x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93749
  • ვიდეო:342193
  • სურათი:455972
რომელ ჭკუადმყოფელს უნდოდა, რომ სტრასბურგს ეთქვა საქართველოში სასამართლო მიკერძოებულიაო

ლაშა ბოდაველი CICDრა მნიშვნელობა აქვს ვის მოგვწონს და ვის არა რუსთავი ორი ამ ფორმით, ხო არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიზირება მოახდინო და იმდენად შეტოპო ამ მარაზმში, რომ დაიწყო იმის პროპაგანდა, თითქოს რუსეთის საცეცები ევროპულ სასამართლოზე გავლენას ახდენს. უმეცრებას რომ თავი დავანებოთ ლოგიკაში მაინც ხო უნდა ჯდებოდეს რაღაცას რომ იძახი. ცნობისთვის რუსთავი ორის უმსხვილესი აქციონერი დღევანდელ დღემდე იყო ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქე და რას ამტკიცებთ, რომ რუსეთმა თავისი მოქალაქისთვის ბიზნესის წასართმევად სტრასბურგის მოსამართლეები მოისყიდა?


ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი

დავანებოთ ამ იარლიყების მიკერებას თავი და ნახავთ რა რეალობა დაგვრჩება:

2015 წელს ვინმე ქიბარ ხალვაში იწყებს დავას სასამართლოში და ამბობს, რომ რუსთავი ორის წილები ძალით დაათმობინეს;

2017 წელს ქართული სასამართლოს დასკვნით ვინმე ქიბარსა და მის ერთ-ერთ კომპანიას საჩივარი გარკვეულწილად უკმაყოფილდებათ რასაც ევროპულ სასამართლოში 4 მომჩივანი ასაჩივრებს:

1) შპს რუსთავი ორი (მეწილეები: ლ. და გ. ყარამანიშვილები 40%; შპს ტვ საქართველო 51%; ნ. ნიჟარაძე 9%)

2) შპს ტვ საქართველო (მეწილეები: 50%-ს აქაც ძმები ყარამანიშვილები ინაწილებენ, ხოლო მეორე 50% ეკუთვნის გაგეცინებათ და ქართველი დეპუტატის შვილს, რუსეთის მოქალაქე ნ. ნაყოფიას)

3) ლ. ყარამანიშვილი

4) გ. ყარამანიშვილი

ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირები ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებდნენ იმას, რომ დაირღვა საკუთრების უფლება და მათ არ მიეცათ სამართლიან სასამართლოში ბრძოლის საშუალება, რაზეც სტრასბურგში 2017 წელსვე გამოიტანეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც განაცხადეს, რომ რუსთავი ორში არ შეცვლილიყო არაფერი, მანამ, სანამ ამ საქმეს არსებითად არ განიხილავდნენ და არ დაადგენდნენ რამდენად სამართლიანი იყო საქართველოს სასამართლო, როცა წილები ქიბარ ხალვაშს დაუბრუნეს (ე.წ. აღსრულების შეჩერება).

2019 წლის, დღევანდელი დასკვნით, ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე საქართველოში სასამართლო სამართლიანად ჩატარდა.


რომელ ჭკუადმყოფელს უნდოდა, რომ სტრასბურგს ეთქვა საქართველოში სასამართლო მიკერძოებულიაო არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ამ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების “გამართლება" გაცილებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე ნებისმიერი კომპანიის თუ პირის ინტერესები.


რაც შეეხება რუსთავი ორს, პირდაპირ გეტყვით, რომ არ მომწონს არავინ, ვინც ცდილობს ხელოვნურად ტემპერატურის აწევას, აგრეთვე არ მომწონს არავინ, ვინც ხელოვნურად ცდილობს ტემპერატურის დაწევას. ჟურნალისტიკა უნდა იგივდებოდეს ობიექტურობასთან და როგორც კი ხდები ნებისმიერი მხარე, უკვე გამოსული ხარ ამავე პროფესიის მთავარი ღირებულებებიდან.


სამართლებრივი პროცედურების მიხედვით 3 თვის ვადაში რუსთავი ორსა და სხვა მომჩივანებს, გარკვეულ ნაწილში შეუძლიათ ევროპული სასამართლოს მეორე პალატის გადაწყვეტილება ამავე სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრონ, პროცესების მინიმუმ არჩევნებამდე გასაწელად, ალბათ გასაჩივრდება თავად ნიკა გვარამიას მოხსნაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჯერ საქართველოში, შემდეგ ევროპულ სასამართლოში.


პ.ს. არანაირ კავშირში არ არის კომპანიის მფლობელი და სიტყვის ზოგადი თავისუფლება ერთმანეთთან. მე თუ არ ვფლობ წილებს ამ კომპანიაში ვერ ვაკრიტიკებ საჭირო დროს ხელისუფლებას თუ ვინმე მიბლოკავს ციფრულ საშუალებებს?

რუსთავი ორმა მოახერხა ერთიანი ძლიერი გუნდის შეკვრა ამ წლებში.

თუ ამ გუნდს არ მოეწონება შპს რუსთავი ორში, თავისუფლად გადავლენ პირობითად შპს “რუსთავი სამში". ამ გამოცდილებით ძალიან სწრაფადაც მოახერხებენ როგორც პოპულარულ არხად ჩამოყალიბებას, ისე მატერიალურ-ტექნიკურ გაძლიერებასაც და მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა ხშირ შემთხვევაში მათი პათოსი, მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი ძალიან კარგი პროექტი აქვთ გაკეთებული. თუ ვინმე ამ გუნდს სიტყვის თავისუფლებას აუკრძალავს, ერთ-ერთი პირველი ვიქნები ვინც დაიცავს, მაგრამ ახლა არ მგონია, რომ საკითხი ასე დგას.

თანამშრომლებისთვის პირი არავის აუკრავს, დარეგისტრირდით სხვა შპს-დ და ნუ ნათლავთ ქართულ სასამართლოს კაციჭამიად, ხელისუფლების ამ შტოს თავის პრობლემებიც საკმაოდ ბევრი აქვს ისედაც და პოლიტიკური დუელების გამართვას ნუ გადაგვაყოლებთ მთელ ერს.



0
545
2-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0