x
image
მაია 24
ამის დამწერს ბოლომდე ჩავყვები, პასუხს მოგთხოვთ მკვდარი მამის სულისა და კაცობის შეურაცხყოფისთვის! - ვის ემუქრება ნინი ქარსელაძე
image


მომ­ღე­რა­ლ ნინი ქარ­სე­ლა­ძის მამა, თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის წინ, ინ­სულ­ტის დი­აგ­ნო­ზით გარდაიცვალა. მომღერალმა ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა:


"რო­გორ მჯე­რო­და, რო­გორ მე­გო­ნა, რომ გა­მო­გაძ­ვრენ­დი..... მჯე­რო­და, რომ ამა­საც მო­ე­რე­ო­დი.... და ისიც მჯე­რო­და, რომ მე და შენ მო­ვი­გებ­დით ამ ომს.

ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო, ჩემო იმე­დო.... მამა...", - წერდა ნინი.



თუმცა, ამჯერად მომღერლალი გარდაცვლილი მამის შეურაცხყოფისთვის გაზეთსა და ამ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის ავტორს უჩივის:


"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 5 წლიდან ვიცი, ვიცნობ და ყველა ჟურნალისტთან ვმეგობრობ. განსაკუთრებული მადლობა იმ ჟურნალისტებს, ვინც წლების განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმით უდგებით თქვენს საქმეს, მაგრამ ადამიანობა მაინც არ დაგიკარგავთ. ახლა რატომ ვწერ ამას. მე-2 დღეა, რაც ჩემი ძალიან მაგარი მამა მიწაში ჩავდე, არ მინდა ზედმეტი საუბარი ჩემს მდგომარეობაზე. (ალბათ ყველასთვის გასაგებია, რას ვგრძნობ) მიგზავნიან გაზეთიდან ინტერვიუს ფოტოს. ჯერ გარდაცვლილ ადამიანზე სტატიას რომ წერ, მინიმუმ მისი ცხოვრება კარგად უნდა იცოდე, ან ოჯახის წევრთან უნდა გადაამოწმო ყველა დეტალი. რაც ამ გაზეთმა არ ინება, ვიღაც უცნობი ადამიანის მონაბოდი დაწერა და არავის შეუთანხმა.


გაზეთი "ახალი ვერსია", რედაქტორი მაია ფურცელაძე და ჟურნალისტი არმაზ ხარძიანი. თქვენ ხართ ამორალური, უზნეო, მდაბიო და არაპროფესიონალი ადამიანების ჯგუფი. თქვენ ვერ მოგიხსენიებთ ჟურნალისტებად, რადგან პროფესიონალ და კარგ ხალხს ამით შევურაცხვყოფ.


ამ სტატიას, გპირდებით, არ გაპატიებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭი იყო მამაჩემი. სამართლებრივად მოგთხოვთ პასუხს ჩემი მკვდარი მამის სახელის, სულის და კაცობის შეურაცხყოფისთვის!!!!!


მამა, გპირდები ამ ინტერვიუს მიმცემს და დამწერს ბოლომდე ჩავყვები და შენს სუფთა სახელს ისე დავიცავ, როგორც შენ იმსახურებდი!!!", - წერს ნინი ქარსელაძე და სტატიის ფოტოსაც აქვეყნებს.


image


მომ­ღე­რალ ნინი ქარ­სე­ლა­ძის მამა თე­ი­მუ­რაზ (თე­კუ­ჩა) ქარ­სე­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­სულ­ტის დი­აგ­ნო­ზით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იგი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.


ასევე დაგაინტერესებთ:


მართლა ფიქრობთ, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც ტყვიების არ ეშინიათ, სასამართლოს განაჩენი შეაშინებს?! - რას წერს "ჩცდ"ს-ს მსახიობი "რუსთავი 2"-ის განაჩენზე

0
2334
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
2334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0