x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დიდ ბრიტანეთში პირველად დაიბადა ბავშვი დედის გარეშე

image

ტრანსგენდერმა ფრედი მაკკონელმა(Freddy McConnell), რომელიც საკუთარ თავს მამაკაცად მიიჩნევს, სასამართლოს გავლით სურს მიაღწიოს იმას, რომ მის მიერ გაჩენილი ბავშვს დედა კი არა, არამედ მამა უწოდონ. ეს არის დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა.

image

მაკკონელი ქალად დაიბადა, თუმცა 25 წლის ასაკში მიხვდა, რომ იგი მამაკაცი უნდა ყოფილიყო, ჰორმონალური თერაპიის შემდეგ მოიშვა წვერები და გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია, თუმცა ოპერაციის შემდეგ დაიტოვა ის მთავარი, რითაც შეეძლო დაფეხმძიმებულიყო.

მას შემდეგ რაც ის მამაკაცად აღიარეს, ტრანსგენდერი დაფეხმძიმდა, რისთვისაც სპერმის ბანკი გამოიყენა, 9 თვის შემდეგ ტრანსგენდერმა იმშობიარა ბიჭუნა, თუმცა მან კატეგორიულად მოითხოვა, რომ საბუთებში ჩაწერილიყო "მამა" და არავითარი "დედა".

თუ უზენაესი სასამართლო მის სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს, მისი ვაჟი იქნება დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელსაც დედა არ ეყოლება.

image

32 წლის ფრედი მაკკონელი ყოფილი ჟურნალისტია, საკუთარ ფეხმძიმობაზე, მშობიარობაზე და საერთოდ იმ ცხოველთა სამყაროზე, რა დროსაც მამრები მომავალ თაობას აჩენენ, გადაიღო დოკუმენტური ფილმი “Seahorse"(ცხენთევზა)

0
453
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0