x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
300 სპატრელის ნამდვილი ისტორია



image ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო, ყველასთვის ცნობილ მეომრებზე. ლეგენდარულ ხალხზე, 300 სპარტელზე. ეს ისტორია ალბათ ყველამ იცის, ზოგმა ისტორიიდან, ზოგმაც ფილმებიდან. ჩემთვის ამ
მეომრების საქციელი სამაგალითოა და ძალიან დადებითად ვარ მათდამი განწყობილი. 300 გმირი, რომლებმაც იცოდნენ რომ ვერასოდეს ვეღარ ნახავდნენ საკუთარ მიწას მაგრამ უკან არ დაუხევიათ. გენალური მხედართმთავარი და სწორი ტაქტიკური აზროვნება.
ძვ.წ.აღ. VI საუკუნის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები, რის შემდეგაც, ძვ.წ.აღ. 480 წელს ქსერქსეს მეთაურობით, სპარსელები დაიძრნენ ევროპისკენ. ჰეროდოტეს
ვარაუდით მათი რიცხვი 1 700 000 აღწევდა, მაგრამ თანამედროვე მეცნიერები მაქსიმუმ 200 000 ათას მებრძოლს ვარაუდობენ და ესეც გადამეტებულად ეჩვენებათ.
დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოების მმართველებმა მოიწვიეს კრება, სადაც უნდა გადაეწყვიტათ, თუ როგორ შეეჩერებინათ სპარსელები.
სპარტელები ბრძოლის წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან მიმდინარეობდა ოლიმპიური თამაშები, მათი აზრით კი ამ დროს ომი ღმერთებს განარისხებდა, მაგრამ სრულიად დანებებაც არ სურდათ. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, მხოლოდ 300 სპარტელი მეომარის გაგზავნა საბრძოლველად. მეომრები, თვითონ მეფე ლეონიდემ აარჩია, ყველა მეომარს უნდა ჰყოლოდა შვილი, რომ მათი შთამომავლობა არ
განადგურებულიყო. სწორედ 40 წლის ლეონიდე იყო მეომრების მეთაურიც. ისინი მოსახლეობამ “ნიანგის” ცრემლებით გააცილეს, სთავაზობდნენ რომ მეომრების რაოდენობა 1000-მდე გაეზარდათ,
მაგრამ ამაზე ლეონიდემ უპასუხა “გამარჯვებას 1000 არ ეყოფა, დასახოცად კი 300 საკმარისია”.
სპარსელებს შეუერთდნენ, ქალაქ თერმოპილეს დამცველი, მუდმივი ჯარის წარმომადგენლები. თავი მოიყარა 6 ათასმა ჰოპლიტმა და 300 სპარტელმა.
თერმოპილეს დასავლეთით იყო დიდი მთა, რომელიც აღმოსავლეთით ზღვა და ჭაობი ეკვროდა, კლდეში კი გაჭრილი იყო 1 კმ. სიგრძისა და 20 მ. სიგანის გზა. სწორედ აქ აღმართეს ბერძნებმა ქვის კედელი, რომელსაც უნდა შეეჩერებინა სპარსელები, თვითონ კი კედლის მიღმა დაბანაკდნენ.
imageბერძნები 2 დღე წარმატებით უმკლავდებოდნენ მრავალრიცხოვან
მტერს, რადგან სპარსელებს, ადგილის სიმცირის გამო უჭირდათ მანევრირება. ბერძნები კი შეთანხმებულად და მოწესრიგებულად მოქმედებდნენ. მათ უპირატესობას აძლევდა გრძელი შუბებიც, რომლებიც ადვილი სახმარი იყო დიდ ფარებთან ერთად.
სპარსების მეფემ, ქსერქსემ დააწესა ჯილდო მისთვის, ვინც მის ჯარს მტრის ზურგში მოაქცევდა. მას მალევე შეეხმიანა ეფიალტი, რომელიც დასათანხმდა ქსერქსეს პირობას. მისი დახმარებით, სპარსელებმა ალყაში მოაქციეს ბერძნები, რის გამოც ბერძნების უმეტესობა
თავიანთ ქალაქებში დაბრუნდნე, თავიანთი მიწების დასაცავად. სპარსელებთან საბრძოლველად დარჩა 300 სპარტელი და 400 ფიველი (ქალაქი საბერძნეთში).
ქსერქსემ დანებება შესთავაზა ლეონიდეს, რაზეც უარი
მიიღო.

