x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ამ ფოტოს გამო, გოგონას ექიმის ლიცენზია შეუჩერეს
ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, ყველა ერი ხომ სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე შთამბეჭდავია ზოგიერთი ძირძველი ტრადიცია, რომლებიც მხოლოდ რაიონებს თუ შემორჩა და სათუთად უფრთხილდებიან და იცავენ მათ გადაშენებისგან. ნამდვილად არსებობს ისეთი კულტურული ღირებულებები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ზოგადად ადამიანობაზე, თუმცა ზოგჯერ ისინი დაუწერელი კანონით გვევლინებიან და ეწინააღმდეგებიან ჩვენს შეხედულებასა და ცხოვრებას, რომელიც მხოლოდ ერთხელ გვეძლევა ამ წუთისოფელში.


image


მაგალითად ბანგკოკში გოგონას, რომელიც მხოლოდ მშობლების სურვილით სწავლობდა სამედიცინოზე და 22 წლის ასაკში ექიმი გახდა, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული თამამი ფოტოების გამო მუშაობის ლიცენზია შეუჩერეს.


ვინმე ნანგ მვე სანი მხოლოდ მშობლების სურვილის გამო სწავლობდა სამედიცინოზე, მისი მოწოდება კი იყო გამხადრიყო ცნობილი მოდელი და ძალღონეს არ იშურებდა შეენარჩუნებინა და დაეხვეწა სხეულის ფორმები, რისთვისაც ცხოვრების უმეტეს დროს სპორტ-დარბაზებში და ფიტნეს ცენტრებში ატარებდა.



სამსახურში, სამედიცინო ცენტრში ის ძალზედ მოკრძალებულად იცვამდა, თუმცა თავისუფალ დროს, აკეთებდა იმას და იმოსებოდა ისე, როგორც მას სურდა. ერთ-ერთმა კოლეგამ ნახა რა ნანგის ფოტოები ინსტაგრამზე, გოგონას სამსახურს და კარიერას წერტილი დაესვა. ადმინისტრაციამ მოითხვა გაეუქმებინა ნანგის თავისი სოციალური ქსელი, რაზეც მან უარი განაცხადა. სწორედ ამ მიზეზით მას შეუჩერდა სამედიცინო დარგში მუშაობის ლიცენზია და ის ამ დარგში ვერც მოხალისედ შეძლებს წასვლას.


imageimage


ბანგკოკში არსებული გარკვეული კანონების შესაბამისად, 29 წლის ექიმს სწორედ თავისუფალი ფოტოების გასაჯაროვების გამო, რომელიც მიიჩნიეს ამორალურად, შეუჩერეს ექიმად მუშაობის ლიცენზია.




imageimage


1
285
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
285
  
2019, 19 ივლისი, 16:04
ხშირად ვამბობ: ჯერ კიდევ მაგრად ბნელა დედამიწაზე.
რა დაშავა ახლა ამ გოგომ? სურათები გადაიღო და დადო, ტიტველი არაა და სურათის გამო შეუჩერო ლიცენზია არაადამიანური საქციელია.
0 1 1