x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
კახეთი
image

კახეთის, როგორც ცალკე ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბება უკავშირდება ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ძის _ კახოსის სახელს. სახელწოდება „კახეთი“ პირველად ძველ ქართულ საისტორიო წყაროში —“მოქცევაი ქართლიასი” ქრონიკაში გვხვდება. ლეონტი მროველის თხზულებაში მოტანილი ლეგენდის თანახმად, ქართველთა წინაპარს ქართლოსს ხუთი შვილი —მცხეთოსი, გარდაბოსი, კახოსი, კუხოსი, და გაჩიოსი ჰყოლია. მამის გარდაცვალების შემდეგ შვილებს მისი სამფლობელო დაუნაწილებელიათ. კახოსს რგებია მიწა-წყალი „კავკასიასა და კახეთის მთას შორის, არაგვიდგან ვიდრე ტყე-ტბამდე, რომელ არს საზღვარი ჰერეთისა“. ისტორიული კახეთი თავისი არსებობის მანძილზე დღევანდელისაგან განსხვავებულ ტერიტორიას მოიცავდა. საკუთრივ კახეთის გარდა, მის შემადგენლობაში შედიოდა: კუხეთი, სამხრეთით — მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გარდაბნის ქვეყანა; ჩრდილოეთით ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, დურძუკეთი და ღლიღვეთი ანუ კავკასიის მთიანეთი, რომელსაც ქართული წყაროებით „მთიულეთი კახეთისა“ ეწოდებოდა.

მდებარეობა/საზღვრები

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე-კახეთი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს და რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია . კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონს წარმოადგენს. მას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აზერბაიჯანი. ფართობი 12, 2 ათასი კმ2-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 17, 5%-ს შეადგენს.


მოსახლეობა

კახეთის მოსახლეობა 407, 2 ათასი კაცია და წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის 8, 3%-ს. 9 ქალაქის, 276 სოფლის და 8 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება. მათი უმეტესობა (ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის) შიდა კახეთში მდებარეობს, საგარეჯოს რაიონი და გურჯაანის რაიონის ნაწილი გარე კახეთს მიეკუთვნება.კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 33 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახეთში მოსახლეობის ბუნებრივი კლება ფიქსირდება. მიუხედავად იმისა რომ დასაქმებისმხრივ მდგომარეობა საშუალოზე უკეთესია, რეგიონს მაინც ბევრი ახალგაზრდა ტოვებს სამუშაოს შოვნის მიზნით, შედეგად კი მოსახლეობის დაბერების ტენდენციაც იკვეთება. კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85%) ქართველია. ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რუსები და სომხები.

ჰავა

კახეთის კავკასიონზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავიანი შერეული ფართოფოთლოვანი მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები. ზამთარში საშუალოდ 00ც_ია, ზაფხულში კი საშუალოდ +23...+25 ც. ალაზნის ველზე ნალექების რაოდენობა წლის განმავლობაში 600_დან 1000 მმ-მდე მერყეობს. რაც შეეხება გარე კახეთს (მოიცავს ივრის ზეგანს, გომბორისა და იალნოს ქედების წინა მთებს), აქ მშრალი სუბტროპიკული ჰავაა. მდებარეობს ზღ. დ. 500-900 მ_ზე. აქ ზამთრის საშუალო ტემპერატურაა - 0, 10ც...-2, 30ც, ზაფხულის კი +230ც...+250ც. ნალექების რაოდენობა ივრის ზეგანზე დაახლოვებით 400-600 მმ-ია


ლანდშაფტი

საოცრად ლამაზია კახეთის კავკასიონი. იგი ციცაბო ფერდობებით ეშვება ალაზნის ვაკეზე და განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის. კახეთის კავკასიონის ქვემო კალთებზე მთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებულია მუხნარ-რცხილნარი, რომელსაც ურევია წიფელი, ცაცხვი, წაბლი და სხვა. ზემო კალთებზე ღია ფერის და გაეწრებულ ტყის ყომრალ ნიადაგებზე გაბატონებულია წიფლის ტყე. მასში შერეულია რცხილა, ნაკერჩხალი და სხვა. კახეთის კავკასიონისთვის დამახასიათებელია კოლხეთისა დაჰირკანის მცენარეულობის რელიქტები:ძელქვა, ბზა, თალიშური, სუროდა სხვა. ტყის ზონის ზემოთ არყის ტანბრეცილი ტყეებია, არის აგრეთვე ცირცველი, ბოკი, უფრო ზემოთ (2400—2500 მ-იდან) მთის კორდიან და კორდიანტორფიან ნიადაგებზე გავრცელებულია სუბალპური და ალპური ბალახეულობა, რომელსაც იყენებენ საძოვრებად. ჩრდილოეთი ექსპოზიციის კალთებზე დეკიანებია.

