x
image
Lerato
იცოდით ეს ფაქტები ნესვის შესახებ? რატომ უნდა მიიღონ ის განსაკუთრებით ბავშვებმა?

ნესვი გემრიელი, მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებული ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც მდიდარია ბოჭკოვანით და წყლის შემცველობით. ეს დაბალკალორიული ხილი ხელს უწყობს ჭარბ წონასთან ბრძოლას, ამცირებს ჰიპერტენზიის რისკს და აჯანსაღებს თმისა და კანის მდგომარეობას. თავისი განსაკუთრებული, ტკბილი გემოს წყალობით მთელს მსოფლიოშია პოპულარული. თუ ნესვს თქვენი კვების რეგულარულ რაციონში ჩართავთ, ის დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, დიდ წვლილს შეიტანს მის გაუმჯობესებაში!


აღმოსავლეთში ამბობენ, რომ ნესვი აცოცხლებს ტუჩებს, ალამაზებს თმას, მამაკაცს სასურველს ხდის, ქალს კი – მშვენიერებას მატებს. და ეს, სულაც არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. ნესვის უამრავი სასარგებლო თვისება ჩვენს ორგანიზმში თუ საოცრებას არ ახდენს, ძალიან სერიოზულად ეხმარება ბევრი ფუნქციის შესრულებას.


შეიცავს ფერმენტების დიდ რაოდენობას, რომელსაც არაჩვეულებრივად ითვისებს ნაწლავები, რაც ეხმარება მას ნორმალურად მუშაობაში. როგორც წამალი, ნესვის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციისას. ექიმების რეკომენდაციით მისი მიღება სასარგებლოა ღვიძლის ნებისმიერი დაავადების დროს, თირკმლებსა და შარდის ბუშტში კენჭების არსებობის შემთხვევაში. ამას გარდა, ნესვი ამაღლებს იმუნიტეტს და ჰემოგლობინს. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ნერვულ სისტემაზე და პოზიტიურად მოქმედებს გარეგნობაზე. გამოაქვს ტოქსინები ჩვენი ორგანიზმის უჯრედებიდან.


თუმცა, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ერთ რამეზე – არ შეიძლება ნესვის მიღება სხვა პროდუქტებთან ერთად! ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს საჭმლის მომნელებელ სისტემას.




image

კვებითი ღირებულება


USDA National Nutrient Database თანახმად, ერთი თასი ნესვი (177გრ.) შეიცავს 64 კალორიას და ბოჭკოვანას 6%-ს, რეკომენდებულ დღიურ ნორმას. ნესვი განსაკუთრებით მდიდარია კალიუმით და ვიტამინ C-თი. ამასთან, შეიცავს ვიტამინ A, ვიტამინ B კომპლექსს, რკინას, კალციუმს და თუთიას.


ნესვის სასარგებლო თვისებები


ხელს უწყობს წონაში კლებას


მისი დაბალკალორიულობა ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც მას დიეტურ საკვებად მიიჩნევენ. ნესვი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოვანას, რომელიც მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის – ასუფთავებს და აწესრიგებს მის მუშაობას. ასევე, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აკონტროლებს მადას – თავს დიდი ხნით დანაყრებულად იგრძნობთ, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.


ამას გარდა, არეგულირებს მჟავიანობის დონეს კუჭში. ვიტამინი В აუმჯობესებს ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსს და ეხმარება ზედმეტი კილოგრამებისაგან გათავისუფლებაში. ნესვის გემო ანელებს მაღალკალორიული შოკოლადისა და ტკბილეულის ჭამის სურვილს, რაც ხელს უწყობს სხეულის კორექციას.



image

image

ხელს უშლის ჰიპერტენზიის განვითარებას


როგორც კალიუმით მდიდარი საკვები, ნესვი რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) აწუხებს. კალიუმს ჭარბი მარილი გამოაქვს ორგანიზმიდან და სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას უწყობს ხელს. ამ ხილის დამატებით რაციონში, თქვენ არა მხოლოდ თავიდან აიცილებთ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების და რაფინირებული შაქრის მიღებას, არამედ ხელს შეუწყობთ გულის ნორმალურ მუშაობას.


ანტიკოაგულანტისა და ადენოზინის შემცველობის წყალობით, ნესვი არ აძლევს სისხლის უჯრედებს თრომბებად გადაქცევის საშუალებას, რაც ამცირებს ინსულტის განვითარების რისკებს. როდესაც ნესვს მიირთმევთ, ეს ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, სპილენძის არსებობა კი ამ ნაყოფს სრულყოფილ ელექტროლიტად აქცევს, რომელიც აკონტროლებს არტერიულ წნევას.



