x
image
Yoona
Mediator image
გულმავიწყობა - იმის ნიშანი, რომ თქვენ ძალიან ჭკვიანი ხართ
გულმავიწყობა ნორმალურია?

თუ გულმავიწყობა გახასიათებთ და ამის გამო ნერვიულობთ, სულ ტყუილად. რატომ?

სინამდვილეში გულმავიწყობა იმის ნიშანია, თქვენი ტვინი უფრო უკეთ ფუნქციონირებს, ვიდრე ფიქრობთ. ეს ჯერ კიდევ 2017 წელს Neuron-ში ჩატარებული კვლევებით არის დამტკიცებული.


image


გულმავიწყობა ყოველთვის განსაზღვრულ დაავადებას, როგორიცაა დემენცია ან ალცჰაიმერის დაავადება, არ უკავშირდება. ეს უფრო იმის მტკიცებულებაა, რომ თქვენ ჭკვიანი ადამიანი ხართ.

ტორონტოს უნივერსიტეტის და SickKids საავადმყოფოს მკვლევართა გუნდმა ამის დამტკიცება გადაწყვიტა. მათ გულმავიწყობას, ჯანმრთელობასა და ტვინის ფუნქციონირებას შორის კავშირის პოვნა სცადეს.

როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ინფორმაცია უნდა დავივიწყოთ და ადგილი ახალ მოვლენებსა და შემთხვევვებს დავუთმოთ. ახალი ინფორმაციის მიღებისას ტვინი ბევრ ენერგიას ხარჯავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ტვინს უსარგებლო ინფორმაციის დავიწყება სჭირდება, რომ ახალს პრიორიტეტი მიანიჭოს.

image

თუ მარტივი ნივთები გავიწყდებათ, მაგალითად, სად დატოვეთ გასაღები ან შეხვედრის ადგილი, ეს სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს შეიძლება ნებისმიერს შეემთხვეს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მეხსიერების პრობლემები გაქვთ.

რაც შეეხება მეხსიერების დაკარგვის პათოლოგიურ ნიშნებს, მათ ადასტურებს შემდეგი ფაქტები:

  • თქვენ ყოველდღიური ნივთები გავიწყდებათ
  • მშობლების სახელი ან საცხოვრებელი ადგილი დაგავიწყდათ
  • სახლის ნომერი დაგავიწყდათ
  • საუბრის დროს სათქმელი ფრაზა დაგავიწყდათ
  • წინა საუბრის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგავიწყდათ
  • ნაცნობ ადგილებში თავს დაკარგულად გრძნობდით
თუ რაიმე გავიწყდებათ, ეს ნორმალურია და არ ინერვიულოთ. გონება ხშირად გადატვირთულია, რაც მარტივი ნივთების დამახსოვრებას აფერხებს. თუმცა, თუ სიიდან რომელიმე ხშირად შენიშნეთ, ექიმს მიმართეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ გვიჭირს სხვის ლოგინში დაძინება - კვლევის შედეგი

image

იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა

image

ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა

image

რომელ საათზე უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ

image

ტეკილა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ - ნათქვამია კვლევაში

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
260
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
260