ისტორიკოსების ვარაუდით ლეონიდემ, ფივანელები (ქალაქი საბერძნეთში), ძალით დატოვა ბრძოლის ველზე, რომ მტერს არ შეერთებოდნენ, მაგრამ შემდეგ ისნი მაინც ქსერქსეს ჩაბარდნენ ტყვეებად.

image სახელოვანი სიკვდილისთვის მზადმყოფი სპარტელები
ჩაებნენ ბრძოლაში, მათი შუბები დამტვრეული იყო, რის გამოც მოკლე ხმლებით მოუწიათ ბრძოლა, რომლებიც ასევე მალე გაფუჭდათ, ამის შემდეგ სპარტელები ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ. ყველა სპარტელი ომის ველზევე დაიღუპა, ამ ბრძოლავსე შეეწირნენ ქსერქსეს ძმებიც, რომელმაც პირადად მოძებნა ლეონიდეს გვამი და მისი თავის სარზე წამოგება ბრძანა.
ჰეოროდოტეს გადმოცემით ამ ბრძოლას 20 000 სპარსი და 4 000 ბერძენი შეეწირა. სპარსელების რიგებიდან მხოლოდ ერთი მეომარი, არისტოდე გადარჩა, რომელმაც ბრძოლა ავადმყოფობის გამო
გამოტოვა. სპარტელებმა იგი შეიძულეს, ქალქაში მას მშიშარას ეძახდნენ, იგი ყველა ხერხით ცდილობდა ღირსეული სახელის აღდგენას .
მებრძოლები, ომის ველზევე დაკრძალეს . აქვე ქვის ფილაზე ამოიტვიფრა თითოეული მათგანის სახელი და ამ ფილაზევე მიწერილ იქნა შემდეგი ფრაზა: “ თანამგზავრნო, წადით და ლაკედემიაში, ჩვენს მოქალაქეებს გადაეცით, რომ მათი ოცნებები ახდა, ჩვენი ძვლები აქ დაიმარხა”.
სპარტელების გარდაცვალების ადგილას ააშენეს ცარიელი სარკოფაგი, რომლის თავზეც ლომის ქანდაკება დადგეს ( ლეონიდე - ბერძნულად ლომს ნიშნავ), სარკოფაგს კი მიაწერეს : “ცხოველებში - მე უძლიერესი ვარ, ადამიანებში, კი ყველაზე ძლიერი ისაა, ვისაც მე ამ ქვის კუბოში ვიცავ”. ლეონიდეს ნეშტი, სპარტაში 40 წლის
შემდეგ გადაასვენეს.



25
7025
14-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
7025
  
2017, 17 მაისი, 14:03
საინტერესოა, მაგრამ ბევრი უზუსტობაა... მეზარება თორე ამოვკრეფდი ყველაფერს
2015, 12 იანვარი, 10:30
დიდი მადლბა.
2015, 10 იანვარი, 15:07
"სპარსელებთან საბრძოლველად დარჩა 300 სპარტელი და 400 ფიველი (ქალაქი საბერძნეთში)"
"ლეონიდემ, ფივანელები (ქალაქი საბერძნეთში), ძალით დატოვა ბრძოლის ველზე"
"ლეონიდე - ბერძნულად ლომს ნიშნავს"
სტატიის ავტორს ჯერ კიდევ სკოლის პროგრამიდან-"ძველი მსოფლიოს ისტორია"- უნდა ცოდნოდა, რომ ა)საბერძნეთში იყო ქალაქი 'თებე" და არა "ფივა". ბ)შესაბამისად ქალაქ თებეს მაცხოვრებელს ერქვათ "თებელი". გ)"Λεωνίδας" ნიშნავს არა ლომს, არამედ ლომის მსგავსს.
პატ-ით გიორგი
2013, 11 ივნისი, 16:38
დაწერე შენ და მე შევაფასებ ... აუცილებლად წავიკითხავ..
2013, 11 ივნისი, 15:19
ახლა დაბლოკილი მაქვს სტატიების წერა,როცა მომხსნიან კარგ რაღაცებს დავდებ ან თუ გინდა მოიძიე და შენ დადე,ასასინები ძალიან მაგრები იყვნენ,ყველაზე გაწვრთნილები,მეფის სპეცრაზმი თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ.
2013, 11 ივნისი, 14:55
ძალასთან ერთად გონებაც უჭრიდათ...
2013, 11 ივნისი, 13:54
როსაც მაკედონიის მეფე ფილიპე მიადგა ქალაქ სპარტას, მან სპარტელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა: ”თუ მე დავიპყარი თქვენი ქალაქი, მიწასთან გავასწორებო”. ისტორიიდან ცნობილია, რომ სპარტელები განთქმულნი იყვნენ ლაკონიური გამონათქვამებით. მათ მეფე ფილიპეს გამოუგზავნეს საპასუხო წერილი, სადაც ეწერა მხოლოდ ერთი პატარა სიტყვა: თუ! )))
2013, 11 ივნისი, 13:24
კი... ფაქტი ფაქტია... მათ სიმამაცეს რაც შეეხება შეუდარებელნი იყვნენ
2013, 11 ივნისი, 7:05
ესენი იყვნენ უმამაცასნი და სხვათაშორის ფაქტია რომ იცოდე,ისინი მაშინათვე მიყავდათ "ჯარში" და სულ ასე იზრდებოდნენ,ცოლი მხოლოდ იმიტომ მოყავდათ,რომ შვილები გაეჩინათ,თორე ერთმანეთში ბევრს ქონდა უერთიერთობა,დაჟე "შვებულების" დროს,ცოლთან ვერ ძლებდნენ და ერთმანეთთან მირბოდნენ ისევ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10