კახეთის ტერიტორიაზე არის ლაგოდეხის, ბაწარას, ბაბანეურის, ვაშლოვანის, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალები.

image

ლაგოდეხის ნაკრძალი მდებარეობს ლაგოდეხის რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (ფოტოზე ნაჩვენებია ლაგ.ნაკრძალი).ნაკრძალში დაცულია მცენარეთა მრავალსახეობა, აღრიცხულია 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ბევრია, კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, ფოცხვერი, გარეული ღორი, კავკასიური ტყის კატა და სხვ. ლაგდეხის დაცულ ტერიტორიებზე მდებარეობს ულამაზესი ლაგოდეხის ჩანჩქერი, ასევე საოცარი მყინვარული წარმოშობის შავი კლდეები ტბა რომელიც სიღრმით 12 მეტრია ამ ტბაზე ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მცურავი კუნძულები ვიხილოთ.

ვაშლოვანი ნაკრძალი შექმნილია აკაკისა და სარკმლის ხეების დაცვის მიზნით, გამოირჩევა ბიოლოგიური მრავალფერონებით.

ბაბანეული ნაკრძალი შეიქმნა რელიქტური ძელქვის დაცვის მიზნით. ბაწარას ნაკრძალში დაცულია უთხოვარის რელიქტური ტყის კორომი, ხოლო მარიამჯვრის ნაკრძალი კი შექმნილია ფიჭვის დაცვის მიზნით, რომელიც გვხვდება ზღვის დონიან 800-1800 მეტრს შორის.

კახეთის ტერიტორიაზე აღირიცხება მდინარეები: ალაზანი რომელიც ყველაზე გრძელი მდინარეა საქართველოში, იორი, დურუჯი რომელიც ძლიერ ბობოქარი ბუნებისაა, ლაგოდეხისწყალი, ნინოსხევი, ჩაილური. ზემოთ ხსენებულმა მდინარეებმა წყალდიდობა იციან გაზაფხულზე, როდესაც მთიდან თოვლის ნადნობი წყალი ჩამოდის ბარში, წლის დანარჩენ პერიოდში შეიძლება მათი დამშრალი კალაპოტებიც ვიხილოთ.

კახეთის ტბებიდან აღსანიშნიავია, ლოპოტას ტბა, რომელიც თელავის ცენტრიდან 23 კილომეტრშიმდებარეობს, ყვარლის ტბა რომელიც ყვარლის ტერიტორიაზე კახეთის შუაგულში მდებარეობს და ილიას ტბა ასევე ყვარლის რაიონში დურუჯის ხეობაში. აღნიშნული ტბები უამრავ ტურისტს იზიდავენ, გააჩნიათ დიდი რეკრეაციული მნიშვნელობა.imageლოპოტას ტბა.

მეურნეობა

კახეთი მდიდარია როგორც მეტალურგიული წარმოებისათვის საჭირო ნედლეულით, ისე ნოყიერი ნიადაგებით, ნიადაგისეული საფარით — ტყის მასივებით, საძოვრებით და წყლის რესურსებით. ყოველივე ეს ზომიერ ჰავასთან ერთად, ადამიანის საცხოვრებლად და მისი სამეურნეო ცხოვრების განვითარებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 38% კახეთის რეგიონშია. მეურნეობაში წამყვანი დარგია მევენახეობა, დღეს საქართველოს ვენახების 65-70% კახეთშია კონცენტრირებული . მარცვლეული კულურებიდან დიდი რაოდენობით მოდის სიმინდი, ხორბალი . აევე ხელსაყრელი პირობიბა ბაღჩეული კულტურების მოსაყვანად - უხვად მოდის ბოსტნეული : კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, კომბოსტო, ბოლოკი. ხილის კულტურებიდან აღსანიშნავია: ატამი, მარწყვი, საზამთრო, ნესვი. უხვადაა სათიბ-საძოვარი სავარგულები შესაბამისად კარგად განვითარებულია მეცხოველეობა, კერძოდ მეღორეობა, მეძროხეობა, მეცხვარეობა.

