x
image
Lerato
მცენარე, რომელიც 100 დაავადებას კურნავს – სამკურნალო თვისებები და რეცეპტები

ურცი, იგივე ქონდარა, პოპულარული სანელებელი ხმელთაშუაზღვისპირეთიდან. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ თავისი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, ის ვიტამინ Е–ს მსგავსია.

ფლობს ბაქტერიების გამანადგურებელ თვისებებს, ამცირებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. მას ჩვეულებრივ უმატებენ კანის მოვლის საშუალებებში, მზარეულებს კი უყვართ მისი მოხმარება კერძებში.


image


ურცი ანადგურებს სტრეპტოკოკს, ჰერპესს, კანდიდოზს და გრიპის ვირუსს. ეს არომატული ბალახი ფლობს ანტიბაქტერიულ, ვირუსსაწინააღმდეგო, ანტიბიოტიკურ, ფუნგიციდურ (სოკოს განადგურება), სპაზმოლიზურ, შარდმდენ, ანტისეპტიკურ და ამოსახველებელ თვისებებს.

აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და წარმოადგენს ბრწყინვალე გამწმენდ საშუალებას; კარგია დეტოკსიკაციის პროცესისთვის.


რა სარგებელი აქვს ჯანმრთელობისთვის:


– ურცში შემავალი ვიტამინები და მინერალები ებრძვის რესპირატორულ ინფექციებს, გაციებას, გრიპს, ასთმას, ყელის ტკივილს, ხველას, ბრონქიტს და ლარინგიტს.


– ურცის ორთქლის შესუნთქვა – საუკეთესო საშუალებაა ყელითან, ცხვირთან და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. გამოიყენეთ ის პირის ღრუში გამოსავლებად, ისეთი ორალური ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა გინგივიტი და ა.შ.


– უახლესი კვლევების თანახმად, ურცის ზეთი წარმოადგენს შესანიშნავ ამოსახველებელ საშუალებას, რაც ძალიან ეფექტურია მშრალი ხველის სამკურნალოდ.

image

image


– ასევე იყენებენ დეპრესიის, ქრონიკული დაღლილობისა და უძილობის დროს. ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს მეხსიერებას და კოგნიტურ შესაძლებლობებს.


–ქირურგები ურცის ეთერზეთს ხელების დეზინფექციისთვის იყენებენ ოპერაციის წინ.


– სხვა კვლევების თანახმად დამტკიცდა, რომ ურცი სპობს მიკრობების 90% 3 საათის მანძილზე და ანადგურებს სტაფილოკოკებს, კრიპტოკოკებს და სტრეპტოკოკებს.

image

ეფექტური საშუალებაა ღვიძლის მკურნალობის პროცესში


ტოქსინების გამოდევნა, სპაზმების მოხსნა, ნაღვლის სეკრეციის ზრდა და დაცვა ალკოჰოლური ზემოქმედებისგან – ეს ის თვისებებია, რის გამოც ღვიძლის დაავადებების საწინააღმდეგო თერაპიაში გამოიყენებენ. მხოლოდ მის იმედზე ყოფნა სერიოზულ დაავადებასთან ბრძოლის დროს არ შეიძლება, თუმცა, როგორც დამატებითი საშუალება დიდ დახმარებას გაგიწევთ. ამ მიზნით მოამზადეთ ნაყენი:


  • აადუღეთ 500 მლ. წყალი, ჩაყარეთ 15 გრ. ურცი.
  • ადუღეთ 20 წუთის მანძილზე დაბალ ცეცხლზე.
  • დაასხით კვლავ ადუღებული წყალი ისევ 500 მლ. რომ დადგეს.
  • მიიღეთ 1/3 ჭიქა ჭამის წინ 2-ჯერ დღეში.

თირკმელების ანთების დროს


ურცს გამოიყენებენ ცისტიტის, ნეფრიტის, თირკმელების სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც თან სდევს ანთებითი პროცესი. თუმცა, ყვავილსა და ფოთოლს გააჩნია შარდმდენი ეფექტი, ამიტომ თუ ქვები გაქვთ, უპირველეს ყოვლისა, ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია. თუ უკუჩვენებებს გამორიცხავთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ კლასიკური ნაყენი მოამზადოთ:


1 ს.კ. ურცს დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ ჰერმეტულად ხუფი და 1 საათის მანძილზე აუცილებლად შეფუთეთ პირსახოცით. ამ წამალს იღებენ 15 მლ. დღეში 3-4 -ჯერ, სასურველია ჭამის წინ. მკურნალობის კურსი ავადმყოფობის სიმძიმით განისაზღვრება.


