც კი ერთდოულად, სრულწლოვან შვილებს და ქმრებს არჩენენ, მიდიან ორი ან სამი წლით, მაგრამ იქიდან ან ძალიან დიდი ხნის შემდეგ ან საერთოდ ვერ ბრუნდებიან.




რატომ?


კარგად მოგეხსენებათ, ვალების გადახდისა და შვილის დაბინავების შემდეგ, შვილიშვილები ჰყავთ საზრუნავი, ზოგი კი მთელი ცხოვრება ინახავს უკვე სრულწლოვან, უსაქმურ შვილებს, რომელთაც სურვილები და მიზეზები არასდროს ელევათ. სწორედ ასე ეწირებიან მათ მსხვერპლად ქართველი დედები და ცოლები. ეს კი ძალიან დიდი ტრაგედია. დიტო ცინცაძის ფილი "ოჯახი" - ამავე პრობლემების წინწამოწევაა და ქართველი ოჯახების მწარე რეალობას ასახავს. თუ არ გინახავთ ფილმი, ნახეთ და თავად დარწმუნდით: დიტო ცინცაძის "ოჯახი"



აქვე გავიხსენოთ ოტიას სიტყვები რომანიდან „ქალი გამოვიდა საღალატოდ".


"სული რომ დავაპურეთ, ხორცი მოგვიშივდა, ხორცი გავაძღეთ და სული გაგვიპარტახდა...დღევანდელი ადამიანის ბედი იმდენად რთულია და თავბოლო გაუსაგისი, თუ სული, რწმენა და ზნეობა არ გაბადია, ლეში ხარ, ცხოველი."

- წერს ოტია და რა კავშირი აქვს ამას ქალბატონი მაკას განაცხადთან?


კიდევ ერთხელ რომ დავკონკრეტდეთ, რისთვის არიან დღესდღეობით საზღვარგარეთ ქართველი ქალი ემიგრანტები, ვგულისხმობ მათ, რომლებმაც ქმრები და შვილები, ზოგადად ოჯახი დატოვეს?

პასუხი მარტივია - მატერიალურად რომ მიეხმარონ ოჯახს.

ოტია კი წერს, რომ ხორცი როცა დავაპურეთ, სული გაგვიპარტახდა,

სწორედ ამაზე აქვს საუბარი ქალბატონ მაკასაც ერთი შეხედბით მოკლე პოსტში - ერი დეგრადირდა მატერიალური უზრუნველყოფით.

როცა დედა ტოვებს შვილებს, რათა მატერიალურად უზრუნველყოს ისინი - სულიერზე ვინღა უნდა იზრუნოს, ზოგადად, აღზრდასა და ღირებულებების ჩამოყალიბებაზე?

აი, რა ხდება:

1. ბავშვები მშობლების გარეშე ყალიბდებიან და თავიდანვე მუქთა ფულს ეჩვევიან.

2. კაცები ცოლს უშვებენ საზღვარგარეთ და მერე საყვარელს ახარჯებენ ფულს. რამდენი მაგალითია ასეთი და რომც არ ახარჯებდნენ სხვას, იმაზე რას იტყვით, სახლში ჯდომა რომ ურჩევნიათ, რადგან მზამზარეული მოსდით? ყველა საკუთარი ძალისხმევით რომ ზრუნავდეს ოჯახზე და მომავალზე, საკუთარი ლუკმაპურის საშოვნელად გადაგებულს, ის მაინც ეცოდინებოდა ოჯახს რომ გარჯა და მოვლა სჭირდება და რომ ეკონომიკა ჰაერიდან არ ვითარდება.

3. მერე უცხოელებს ერჩიან, რას ჩამოდიან და ბიზნესებს აწყობენ ჩვენს მიწაზეო, რამდენი ადგილი ვიცით, მიტოვებული, პატრონს მოვლა რომ ეზარება!

4. ჰგონიათ ევროპაში და ამერიკაში ევროები და დოლარები ხეებს ასხია! - არა! ხალხი დღედაღამ მუშაობს! ემიგრანტების უმეტესობა კი ყველამ კარგად იცის, რა ტანჯვით შოულობს ფულს.

5. თუ ამ ყველაფერს ანალიზს გავუკეთებთ, ემიგრანტებიც არიან ამაში დამნაშავეები, რადგან თავად გაათავხედეს ქმრები, შვილები და შვილიშვილები!