ძლიერი ძვლები და კბილები


ნესვი კალციუმის მდიდარი წყაროა, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანმრთელი, ძლიერი კბილებისა და ძვლებისთვის. თქვენი ორგანიზმი მუდმივად იღებს კალციუმის მარაგს ძვლებიდან და ანაცვლებს მათ ახლით. თუ ორგანიზმში შემავალი კალციუმი გამავალზე ნაკლები იქნება, ამით ძვლები დასუსტდება, რაც საბოლოოდ მოტეხილობების და ოსტეოპოროზის მაღალ რისკებთან მიგვიყვანს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობაში კალციუმით მდიდარი პროდუქტების მიღებას ხანგრძლივი დადებითი ეფექტი ექნება თქვენს ჯანმრთელობაზე მთელი ცხოვრების მანძილზე. კალციუმით მდიდარი რაციონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების და მოზარდებისთვის, რადგან მათი ძვლები სწრაფად იზრდება. თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხანში შესული ადამიანებმა უნდა მიიღონ ეს მინერალი რათა ძვლების მდგომარეობის გაუარესება და სიბერის პროცესი შეანელონ.


ორგანიზმის დატენიანება


ნესვი თითქმის 90% წყლისგან შედგება, რის გამოც შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ, როცა წახემსებას გადაწყვეტთ ცხელი ზაფხულის შუადღეს. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მდიდარია მაგნიუმით, რომელიც სითხის ბალანსს აკონტროლებს და არეგულირებს ელექტროლიტებს თქვენს ორგანიზმში, განსაკუთრებით ნატრიუმის დონეს.


image


კიბოს პროფილაქტიკა


კაროტინოიდების დონე ამ პროდუქტში – ყველაზე უტყუარი საშუალება ფილტვების კიბოს პროფილაქტიკისთვის. რაც უფრო მეტ ნესვს მიირთმევთ, მით უფრო ნაკლებია სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის ალბათობა თქვენს ორგანიზმში.

image

კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება


ნესვი ვიტამინ C მდიდარი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს თქვენი იმუნური სისტემის სიძლიერეს, თუმცა, ის ასევე პოზიტიურად მოქმედებს კანზე, რამდენადაც ვიტამინი C ეხმარება კოლაგენის გამომუშავებას, ეს არის პროტეინი, რომელიც ხელს უწყობს სახსრების ჯანმრთელობასა და ქსოვილის სიძლიერეს. ამასთან, ის მკვებავი ნივთიერებაა, რომელის მეშვეობით კანი ჰიდრატირებული და ხავერდოვანია. ასაკის მატებასთან ერთად, კოლაგენი მცირდება კანში. ვიტამინ C შეუძლია კვლავ შეავსოს მისი მარაგი და შეაჩეროს ნაოჭებისა და წვრილი ხაზების განვითარება.



ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობას


ორი ფიტონუტრიენტი, რომელსაც ნესვი შეიცავს, ლუთინი და ზააქსანტინი უმნიშვნელოვანესია თვალის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ასაკის მატებასთან ერთად. ორივე მათგანი ამცირებს კატარაქტის, ასაკით გამოწვეულ სიბრმავის და კუნთის დეგენერაციის რისკებს. ლუთინი და ზააქსანტინი თვალის ქსოვილებში ჩამოყალიბებული კაროტინოიდებია, რომლებიც ქმნიან დამცავ ბარიერს, ფილტრავენ ზიანის მომტან ლურჯ სინათლეს და ხელს უწყობენ თვალის უჯრედების ჯანმრთელობას.



ასევე დაგაინტერესებთ:



მცენარე, რომელიც 100 დაავადებას კურნავს – სამკურნალო თვისებები და რეცეპტები


ამ სასმელის მიღების შემდეგ სამუდამოდ დაივიწყებთ რა არის კისტა და მიომა


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში


მეცნიერებმა 7 პროდუქტი დაასახელეს, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს


5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს


პროდუქტები, რომელიც ახალგაზრდობის ჰორმონს შეიცავს



2
731
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
731
  
2019, 23 ივლისი, 17:54
უღრმესი მადლობა :)
2019, 23 ივლისი, 12:49
ბევრი მოწონება, იმსახურებს სტატია ამას...
0 1 2