x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სერენა უილიამსს საკუთარი სხეულის "რეტუშის" გარეშე ჩვენება არ მოერიდა, ნახეთ, როგორ გამოიყურება ვარსკლავი სინამდვილეში

image


გასულ წელს, მთელი სამყარო სერენა უილიამსის ისტერიკას განიხილავდა, რომელიც მან ღია პირველობის ფინალში - "US Open"-ის მატჩის დროს მოაწყო. შეგახსენებთ, რომ სერენა 20 წლის ჩოგბურთელთან, ნაომი ოსაკასთან 6-2 6-4 დამარცხდა, წაგების შემდეგ კი მან მსაჯებს საჯაროდ უყვირა. და აი, 1 წლის შემდეგ, ამერიკელმა ჩოგბურთის ვარსკვლავმა ჟურნალ "Harper’s Bazaar" -თან ინტერვიუში ამ ინციდენტის შესახებ პირველად ისაუბრა, ხოლო საკუთარი თაყვანისმცემლების მიმართ, თავისი გულწრფელობისა და ღიაობის დასამტკიცებლად, მან გამოცემისთვის საგანგებოდ გადაღებული ფოტოსურათების ფოტოშოფში დამუშავებაზე უარი განაცხადა.


image


უილიამსის თქმით, მას არ სურდა თავისი იაპონელი კოლეგის, ნაომის წყენინება და პირადად მას, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის გაფუჭებისთვის, მოგვიანებით ბოდიშიც კი მოუხადა.


image


მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, როგორც ინტერვიუში აღნიშნა, ერთადერთი, რაც მას თამაშის პროცესში არ მოეწონა, ეს მსჯათა ქცევა იყო, სპორტსმენმა ისიც დასძინა, რომ სპორტის ეს სახეობა, რომელსაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა დღესდღეობით, არცთუ ისე კარგ მდგომარეობაში იმყოფება და რომ ის უბრალოდ "გაიხრწნა".


image


აღსანშნავია, რომ სერენა უილიამსი "ბოდიპოზიტივის" (წარმოადგენს სოციალურ მოძრაობას, რომელიც საკუთარი სხეულის მიღებაზე და აღიარებული სტანდარტებისგან, განსხვავებული ადამიანების მიმართ საზოგადოების ნეგატიური სტერეოტიპების დამსხვრევაზეა მიმართული) აქტიური მომხრეა და სწორედ მისი გადაწყვეტილებით, ფოტოების დამუშავების გარეშე გამოქვეყნება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მას უყვარს და იღებს საკუთარ სხეულს ისეთს, როგორიც ის სინამდვილეში არის.


imageimage




0
325
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
325