x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93875
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
მამამ საკუთარი ხელით შეკერილი საოცარი კაბით, ქალიშვილი გამოსაშვები საღამოს ნამდვილ დედოფლად აქცია

image


ალბათ, დამეთანხმებით რომ სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ყველა გოგონას სურვილია, რომ ყველასგან გამორჩეულად და განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს, და ამ გოგონას, მამის წყალობით ეს 100 % გამოუვიდა. ნიუ - იორკელ, უფროსკლასელს პენდე გუეის თავისი თანატოლებისგან განსხვავებით, ტვინის ჭყლეტა თუ რა უნდა ჩაეცვა სკოლის ბანკეტზე, ნამდვილად არ მოუწია. მას დასახმარებლად საკუთარი მამა, გამოცდილი მკერავი, აბდულა გუეი მოევლინა, რომელმაც ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ქალიშვილს პრინცესას ულამაზესი გრძელი, იასამნისფერი კაბა, საკუთარი ხელით, საკმაოდ მოკლე დროში შეუკერა.


image


აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი დადებითი შეფასება, ხოლო გოგონას კაბის სილამაზით აღფრთოვანებული ადამიანების ასობით კომპლიმენტი მოჰყვა. როგორც პენდემ მოგვიანებით აღნიშნა, ის მამის საჩუქრით გაოგნებული, ხოლო კაბის საბოლოო დიზაინით მოხიბლული დარჩა, გოგონას განცხადებით, მის გარდა, ულამაზესი კაბებით მამა ასევე, მის უმცროს დას რამისაც ანებივრებს.


image


"მე მომწონს იმ კაბების ტარება, რომელსაც მამა ქმნის, ისინი ყოველთვის ძალიან კომფორტული და ულამაზესია. აღსანიშნავია, რომ მამამ უკვე პროფესიონალიზმის ისეთ დონეს მიაღწია, რომ საკმაოდ მოკლე დროში, წარმოუდგენელი სილამაზის სამოსის შეკერვა შეუძლია. ვფიქრობ, რომ უკვე წინასწარ ვიცი რომელ კაბას შევარჩევ როცა გათხოვების გადაწყვეტილებას მივიღებ", - განაცხადა პენდე გუემ. P.S მამამ ნამდვილად იცის, როგორ გაახაროს თავისი შვილები.



0
1152
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1152