x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93874
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
ნიორი - სასწაულმოქმედი მკურნალი! ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

image

გაცივების დროს

მოხარშული ვერმიშელი, ცხელი, გახეხილი ნიორითა და მარილით შეზავებული, გიშველით გაცივების დროს. შესანიშნავი მადეზინფიცირებელი და ოფლმდენი საშუალებაა.

ჯიბლიბო

წაისვით ქუთუთოზე გაფცქვნილი ნიორი.

ჩირქოვანი ჭრილობა ან ნაკბენი

იმკურნალეთ ნიორის და თაფლის მალამოთი(ერთმანეთში შეურიეთ 1 თავი გახეხილი ნიორი და 50 გრამი თაფლი), სახვევები ყოველდღე უნდა იცვალოთ.

თავის ტკივილი

გააკეთეთ ნივრის ფაფა, მოათავსეთ ქსოვილზე და მიიდეთ საფეთქელთან.

ფეხის ფრჩხილის სოკო

ფრჩხილებს ქვეშ შეიზილეთ ნივრის ფაფა ნაღების კარაქთან ერთად, ამ პროცედურის განმეორებით 10 დღეში განიკურნებით.

ათეროსკლეროზი

აიღეთ ერთი თავი ნიორი და ერთი ცალი ლიმონი, ორივე დაჭერით წვრილად, აურიეთ, დაასხით 1 ლიტრი წყალი და გააჩერეთ 3 დღე-ღამე.სვით თითო ს/კ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

სახსრების ტკივილის დროს

გიშველით ნიორი!

3 ცალი ნიორისა და 200 გრამი ნიახურის ფესვის გატარებულ ნარევს დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, როცა გაგრილდება შედგით მაცივარში. სვით დილით უზმოზე 50-70 გრამი გამოჯანმრთელებამდე.

ბუასილი

გიშველით ასეთი სანთლები : აიღეთ ღორის ქონი და ნიორი თანაფარდობით 3:1, დაამზადეთ სანთლები, შეინახეთ მაცივარში.მკურნალობის წინ გაატარეთ 15 წუთით მანგანუმის ვარდისფერი ხსნარის ორთქლში და გაიკეთეთ. ასეთი პროცედურები 5 დღის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ.

დისბაქტერიოზი

გადაყლაპეთ მცირე ზომის ნივრის ნაწილები ვახშმიდან 2 საათის შემდეგ. კურსი 1-2 კვირა.

ნივრიანი მაწონი თქვენი კუჭ-ნაწლავისათვის

1 ლიტრ მაწონში ჩაყარეთ 2-3 გამხმარი შავი პურის ნაჭერი, რომლებზეც გადასმული იქნება გახეხილი ნიორი. შეგიძლიათ შედგათ მაცივარში. მისი მირთმევის შემდეგ თქვენს კუჭ-ნაწლავში სასიამოვნო ცვლილებებს აღმოაჩენთ.

ონკოლოგიური დაავადებების კარგი პროფილაქტიკური

ჭინჭარი ნიორთან მიმართებაში!

დაჭერით ჭინჭარი წვრილად, შეურიეთ გახეხილ ნიორს(გემოვნებით), დაუმატეთ ოხრახუში, მოხარშული კვერცხი, მცენარეული ზეთი, ლიმონის წვენი და მიირთვით. ასეთი წესით მომზადებულ მხზალს თქვენი ორგანიზმისათვის ძალიან დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

0
371
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0