x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვარსკვლავები, რომლებმაც მკერდი დაიპატარავეს
ქალები ხშირად არიან უკმაყოფილონი თავიანთი სხეულის გარკვეული ნაწილებითა თუ ფიგურით. ყველაზე მიმზიდველ ქალსაც კი ათჯერ ათვალიერების შემდეგ შეუძლია წუნი დასდოს და გარკვეული ხარვეზი იპოვოს საკუთარ გარეგნობაში. რის შემდეგაც ხშირად მიმართავენ ისინი პლასტიკურ ქირურგიას, ხალხურ თუ ქიმიურ და ქირურგიულ პროცედურებს, რომ რაც შეიძლება უკეთ და სრულყოფილად გამოიყურებოდნენ.


image


აღარ გვაოცებს ფაქტი, რომ ბევრმა ცნობილმა თუ არაცნობილმა ადამიანმა (ქალმა) მკერდის გადიდების გამო ოპერაციას მიმართა, თუმცა ფაქტი, რომ ვინმეს უნდოდეს მკერდის დაპატარავება, ალბათ მცირედ გაოცებას მაინც იწვევს ჩვენში.


მოდით გადავხედოთ სტატიას და გავიგოთ იმ ვარსკვლავების ვინაობა, ვინც მკერდი დაიპატარავა.




1. დრიუ ბერიმორი.

image


"გახსოვდეთ, რომ დიდი ბიუსტი უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტვირთია და რაც არ უნდა იკლოთ წონაში, თუ დიდი მკერდი გაქვთ, ის მაინც სავსედ წარმოგაჩენთ" - ამბობს ამერიკელი მსახიობი. 20 წლის ასაკში დრიუმ მკერდის ზომა სამიდან ერთამდე შეცვალა.





2. პამელა ანდერსონი.

image


90-ნი წლების სექს-სიმბოლოს გამო თავს ტაბლოიდებიც კარგავდნენ. ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში გაიკეთა პამელამ მკერდის გადიდების ოპერაცია და გადარია უამრავი მამაკაცი თავისი დიდი "ბორცვებით", თუმცა 1999 წელს მობეზრდა მას დიდი ბიუსტი და შედარებით მცირე ზომის იმპლანტებით ჩაანაცვლა. ის ცდილობდა, რომ ბუნებრივ ზომასა და ფორმებს დაბრუნებოდა, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა და მიუხედავად ყველაფრისა, 49 წლის ასაკშიც ძალზედ მომხიბვლელად გამოიყურება.





3. ნიკოლ კიდმანი.

image


ცნობილი მსახიობი ყოველთვის იყო კმაყოფილი თავისი მკერდის ფორმებით და არასდროს წარმოადგენდა მისთვის პრობლემას "გულახდილი" კაბებით გამოცხადებულიყო "ნაღები საზოგადოების" თავშეყრის ადგილებში, თუმცა რამდენიმე წლის წინ ის მოულდნელად გამოეცხადა საზოგადოებას ერთი ზომის მკერდით.





4. ვიქტორია ბექჰემი.

image


მოზარდობაში ვიქტორიას რცხვენოდა თავისი მკერდის გამო და მიაჩნდა, რომ პატარა მკერდი არასექსუალურია, ამიტომ ორი ოპერაცია გაიკეთა "მათ" გასადიდებლად. მხოლოდ 2009 წელს მიხვდა, რომ ისინი გამოიყურება არაბუნებრივად და მათი დაპატარავების მიზნით "ქირურგიას" მიმართა, ხოლო მე-4 ბავშვის დაბადების შემდეგ საერთოდ მოიშორა იმპლანტები.






5. ჯენიფერ კონელი.

image


ვისაც აქვს ფილმი "ოცნების რექვიუმი" ნანახი, ყველამ იცის თუ როგორი მადისაღმძვრელი და მშვენიერია კონელის ბიუსტი, თუმცა ახლა იმ სიმდიდრიდან კვალიც აღარ დარჩა. დემარშის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ფაქტია, რომ მსახიობმა ის დაიპატარა. მანამდე იყო ისინი იმპლანტი თუ ბუნებრივი დაპატარავა ჯენიფერმა, ამაზე მსახიობი დუმს!






6. კრისტინა რიჩი.

image


კრისტინამ სწორედ ფილმიდან "ადამსების ოჯახი" გაითქვა სახელი, როდესაც მისი "საზამთროები" პოპულარობის პიკზე იყო და სწორედ იმ კულმინაციის ზენიტში მოულოდნელად გადაწყვიტა მათი დაპატარავება.


არც თუ მაღალ რიჩს, ამხელა ფორმები არაპროპორციულობას მატებდა, ამიტომ გადაწყვიტა ისინი ორ ზომამდე დაეყვანა.






3
2094
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2094
  
2019, 23 ივლისი, 2:08
მე მინდა დაპატარავება რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. წელზე საშინელ ტკივილებს იძლევა დიდი მკერდი, პლიუს მუდამ ქალურს გაჩენს...
2019, 20 ივლისი, 1:11
რას ამბობ მაგეების დაპატარავება როგორ შეიძლება?????
2019, 19 ივლისი, 14:08
კომპლექსები ცუდი მრჩეველია მუდამ...
0 1 3