image


კანის დაავადებების სამკურნალოდ

image

კარგი წამალია ეგზემის, დერმატიტის, ფურუნკულოზის, კანის იმ დაავადებების მკურნალობის დროს, რომელსაც თან ახლავს ლპობის პროცესი. სპეციალისტები იყენებენ ურცის ეთერზეთზე დამზადებულ კრემს, რომელსაც ნებისმიერ ნეიტრალურ (სასურველია საბავშვო) კრემში ურევენ. პროპორციით 3:5 წამალის თხელ ფენას ისმევენ დაზიანებულ ადგილას ხელის ნაზი მოძრაობით. ურცის ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ახალი, წვრილად დარილი ფოთლებით, რამდენადაც უფრო მეტ ანტისეპტიკურ თვისებებს შეიცავენ.



ქალური დაავადებების სამკურნალოდ


სპეციალისტების მტკიცებით ურცი ეხმარება ანთებითი პროცესების დროს, როცა საქმე რეპროდუქციულ სისტემას ეხება და ამასთან, ეფექტურია მტკივნეული მენსტრუაციის სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპირტის ნაყენს, რომელიც შეგიძლიათ არყით ან მშრალი თეთრი ღვინით მოამზადოთ. გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ, გამოცდილ რეცეპტებს:


  • 1 ს.კ. ურცს დაასხით 100 გრ. არაყი, დადგით ერთი კვირის მანძილზე ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ.კ. გახსნილი 100 მლ. თბილ წყალში დილით ჭამამდე.

  • დატოვეთ ბნელ ადგილას 1.5 კვირა 70 გრ. ურცისა და 1 ლ. თეთრი ღვინის ნაყენი. შემდეგ ადუღეთ 3 წუთი. 8 საათის მერე გადაწურეთ. მიიღეთ 25 მლ. დილით და საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.


კიდევ რა შემთხვევაში გამოიყენება ურცი:



– ძლიერი შარმდენი საშუალება;

– ხსნის შარდის ბუშტის ინფექციებს;

– კურნავს ვაგინიტს (საშოს ლორწოვანი გარსის ანთება) და კანდიდოზს;

– კურნავს ფრჩხილის სოკოს;

– ძლიერი სადეზინფექციო საშუალებაა ხელებისთვის;

– ხსნის რევმატიულ ტკივილებს, დაჭიმულობასა და ტკივილს კუნთებში; იყენებენ რადიკულიტის, პოდაგრისა და ართრიტის სამკურნალოდ;

– ეფექტურია გაღიზიანებული კანისა და მწერების ნაკბენის სამკურნალოდ;

– აქრობს გამონაყარს და მეჭეჭებს;

– აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს;

– ანადგურებს პარაზიტებს;

– ზრდის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველობას თავის ტვინში, თირკმელებსა და გულში.

image

უკუჩვენებები:


ყოველივე იმის გათვალისწინებით, რამდენად სასარგებლოა ეს მცენარე, მას ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის, თუ თვითმკურნალობას დაიწყებთ და არ გეცოდინებათ რა უკუჩვენებები ახასიათებს მას. მართალია, ურცი ეხმარება სასუნთქ გზებთან დაკავშირებული დაავადებების დროს, თუმცა, ბრონქული ასთმის შემთხვევაში მისი გამოყენება დაუშვებელია. ასევე, არ გამოიყენოთ ურცი შემდეგი დაავადებების მკურნალობის პროცესში:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • წყლულოვანი დაავადების გამწვავება;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
  • თირკმელების დაავადების გამწვავება;
  • ჰეპატიტი;
  • კუჭის მჟავიანობის მომატება;
  • გულის დეკომპენსაცია;
  • ორსულობის დროს მომატებული საშვილოსნოს ტონუსი.

ასევე დაგაინტერესებთ:


გაიგეთ, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ საზამთროს კურკები


შავი ქიშმიშის 6 საოცარი თვისება. განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს


სელის ზეთი – კურნავს ბევრ დაავადებას! რატომ, როგორ და ვინ უნდა მიიღოს?


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


ფეიხოა – რეცეპტები ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ


სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები – სიმპტომები და მკურნალობა. 10 პროდუქტი სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად


პროდუქტები, რომელიც ახალგაზრდობის ჰორმონს შეიცავს


2
1450
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1450
  
2019, 19 ივლისი, 13:56
:))) მადლობა, გაიხარეთ
2019, 19 ივლისი, 13:07
ეს ყოფილა რაც ყოფილა.
საინტერესოც და შემეცნებითიც, სტატია იმსახურებს მოწონებას
0 1 2