x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა ზღვაში იბანავა და აიკიდა ბაქტერია,რომელმაც ორ დღეში ცოცხლად გამოჭამა
image

ამერიკელმა იბანავა ზღვაში და აიკიდა ბაქტერია, რომელმაც ცოცხალი ქსოვილი გამოჭამა.მამაკაცი ორ დღეში გარდაიცვალა.


შემთხვევა ფლორიდაში, კერძოდ ქალაქ დესტინში, ზღვაში ბანაობის შემდეგ 66 წლის დეივ ბენეტს, (Dave Bennett)სხეულზე გაუჩნდა წითელი ლაქა, შემდეგ კი გაშავდა.


საავადმყოფოში მას თავიდან სტაფილოკოკზე მკურნალობდნენ, თუმცა არ უშველა, ბენეტი გარდაიცვალა ზღვაში ბანაობიდან 2 დღეში.



მხოლოდ გვამის გაკვეთის შემდეგ დადგინდა სიკვდილის ნამდვილი მიზეზი, მამაკაცს შეეყარა ბაქტერია Vibrio vulnificus-ი, რომელიც ქოლერის გამომწვევი მონათესავე მიკრობია, ისინი ცხოვრობენ მარილიან წყალში და თუ ღია ჭრილობაში მოხვდა ცოცხალ ქსოვილს შთანთქავენ.მისი ქალიშვილის 40 წლის შერილ ბენეტის მტკიცებით, მამამისს არ ჰქონდა სხეულზე ჭრილობა, თუმცა იმუნიტეტი დაქვეითებული ჰქონდა, რადგან ცოტა ხნის წინ კიბო დაამარცხა.

image

როგორც გაირკვა ცოტა ხნის წინ ამავე ქალაქის საავადმყოფოში დაიღუპა 12 წლის გოგონა, რომელსაც ანალოგიური იფექცია შეეყარა.

ბენეტის ქალიშვილმა შერილმა გადაწყვიტა ეს ამბავი უყურადღებოდ არ დატოვოს, წამოიწყო ფართო საინფორმაციო კამპანია, რომ სხვებსაც ზღვაზე ბანაობის დროს არ შეხვდეთ ეს სასიკვდილო ინფექცია.მისივე თქმით პლაჟზე რომ გამაფრთხილებელი აბრა ყოფილიყო, არაფრის დიდებით არ შეუშვებდა მამას საბანაოდ.

image


0
1747
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1747
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0