x
image
_K_
12 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები აკეთებენ (თუ 3 პუნქტი მაინც ემთხვევა, თქვენს ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება)
imageპარტნიორთან ერთად ცხოვრება როგორც სასიამოვნო პროცესი, ასევე გამოწვევაცაა ურთიერთობისთვის. ბევრი შეყვარებული დაშორებით ან უბედური ცხოვრებით ასრულებს კავშირს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ურთიერთობა მუდამ ჯანსაღი და სიხარულის გამომხატველი იყოს.


სტატიაში შემოგთავაზებთ რჩევებს და გაგაცნობთ, როგორ ინარჩუნებენ მოსიყვარულე წყვილები ბედნიერებას წლების განმავლობაში.








1. გაქვთ 1 საერთო ჰობი მაინც.

გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია, პირადი ჰობი გქონდეთ, კარგი იქნება, თუ რომელიმე საყვარელ აქტივობას ერთად გააკეთებთ, როგორც წყვილი. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს - რომელიმე სპორტის სახეობის თამაშიდან დაწყებული, ფილმის ყურებით დამთავრებული. საერთო ჰობი თქვენი რუტინის ნაწილი უნდა გახადოთ და ისიამოვნოთ ერთად გატარებული დროით.

image








2. პატივს სცემთ ერთმანეთის პირად სივრცეს.


ბედნიერი წყვილები ერთად ყოფნით სიამოვნებას იღებენ, მაგრამ ასევე იციან, რომ საზღვრებს არ უნდა გადააბიჯონ. პარტნიორის პირადი სივრცისთვის პატივისცემა ჯანსაღი ურთიერთობის აუცილებელი ნიშანია. ერთ-ერთმა რომ ურთიერთობაში თავი სულშეხუთულად ან მახეში გაბმულად იგრძნოს, ეს ორივე თქვენგანზე ნეგატიურად იმოქმედებს.

image








3. ერთად გეგმავთ შვებულებებსა და მოგზაურობებს.

ამაში არ იგულისხმება რამე გრანდიოზული. მნიშვნელოვანია, ვიქენდებს ან ერთ თავისუფალ დღეს მაინც ერთად გეგმავდეთ. განტვირთვა და გარემოს შეცვლა აუცილებელია, რათა ყოველდღიურ საზრუნავს გაექცეთ და ერთმანეთი სხვა ვითარებაში გაიცნოთ ან გაიხსენოთ.

image








4. დასაძინებლად ერთმანეთზე გაბრაზებულები არ მიდიხართ.

თუ პრობლემა გაქვთ, მაშინვე სცადეთ მისი მოგვარება. არ დაელოდოთ, რომ დრო გავა და თავად მოგვარდება. ზრდასრულ წყვილებს შეუძლიათ ყველაფერზე საუბარი. ეს თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო იქნება.

image








5. დღეში ერთხელ მაინც ამბობთ სიტყვას "მიყვარხარ".

შეიძლება ეს ჩვეულებრივ რამედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, პარტნიორს რეგულარულად შეახსენოთ, რას ნიშნავს ის თქვენთვის. იმის თქმამ, თუ როგორ აფასებთ და როგორ გიყვართ ის, შეიძლება უფრო დაგაახლოოთ. მნიშვნელოვანია, საკუთარი გრძნობები სერიოზულად გამოხატოთ და არა - ავტომატურად ან უგრძნობლად. რასაც ამბობთ, გრძნობით უნდა თქვათ.

image








6. ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცხოვრება გაქვთ.

ჰობებისა და ინტერესების გაზიარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცხოვრების ქონა. პარტნიორის აღქმა სრულიად დამოუკიდებელ ადამიანად საკუთარი აზრებითა და სურვილებით, და არა თქვენზე დამოკიდებულ ადამიანად, ჯანსაღი ურთიერთობის საწინდარია. გააცნობიერეთ, რომ ის უნიკალური ადამიანია და თქვენი ურთიერთობა უკეთესი გახდება.

image







7. ერთად ჭამთ.