6. ოღონდაც მათ ( ქმრებს, შვილებს, შვილიშვილებს) არაფერი მოაკლდეთ - აი, ასეთი სულისკვეთებით სწირავენ თავს ქართველი ემიგრანტი ქალები და სწორედ ასეთი მენტალიტეტია დამღუპველი! - ბავშვს შრომა უნდა ასწავლო და იმის დაფასება, რასაც უკეთებ, თორემ როგორც დააჩვევ, მარტო ბავშვს კი არა ზრდასრულს არ აქვს იმის განსაზღვრეება, შენ რას აკეთებ და მას რას უკეთებ დამსახურებისდა მიუხედავად. - ესეთი დამოკიდებულება დიდი დანაშაული და დათვური სამსახურია - ზოგი კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ამას თავგანწირვას უწოდებს!

7. რა გვეშველებოდა რომ არ ყოფილიყვნენ ემიგრანტები, მართლა ლუკმაპურის საშოვნელად რომ იყვნენ იქ ხომ, მაგრამ არა!!! - უამრავი ემიგრანტი იქ იმიტომაა რომ აი, ბიჭს ახალი მანქანა მოუნდა, აიფონ ექვსი აღარ უნდა გოგოს, ახლა ხომ უკვე ათია და ის უნდა უყიდოს. ქმარს ყველა ვალი გაუსტუმრა, ახლა უნდა სახლი გაარემონტოს ანდა სულაც მშენებარეში იყიდოს ბინა!

8. დიახ, ადამიანი არის გაუმაძღარი არსება, ცუდი კი არაფერია ყველაფერი საუკეთესო რომ გვქონდეს, მაგრამ ღირებულებები აღარ არსებობს და ადამიანებს შორის, ყველაზე უგვანო, მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება რჩება! - დედა-შვილს შორის ეს დამოკიდებულება რომ იქნება, მეტი სხვა რაზე უნდა ილაპარაკო და აი, ზუსტად ასეა საქართველოს უამარავი ოჯახი, ვისაც ემიგრანტები ჰყავთ.

9. იმიტომ ურეკავენ, რომ კი არ მოიკითხონ, ფული გამოუგზავნონ!

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ყველა ემიგრანტს არ ეხება, მაგრამ თუ თქვენ ემიგრანტი ხართ და ამ სტატიას კითხულობთ, კარგად დაფიქრდით რაში და როგორ იხარჯება თქვენი სიმწრით ნაშოვნი ევროები და დოლარები. დაგიფასებენ კი თქვენი ქმრები, შვილები და შვილიშვილები თქვენს გარჯასა და თავგანწირვას?!

პ.ს. არ მინდოდა ამ თემას საერთოდ შევხებოდი, მაგრამ იქნებ სიმართლის თვალებში ჩახედვით დავიწყოთ შეცდომების გამოსწორება?!

ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს ახლობელ, ძვირფას და თავდაუზოგავად მშრომელ ემიგრანტს ასეთი მწვავე სტატიისათვის!

––––––––––––––––––––––––––––––––––––

სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი

2
428
5-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
428
  
7 აგვისტო, 12:51
სამწუხაროა, რომ ეს მართლაც ასეა! უცხოელების უკანალების ბანვით ნაშოვნი ფულით გამძღარი და სულიერება წართმეული ერი! ... როცა უცხოეთიდან ემიგრანტმა დედამ , თავის უდედოდ გაზრდილ გოგონას უთხრა, ახლა კი ჩამოვალ შვილო, აღარ შემიძლია ამდენი შრომაო, შვილი არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა, აქ რა უნდა აკეთოვო, ანუ, შენ დიდიხანია მისთვის დედა კი არა, ევროების მბეჭდავი მანქანა ხარ და ...ასეთი შემთხვევები უამრავია, ჩვეულებრივიც კი! ჰოდა, დაფიქრდით,ძვირფასო ქალებო, გიღირთ საკუთარი შვილების დაკარგვა მათი ხორციელი ფუფუნების ხარჯზე?
19 ივლისი, 21:54
ტკივილამდე მართალი ხარ, ანი..უახლოესი მეგობარი უკვე 19 წელია ეიმგრანტადაა საბერძნეთში. ვერა და ვერ გააძღო შვილები გამოგზავნილი ფულებით.არადა ორივე შვილი უკვე 30 წელსაა გადაცილებული და არ იწუხებენ თავს მუშაობით. მიზეზად ის მოაქვთ: სამსახური არ არისო. გეთანხმები, რომ თავად ვაფუჭებთ შვილებს და ვაჩვევთ მხართეძოზე წამოწოლილებს რომ ყველაფერი მოსდით. ასე მართლა ვერ ავაშენებთ სახელმწიფოს და მერე გვიკვირს, რატომ მივექანებით ნელ-ნელა უკან და უკან :(
0 1 2