x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლამაზი სხეული დიდი დროისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე – ეს შესაძლებელია!

image


მეცნიერება ყოველწლიურად უფრო და უფრო გვიმარტივებს ცხოვრებას უახლესი ტექნოლოგიური გამოგონებების წყალობით, რაც ჩვენს ფიზიკურ ვარჯიშსაც შეეხო. საქმე ეხება EMS ფიტნესს – მეცნიერული მიდგომის შედეგად აღარ დაგჭირდებათ მეტად დიდი დროის და ენერგიის ხარჯვა, შესაფერისია ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვის.


რა არის EMS და როგორ მუშაობს?


«Electric mio simulation» ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც ელექტრო მიო სტიმულაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, EMS მოქმედებს ელექტრო ენერგიის დაბალი იმპულსით კანზე და კუნთზე, რომელიც იწევს კუნთის ჯანმრთელ ტონუსს. მსგავს იმპულსებს მოქმედებაში მოჰყავს მამოძრავებელი ნერვები, უჯრედები კი იღებენ უფრო მეტ ჟანგბადს, რაც საშუალებას აძლევს არა მხოლოდ სწრაფ აღდგენას, არამედ აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. როდესაც ჩვეულებრვ ვვარჯიშობთ ტრენაჟორთან სპორტულ დარბაზში, მოქმედებაში მოგვყავს ხშირ შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე კუნთი, EMS-ით ვარჯიშის დროს კი ერთდროულად კუნთების 90% მუშაობს გაგზავნილი იმპულსების მეშვეობით. მხოლოდ წარმოიდგინეთ: თქვენ ერთდროულად ავარჯიშებთ ზურგის, ხელის, მკერდის, საჯდომის, ფეხისა და მუცლის კუნთებს! შესაბამისად, 2 საათის ვარჯიშის ნაცვლად, EMS-ის მეშვეობით იგივე შედეგის მიღწევა 20 წუთშია შესაძლებელი.



image


აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება ხდებოდა ასტრონავტების ფიზიკური მომზადების პროცესში. ამასთან, იყენებდნენ გერმანიაში სპორცმენების სავარჯიშოდ და ასევე, პოსტ–ტრამვული რეაბილიტაციის პერიოდშიც.


ნამდვილად გაგიჩნდებათ კითხვები აღნიშნული მოწყობილობის უსაფრთხოებასა და ორგანიზმზე მისი გავლენის შესახებ. რაზეც სიამოვნებით გიპასუხებთ!


შეუძლია თუ არა EMS ფიტნესს უარყოფითი გავლენა მოახდინოს გულზე?

რა, არავითარ შემთხვევაში. იმპულსები უშუალოდ კუნთების მუშაობაზე ახდენს გავლენას, გული ამ დროს სტანდარტულ რეჟიმში მუშაობს.



აქვს თუ არა უკუჩვენებები?

იმ შემთხვევაში, თუ ძალების მოზღვავება, ლამაზი სხეული და ორგანიზმის სრული გაახალგაზრდავება უკუჩვენებად ითვლება. არა, არანაირი უარყოფითი ზეგავლენა ამ მეთოდს არ გააჩნია.


შესაძლებელია თუ არა EMS ვარჯიშთან ერთად პარალელურად ჩვეულებრივ ვივარჯიშოთ?


ნამდვილად შეიძლება. სპორცმენების უმეტესობა ორივე ტიპის მომზადებას გადის შემდეგ დონეზე გადასასვლელად და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ


7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად


როგორ გავთავისუფლდეთ წელის და სახსრების ტკივილისგან უმარტივესი ვარჯიშით


გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ცელულიტისგან? მაშინ შეასრულეთ ეს 5 უმარტივესი ვარჯიში


ეს 10 წუთიანი ვარჯიში სპორტულ დარბაზში გატარებული 1 საათის ტოლფასია


ჩინური მედიცინის სასწაული – გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე და გაიუმჯობესეთ თირკმელების მდგომარეობა დღეში 5 წუთიანი ვარჯიშით


40 წლის აზიელი ქალბატონი 20 წლის გოგონასავით გამოიყურება. გაინტერესებთ როგორ?

1
121
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
121
  
2019, 23 ივლისი, 12:57
საინტერესო სტატიაა, სხეულის ლამაზი პროპორციების მისაღებად და ორგანიზმის გასაკაჟებლად ვისაც ამისი შესაძლებლობა აქვს ცურვას ვურჩევდი.
0 1 1