x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავ ზღვაზე მიმდინარე სარაკეტო სროლების ვიდეო დადო

image ფრეგატ "ადმირალ მაკაროვის" საბრძოლო გათვლებმა და საზენიტო სარაკეტო კომპლექსმა «Утес» მოახდინეს სასწავლო სროლები შავ ზღვაზე. ვიდეო სროლებზე აიტვირთა დღეს ტელეარხ «Звезда» -ს მიერ.
ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსმა აღმოაჩინა პირობითი მოწინააღმდეგის ხომალდი და მისი მიმართულებით გაუშვა რაკეტა-სამიზნე "პროგრესი". რუსული სამხედრო ფრეგატის პელენგატორებმა დააფიქსირეს რაკეტა-სამიზნის "პროგრესის" რაკეტები და მათ მიერ მითითებულ სამიზნეზე საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან "შტილი" გაშვებული რაკეტით წარმატებით გაანადგურეს პირობითი მოწინააღმდეგის ხომალდი.
სამხედრო მანევრებისას სამხედრო წვრთვნების ზონა დაიხურა სამოქალაქო ხომალდებისათვის, იტყობინება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური.
ივნისის თვეში ამერიკულმა მასობრივი ინსფორმაციის საშუალებამ «Утес»-ს უწოდა "ხომალდების მკვლელი", მას შემდეგ რაც აღნიშნული კომპლექსი გადაიარაღდა უახლესი შორეული მოქმედების მანევრირებადი რაკეტებით.
ამის თაობაზე, როგორც მოგახსენეთ წერდა ამერიკული გამომცემლობა The National Interest .
image

0
557
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
557