x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
იკერ კასილასი -წმინდა მადრიდისტა
image

როდესაც პატარა ვიყავი, ვუყურებდი, თუ როგორ აღმართა, მსოფლიო ჩემპიონატის თასი ლოთარ მათეუსმა, დუნგამ, შემდეგ, დიდიე დეშამმა, კაფუმ და ბოლოს ფაბიო კანავარომ.ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ტიტულის ავღმართვას მეც მოვახერხებდი, ამ მომენტს 10 წლეულების განმავლობაში, მრავალჯერ ვიხილავ, რადგან ეს ყველაფერი დაუჯერებელია.

2010 წლის 11 ივლისს, სახელგანთქმული, ესპანელი მეკარე. მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

იკერი 1981 წლის 20 მაისს, მადრიდის გარეუბანში დაიბადა, ფეხბურთი, მამამ ხოსე ლუისმა შეაყვარა.


სახსრების არქონის, მიუხედავად, იკერის მამა ცდილობდა, შვილისთვის ყველა საჭირო საფეხბურთო აღჭურვილობის შეძენას.

ესპანელს, ცხოვრება ფეხბურთის გარეშე ძნელად წარმოედგინა.

1990 წელს, მადრიდის რეალის აკადემიაში მოხვედრამ, უდიდესი ბედნიერება მიანიჭა.

ამის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი და წარმოუდგენელი კავშირი იკერსა და მადრიდის რეალს შორის.

კასილასის მიზანი და ოცნება, რეალის მადრიდის ღირსების დაცვა გახდა.

მისი სურვილი, შესაძლოა, უფრო ადრეც ამხდარიყო. 97 წელს, რეალი რუსენბურგს შეხვდა. ახალგარდა იკერი, მოულოდნელად, ძირითად შემადგენლობასთან ერთად, ნორვეგიაში გაფრინდა.

იმ მომენტში 16 წლის ვიყავი, სკოლაში ხულიოსთან ერთად, მერხთან ვიჯექი, მოულოდნელად, ფერნანდო მორიენტესის, კლარენს ზეედორფის და რაულ გონსალესის გვერდით აღმოვჩნდი. ჩემი ცხოვრების, ამ მომენტს არასოდეს დავივიწყებ.

მიუხედავად იმისა, რომ იმ შეხვედრაში კასილასს არ უთამაშია, მან უდიდესი გამოცდილება და მოტივაცია მიიღო.

2 წლის შემდეგ, 99 წლის 12 სექტემბერს კასილასმა ატლეტიკოს წინააღმდეგ, პირველად იასპარეზა, პროფესიონალურ დონეზე. სეზონის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ტრიუმფატორი გახდა.

ვალენსიასთან შეხვედრამდე, ცოტა ხნით ადრე იკერი 19 წლის გახდა, მისთვის ეს ზღაპარი იყო, რომელიც რეალობად იქცა. ახალგაზრდა ესპანელის ნერვიულობა ადვილი შესამჩნევი იყო მაგრამ, საკუთარ საქმეს, თავი წარმატებით გაართვა. ღამურებმა ვერ მოახერხეს გოლის გატანა, როდესაც რეალმა, 3 ჯერ აიღო მეტოქის კარი.

წარმატებული სადებიუტო სეზონის შემდეგ, კასილასი რეალის პირველი მეკარე გახდა.

რეალმა ვერ მოახერხა, ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტულის დაცვა, მაგრამ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონობა .

2001/2002 წლებში იკერი, ხშირად ვერ ინარჩუნებდა, ძირითადი მეკარის სტატუსს, ვინსენტე დელბოსკე, სეზარ სანჩესის გამოცდილებას ენდობოდა.მითუმეტეს, როცა საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხებოდა.

ფინალურ ეტაპზე ლევერკუზენის წინააღმდეგ, მწვრთნელმა კასილასის სათადარიგო სკამზე დატოვა.

იმ შეხვედრაში აპარეზობა, ესპანელის ბედისწერა იყო, როდესაც სეზარმა ტრავმა მიიღო, შეხვედრის ბოლო 25 წუთი კასილასმა ჩაატარა. იკერის საიმედო ასპარეზობამ და ზინედინ ზიდანის ბენეფისმა, რეალს ჩემპიონობა მოუტანა, იმ შეხვედრამ საბოლოოდ გადაწყდა რეალის #1 მეკარის საკითხი.

კასილასი გამორჩეული, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც გახდა, ირლანდიის წინააღმდეგ, პენალტების სერიაში 2 პენალტი მოიგერია, და ესპანეთი 1/4 =ედ ფინალში გაიყვანა.

ქომაგებისა და სამწვრთნელო შტაბის, უდიდესი მხარდაჭერის შემდეგ, კასილასმა, წარმოუდგენლად სტაბილური თამაში აჩვენა.

საოცრად მოქნილ და კარგი ნახტომის მქონე იკერს, ფაქტიურად არ გააჩნდა სუსტი მხარე.

2002-03 წლებში ესპანელმა პრიმერას 38 ივე ტურში ითამაშა. სამწუხაროდ მომდევნო 4 წელი გალაქტიკოსისთვის უტიტულო აღმოჩნდა. ამ პერიოდის განმავლობაში კასილასის ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა.

2006/07 წლებში მადრიდელებმა, ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვეს, კასილასი კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ხდებოდა.

2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრებში საოცარი თაობა შეიკრიბა.

