x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
შირაქში ათასობით ჰა ნაყანები და ქარსაცავი ზოლი დაიწვა
image


დედოფლისწყაროში ალოობის პროცესი დასრულდა. მარცვლეული კულტურების ყანების მკის შემდეგ დედოფლისწყარო კვლავ კვამლში გაეხვია. შირაქის ველზე ათეულობით ათასი ჰექტარი ნაყანები გადაწვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გადამწვარია ქარსაფარი ზოლებიც, მათ შორის ახლადგაშენებული ნერგებიც.


გერმანიის საერთაშორისო საზიგადოების საველე კოორდინატორი დედოფლისწყაროში ექსპერტი ამირან კოდიაშვილი ამბობს, რომ მთელი შირაქის საძოვრების 10%, დაახლოებით 4-5 ათასი ჰექტარზე მეტი მაინც დაიწვა.


„გამოვიარე და დავინახე, რომ კაცს ჰქონდა დაწყობილი პრესები, თან ისეთი დიდი პრესებია, არც მინახავს ასეთი, ეტყობა უცხოური ტექნიკა ჰყავთ ჩამოტანილი. ძალიან აქტიურად ხდება დაპრესა, რაც მისასალმებელია, მაგრამ იმ კაცმა იწვალა, იშრომა, ვიღაცამ კიდევ მოუკიდა ცეცხლი და მისი შრომა ჩაიწვა. საერთოდაც კარგია, რომ ეს ნამჯა გაზიდონ აქედან, მაგ შემთხვევაში გადაწვა უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს ნიადაგს. როცა ჩალა ყრია შიგნით, ცეცხლი და ტემპერატურაც მაღალია, შესაბამისად, ნიადაგი მეტად ნადგურდება. მაგრამ ესეთი ადამიანი მანდ რომ იშრომებს და დაუწვავენ, მეორედ მოვა და რამეს გააკეთებს, რა თქმა უნდა არა.“



ამირან კოდიაშვილის თქმით, რადგან ხანძარი დიდ ტერიტორიაზეა, მეხანძრეებს ლოკალიზება უჭირთ.


"საჭიროა ფერმერმა საკუთარი ნაკვეთი შემოხნას, რაც ხანძარს გავრცელების საშუალებას არ მისცემს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ გადაიწვება ქარსაფარი ზოლი და მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ეს ზარალს შეამცირებს. სახანძროსაც ექნება საშუალება, უფრო ადვილად მივიდეს ხანძრის ადგილას. მეხანძრეები გმირულად კი იბძრვიან მაგრამ რა აზრი აქვს. ეს იგივეა, კასრს რომ ძირი არ აქვს და შიგ წყალს ასხამ.“



ამირან კოდიაშვილი ყველა ფერმერს, ვინც ნაკვეთის გადაწვას აპირებს, მოუწოდებს, შემოხნას თავისი ტერიტორია და გადაწვის ბოლომდე დარჩეს, რათა გააკონტროლოს ცეცხლი და ქარსაფარში ან სხვა ნაკვეთში გადასვლის შემთხვევაში, გამოიძახოს სახანძრო.


მისივე თქმით, კონკრეტულად კანონი ქარსაფრების შესახებ მომზადებულია, 4 წელია ამაზე მიდის საუბარი და სავარაუდოდ, წელს მიიღებენ, მაგრამ ეს კონკრეტული ინიციატივა, ცეცხლის პრევენციას ეხება.



-"ქარსაფრების კანონი არ ეხება ცეცხლის მოკიდებას. ის ეხება, რომ ქარსაფარი თუ ვინმემ გადაწვა, იმაზე იქნება პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორ უნდა დაადგინო, ვის დააკისრო პასუხისმგებლობა, მე ამ ინიციატივას ვაწვდი შესაბამის სამსახურს. მე არ მინდა ამას მიეცეს პოლიტიკური სახე, ეს რასაც პოლიტიკური სახე აქვს, ყველაფერი მახინჯდება და ხდება სპეკულირება. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის კონკრეტული სამეურნეო საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს."


ამირან კოდიაშვილის თხოვნაა, ვინც ამ ინიციატივას ეთანხმება, გაუგზავნოს ფეისბუქის გვერდის შეტყობინებაში მოკლე პასუხი.
"ვეთანხმები და ხელს ვაწერ გვარი სახელი." თუ საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები შეგროვდა, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის სახელით, მივმართავ შესაბამის სამინისტროებს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოებს, რომ დაიწყოს აღნიშნული ინიციატივის განხილვა. ორიგინალი ხელმოწერების შეგროვება რთული არ იქნება, ყველა ფოსტით გამოაგზავნით."


imageimage

0
232
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0