ყოველდღიური ცხოვრებისეული რუტინის გამო შეუძლებელია, ყველა კერძი ერთად მიირთვათ, თუმცა, სცადეთ, დღეში ერთხელ მაინც ჭამოთ ერთად. მნიშვნელოვანია, უბრალოდ არ ისხდეთ მაგიდასთან მობილურში "ჩაფლულები", არამედ ერთმანეთს მიაქციოთ ყურადღება და ისაუბროთ. ჰკითხეთ თქვენს პარტნიორს, როგორ ჩაიარა დღემ, გეგმები დააწყვეთ უიქენდისთვის და ა.შ.

image








8. ერთმანეთის ოცნებებს მხარს უჭერთ.

პარტნიორის იმედებისა და ოცნებებისთვის მხარის დაჭერა მას სიყვარულსა და ზრუნვას აგრძნობინებს თქვენი მხრიდან. ბედნიერი წყვილები უსმენენ ერთმანეთის მისწრაფებებს და არ ეზარებათ გამამხნევებელი სიტყვების თქმა. როცა რამე არ გამოდის ან რთული დრო დგება, ისინი მაშინაც უდგანან ერთმანეთს გვერდში.

image







9. ერთმანეთს ენდობით და არ ეჭვიანობთ.

თუ ურთიერთობაში ნდობა არ არის, ის დანგრევისთვისაა განწირული. თუ ზედმეტად ეჭვიანი და მესაკუთრე ხართ, კარგი იქნება, ამ თვისებების გამოსწორებაზე მანამ იმუშაოთ, სანამ პარტნიორთან ურთიერთობას გაგიფუჭებთ. ხოლო თუ პარტნიორი საკმარისზე მეტ მიზეზს გაძლევთ საეჭვიანოდ, დროა დაფიქრდეთ ურთიერთობაზე, გადააფასოთ ის და თქვენი ემოციური ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დააყენოთ.

image








10. ერთად იზრდებით და ვითარდებით, როგორც ადამიანები.

არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი და ხელის შემშლელი ურთიერთობისთვის, როცა ხედავთ, როგორ განვითარდით და გაიზარდეთ წლების განმავლობაში, თქვენი პარტნიორი კი იგივე ადგილას დარჩა, სადაც პაემნების პერიოდში იყო. პიროვნული განვითარება ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესია ადამიანის ცხოვრებაში. უნდა დარწმუნდეთ, რომ ორივე ერთად უმკლავდებით სირთულეებს და არ ცდილობთ ცხოვრების სხვადასხვა ბილიკებით წასვლას.

image







11. ინაწილებთ საქმეებს.

სახლის საქმეების მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ გაკეთება თანამედროვე სამყაროში კატასტროფის დასაწყისია. როცა ერთ-ერთი გრძნობს, რომ ყველაფერი თავად უნდა აკეთოს, ეს ურთიერთობაში დისბალანსს ქმნის. თუ სახლის საქმეებს ბუნებრივად ვერ იყოფთ, მაშინ ჩამოწერეთ იმ ყველაფრის სია, რაც საცხოვრებელში უნდა გაკეთდეს. შემდეგ ერთად განიხილეთ, ვინ რას მიხედავს და სია სადმე გამოსაჩენ ადგილას დადეთ, მაგალითად მაცივარს მიაკარით მაგნიტით. ურთიერთობაში ორივე თქვენგანი ზრდასრული ადამიანები ხართ და თანაბრად მოგეთხოვებათ სახლის სისუფთავეზე ზრუნვა.

image







12. არ გავიწყდებათ ერთმანეთის გახარება მცირედი ჟესტებით.

დიადი ჟესტები შესაძლოა ამაღელვებელი და რომანტიკული იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მცირედი ჟესტებიც დააფასოთ. შეიძლება ეს იყოს შეკითხვა, რამეს ხომ არ ისურვებდით სამზარეულოდან, ან ფეხის მასაჟი დამღლელი დღის შემდეგ. თუ ნებისმიერ პატარა ჟესტში გულწრფელი ზრუნვა იგრძნობა, დატკბით ურთიერთობით და დააფასეთ მოსიყვარულე პარტნიორი.

image


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ ვერ პოულობს ზოგი ადამიანი სიყვარულს - 6 პოპულარული მიზეზი

image


2. 10 აშკარა ნიშანი იმისა, რომ მამაკაცს აღარ უყვარხართ

image


3. რატომ არის ცოლი შვილებზე მნიშვნელოვანი

image

1
3302
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3302
  
2019, 22 ივლისი, 16:50
ჩემი აზრით,მიყვარხარ!
0 1 1