პროექტის უმნიშვნელოვანეს ფიგურად, რეალის აღზრდილი იკერ კასილასი ითვლებოდა, რომელიც კაპიტნის სამკლაურს ატარებდა. პლეიფის 3 შეხვედრაში იკერმა კარი მშრალად შეინახა. მეოთხედ ფინალში იტალიის წინააღდეგ 2 პენალტი მოიგერია, ესპანელი რათქმაუნდა, სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მაგრამ აღსანიშნავი, ოქროს ბურთს რეიტინგში, მეოთხე ადგილი გახდა.

იმ პერიოდში მადრიდის რეალი, კვლავ მოექცა, კატალონიის ბარსელონას ჩრდილში, ამჯერად პეპ გვარდიოლას მეთაურობით. მომდევნო წლების განამვლობში, მადრიდელები ყიდულობნენ და ყიდნენ ფეხბურთელებს მაგრამ მაინც ვერ მოახერხეს გვარდიოლას შექმნილ მონსტრებთან მიახლოვება.

მიუხედავად გუნდის წარუმატებლობისა, იკერი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდა.

2010 წლის მსოფლიო ჩემპინატზე, ფურია როხასგან ყველა წარამტებას ელოდა, მათი მოლოდინი გამართლდა, იკერი მთელი ტურნირის განმავლობაში, გაუვალი კედელი იყო. ხოლო ¼ ფინალში, პარაგვაის წინააღმდეგ, პენალტის მოგერიება შეძლო . კასილასი პირველი ესპანელი გახდა, რომელმაც შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის თასის აღმართვა.

2010/11 წლებში ჟოზე მაურინიოს მოსვლისა, და რაულ გონსალესის წასვლის შემდეგ, სწორედ იკერი გახდა, რეალის კაპიტანი. გამორჩეულმა, ვერ მოახერხა პირველივე წელს სამეფო გუნდთან ერთად, ტიტულის დაუფლება, რეალმა, შემდეგ წელს, ბარსელონას დომინაცია შეწყვიტა, და კოპა დელ რეის თასს დაეუფლა.

2012 წელს იკერი, კვლავ ეუფლება, ევროპის ჩემპიონატსს, fifa-მ, კასილასი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ, მეხუთედ დაასახელა.

დეკემბერში მოურინიოსა და იკერს შორის ურთიერთობა დაიძაბა, უსიამოვნო რეზულტატის შედეგად, იკერმა ძირითადი მეკარის სტატუსი დაკარგა.

სიტოაცია, ანჩელოტის მოსვლის შემდეგ გამოსწორდა, მაგრამ იკერი, მხოლოდ ლიგაზე ასპარეზობდა.

კარლოს მეთაურობით, რეალმა კვლავ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, იკერი, ამტიტულს მესამედ დაეუფლა.

2014/15 წლებში, კასილასმა, ძირითადი მეკარის სტატუსი დაიბრუნა , მაგრამ ამჯერად ბევრ შესამჩნევ შეცდომას უშვებდა, რაზეც გულშემატკივრებს აგრესიული რეაქცია ჰქონდათ.

კასილასის სანიმუშო ისტორია, ქომაგთა ნაწილმა მიივიწყა და ითხოვდნენ დიადი მეკარის გუნდიდან წასვლას.

ქომაგებს მხარი, ფლორენტინო პერესმა დაუჭირა, და იკერსს, კარისკენ მიუთითა.

თვით იკერი, მომხდარს, ბოლომდე ვერ იაზრებდა და გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე, ცრემლები ვერ შეიკავა.

მადლობა, რომ მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი რეალ მადრიდის კაპიტანი, მათთან ერთად, მრავალი ტიტულის აღმართვა შევძელი. ვიმედოვნებ, რომ აქ გამიხსენებენ, არამხოლოდ კარგ ან ცუდ მეკარედ, არამედ პირველრიგში, როგორც ღირსეულ ადამიანად. არ გემშვიდობებით, რადგან ერთ მშვნიერ დღეს ისევ შევხდებით.

პორტუ, რომელიც, რეგულარულად ასპარეზობდა ჩემპიონთა ლიგაზე, იკერისთვის პრიორიტეტი გახდა, რადგან, არ აპირებდა კარიერის დასრულებას.

შესაძლოა ბოლო 4 წლის განმავლობაში პორტუს რიგებში ხშირად უშვებდა შეცდომას, მაგრამ, კლუბს ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. სწორედ მათ რიგებში, ჩაატარა კარიერაში მე1000 შეხვედრა. კასილასის საფეხბურთო კარიერა, გულის შეტევამ, შეაფერხა, ეს ყველაფერი ვარჯიშზე მოხდა, საბედინეროდ კასილასმა, ცხოვრების საუკეთესო სეივი შემოგვთავაზა და დაავადების, მოულოდნელი დარტყმა მოიგერია. ექიმებმა, იკერს ფეხბურთიდან წასვლა ურჩიეს. რამდენიმე, თვის შემდეგ, ლეგენდამ, 38 წლის ასაკში, კარიერაა დაასრულა.

არსებობენ, ისეთი ფეხბურთეელბი, რომლების, გამოც გულშემატკივარი, ქომაგობს კონკრეტულ გუნდს, სწორედ, ასეთ ფეხბურთელთა სიაში, შედის იკერ კასილასი.

ღირსეული პიროვნება, ნამდვილი მადრიდისტა, და უბრალოდ, უდიდესი მეკარე.

რეალის ისტორიაში, მრავალ მნიშვნელოვან ფიგურას გავიხსნებთ, მაგრამ, მათ შორის ყველაზე წმინდა, მხოლოდ ერთია და მას იკერ კასილასი ჰქვია.

იხილეთ ვიდეომასალა ! ! !

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0