x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93874
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
გემრიელი სალათის რეცეპტები, რომელთა საშუალებითაც გაიწმენდთ ორგანიზმს

imageუამრავ დაავადებას თავადვე ვიწვევთ ჩვენივე არსწორი ცხოვრების წესით და კვებით, ბოსტნეულისა და ხილის ნაკლებობა ჩვენს რაციონში უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. თუ თქვენ ყოველდღიურად მიირთმევთ სალათებს, რომლებსაც ბოსტნეულით მოამზადებთ, დაეხმარებით ორგანიზმს წიდებისაგან გაწმენდაში.

გთავაზობთ სალათების მომზადების რამდენიმე სასარგებლო რეცეპტს:

1.უმი გოგრის სალათა

უმი გოგრა და ვაშლი დაჭერით ჩხირებად, დაუმატეთ ნიგოზი და თაფლი. 1 საათით შედგით მაცივარში და მიირთვით.

2.შავქლიავასი და ნივრიანი ჭარხლის სალათა

მოხარშული ჭარხალი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ანალოგიური წესით დაახეხეთ ახალი ვაშლები(შეფარდება გემოვნებით), დაუმატეთ ნიორი, შავი ქლიავი და შეკაზმეთ მაიონეზით.

3.კომბოსტოს სალათა ფორთოხლით

კომბოსტო დაჭერით წვრილად, ზემოდან მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ 1-2 საათის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ფორთოხლის რბილი ნაჭრები და გახეხილი ვაშლი, გააზავეთ მაიონეზით.

4.ყაბაყის სალათა

მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყაბაყი, ვაშლი, მჟავე კიტრი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შეკაზმეთ მაიონეზით.

0
121
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0