image

ეკონომიკა

ურბანიზაციის დონე კახეთში დაბალია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს მომავალში კახეთის ეკონომიკის ფოკუსის გადატანა ინდუსტრიაზე არ მოხდება. სოფლის მეურნეობის წილი 2011 წლის მდგომარეობით, 24%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც მრეწველობის წილი მხოლოდ – 9% იყო, ვაჭრობის – 5%, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის – 1.2%, მშენებლობის კი – 1.7%. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის წილის შესახებ მონაცემები არ არსებობს, სხვადასხვა მომსახურების სფეროს წილი კი 2011 წელს მაღალი იყო და 20%-ს შეადგენდა. დანარჩენი დარგების ერთობლივმა წილმა 38% შეადგინა. ბოლო წლებში მშენებლობის მასშტაბის ზრდამ რეგიონში ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე საშენი მასალების (აგური, კრამიტი, სამშენებლო ბლოკი და სხვა) წარმოების განვითარებას შეუწყო ხელი.

კურორტები

არხილოსკალო: დედოფლისწყაროს რაიონი - კლიმატური ტიპის კურორტი. ჰავა მშრალი და სუბტროპიკულია. ზამთარი რბილი (იანვარში საშუალოდ -20ც), ზაფხული ძლიერ თბილი (აგვისტოში საშუალოდ +230ც). კურორტზე მიიღებიან ნევროლოგიური პროფილის პაციენტები.

ახტალა: გურჯაანის რაიონი - ტალახით სამკურნალო კურორტი. ჰავა ზომიერად კონტინენტალურია. ზამთარი რბილია (იანვარში +0, 90ც), ზაფხული ძლიერ თბილი (აგვისტოში +23, 60ც). 4-5 ჰექტარის ფართობის ტაფობში აღინიშნება ტალახის 9 ძირითადი გამოსავალი. ახტალის ტალახი არაორგანული ცარმოშობისაა. კურორტზე მკურნალობის ჩვენებებია მოზრდილთათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებები; ბავშვთათვის ცერებლარულური დამბლისა და პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების დროს.

უჯარმა: საგარეჯოს რაიონი - ბალნეო-კლიმატური ტიპის კურორტი. მდებარეობს ივრის მთების ზეგანზე, ზღ. დ. 900 მ. ზამთარი რბილია (იანვარში 00ც), ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად მშრალი (აგვისროში +220ც). აქ გამოვლენილია თერმული მინერალური წყლები მრავალი ბიოლოგიურად აქტიური მიკროკომპონენტებით. მინერალურ წყლებს იყენებენ სააბაზანო პროცედურების სახით, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, კარდეოლოგიური, ნერვული და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ.

ყვარელი: ყვარლის რაიონი - რაიონული ცენტრიდან 8 კმ-ზე, მდ. ალაზნის ხეობაში, ზღ. დონიდან 450 მ-ის სიმაღლეზე. ზამთარი რბილია, უთოვლო (იანვარში +10ც), ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად ტენიანი (აგვისტოში +230ც). ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ორი სახის მინერალური წყალი, რომელიც გამოიყენება სამკურნალოდ აბაზანის სახით საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის კანის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის შემთხვევაში.

ისტორიული ძეგლები

ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ტაძრები და მონასტრები. კახეთის ტერიტორიაზე მდებარეობს:

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, გრემი, ნეკრესი, ახალი შუამთის ხახულის დედათა მონასტერი, ძველი შუამთა, ბოდბის მონასტერი, ალავერდის მონასტერი, იყალთოს მონასტერი, კახეთში მდებარეობს ილია ჭავჭავაძის სახლ მუზეუმი კერძოდ ყვარელში.

ასევე ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ მუზეუმი წინანდალში.

გიორგი ლეონიძის სახლ მუზეუმი საგარეჯოში.

ნეკრესიგრემიიყალთო



სამზარეულო

კახეთში უფრო პოპულარული ხორცის კერძებია, რაც მეცხოველეობის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ხშირად მზადდება მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული.ჩაქაფული


0
372
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
მარიამ ქუფარაშვილი
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0