x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93875
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
ერორი და ცვლილება

სალია

ტელეკომპანია რუსთავი 2- ის ირგვლივ მოვლენებზე მედიასეტი მრავალჯერ იტყვის თუ დაწერს სიტყვას, მაგრამ ახლა გუშინდელი ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ ვიტყვი შეტყობინებას ე.წ. ჩემი “კოლეგების" მისამართით, რომ ნებისმიერ სფეროში ეთიკა და ეტიკეტის დაცვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ტენდენციურმა მიდგომამ უზენაეს ღირებულებებზე თავი არ უნდა დაგაკარგვინოს სხვის კომპანიაში დაქირავებულ პირს და პროფესიონალიზმის სახელით ამბიციურ ორგიაში თავდასხმის ფორმატით დაკითხვა განახორციელო წარდგენილ დირექტორთან ვაჭრის იერსახითა და მანერით, რაც ცხადია ყველანაირ პროფესიონალიზმის ხარისხს ფეხქვეშ თელავს და ჟურნალისტიკის იმიჯსაც დიდ ჩრდილს აყენებს, რამეთუ განვითარებული ცვლილებების ფონზე თავად ახალმა დირექტორმა თუ კადრმა უნდა წამოაყენოს თავისი პრიორიტეტები საკონფერენციო რეჟიმში პრეს-პრესის სახით და ის თათბირიც, სადაც თითოეული ცვლილებების პუნქტი ღიად და გარკვევით გაცხადდება ყველა საკანონმდებლო მუხლისა თუ აქტის გათვალისწინების დაცვით მოქმედი გუნდის წინაშე, რის საფუძველზეც უზენაესი სამართლიანობა პინას არ დაარღვევს და ატეხილ მდარე აჟიოტაჟსაც, (რასაც დიდი ხანია ამ კონკრეტული არხიდან მიჩვეულები ვართ), გაუწონასწოსებს განახლებულ სიტუაციას იმ ცივილურ სტანდარტებს, რითაც ჟურნალისტიკური ღირებულებები სრულფასოვნად შენარჩუნდება ამ უდიდესი მეცნიერების დარგში, რასაც ლოგისი და მისი კომუნიკაცია შექმნილ გარემოში საზოგადოდ ანვითარებს ხოლმე პერმანენტულად, რომელიც მუდამ უშუალოდ ნაირგვარ გარდაქმნებზე, რევოლუციურ პრიორიტეტებზე თუ ღირებულ ევოლუციაზე მყარდება და დიდი ენთუზიაზმითაც აშუქებს მოვლენებს, რათა სოციუმში უკეთესი მომავალის სუბსტანცია მართლა შექმნილი იყოს და თითოეული პირის უფლებაც შესაბამისად დაცულ იქნას, თუკი მართლა გვსურს გარემოში ჯანსაღი პოლიტიკის საერთოდ გატარება და არამხოლოდ უშუალოდ რომელიმე ჯიბის კადრისთვის შერჩეული სამართალი, რაც ფაქტობრივად საზიანოა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისათვის და ასევე მიუღებელია დემოკრატიულ ხარისხზე აღმოცენებული რესპუბლიკისათვისაც, როცა სამშობლოს გაერთიანებულ სახელმწიფოდ აღიქვამ მოქალაქე და არა ვინმეს ცალკეულ საკუთრებად.არხის ამჟამინდელი უფროსი კი ბ-ნი პაატა სალია გახლავთ, რომელიც სტაჟთან ერთად უმაღლესი პლატფორმის აკადემიური განათლებით გამოირჩევა და ფლობს უცხო ენებს მშობლიურ ენასთან ერთად, რომელსაც ვირტუალურ სივრცეში მეტ-ნაკლებად დადებითად ახასიათებენ და გუშინდელი ფრაგმენტიდანაც გამოიკვეთა მისი ლოიალური ბუნება, რომელიც არ გაექცა კურიერის გუნდისა თუ არხის ყოფილ დირექტორთან დისპუტს, რაც ცხადია მდარე ფონს ქმნიდა ბ-ნი გვარამიას გარჩევა ტელე-ეთერიდან და მსგავს თემებზე ვერდიქტის გამოტანა კი მეეჭვება, რომ ორ აკადემიურ საათში წყდებოდეს საქმის ვითარებისა თუ გარემოების ბედი, რაც ოფიციალური სტრაზბურგის მისამართით გამოითქვა კრიტიკა და მეტიც, ქვეტექსტად იმასაც დასძენენ ჭორის დონეზე, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ შემთხვევაში მოსყიდულია და ქვეყნის ბედზე თავგადაკლული ტელევიზია თავისი “ბოტოქსიანი პოლიტიკით" უსამართლობის მსხვერპლია თურმე, რომელსაც კარგი მომავალი სურს მის თანაგუნდელებთან ერთად და დანარჩენი მსოფლიო კი ხელს ვუშლით მათ პროგრესულ წინსვლაში, რომელთა მესიჯიც ცხადია ყვითელია თავის მბჟურავ ჩირაღდანთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ შემდგარი გუნდია, მაგრამ მაინც პრივატულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და ვულგარულია, რომლის ჟურნალისტებიც სადისკუსიოდ ულტიმატუმის ენას იშველიებენ და ჟურნალიზმის დონეს ცალსახად ამდაბლებენ.


ჯორჯიანა


19.07.2019

პ.ს.(ფოტორესურსი გამოყენებულია ფბ-ის ხალხური მედიცინის გვერდიდან- იუზერ ლეილა ცინცაძე-მელიქიძის პოსტიდან და მადლობა ქალბატონს ამ ფოტოფრაგმენტისთვის).

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0