x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93875
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
ამაზე საჯაროდ ხმამაღლა არასდროს მისაუბრია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში 220-ზე მეტი სოფელი ნულოვანი მოსახლეობით გვაქვს მიტოვებული

ლაშა ბოდაველი CICD

თუ 2020 წლის არჩევნებში, პოლიტიკური პარტიების “სინდისზე" უნდა იყოს შეიყვანენ თუ არა საკუთარი კანდიდატების სიაში რეგიონების წარმომადგენლებს, მაშინ ამომრჩევლებს სოფლებში და მუნიციპალიტეტებში ვურჩევდი რჩეულ პარტიებს მოსთხოვონ პროპორციულ სიებში, გონივრულ პოზიციებზე დაარეგისტრირონ იმავე რეგიონის მცოდნე წარმომადგენლები.

ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი

დაუშვებელია შემდეგი მოწვევის პარლამენტში არ ისმოდეს რეგიონული წარმომადგენლების ხმები და თეორიულად ამის საშუალებას პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები იძლევა.


ამაზე საჯაროდ ხმამაღლა არასდროს მისაუბრია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში 220-ზე მეტი სოფელი ნულოვანი მოსახლეობით გვაქვს მიტოვებული, დაახლოებით 2-ჯერ მეტია იმ სოფლების რაოდენობა, სადაც 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს. სამწუხაროდ მათი ასაკიც გამრავლების იმედს აღარ გვაძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ათწლეულში შესაძლოა ნულოვანი მოსახლეობის მქონე სოფლების რაოდენობა გაორმაგდეს.


ამ ფონზე “თბილისის პარლამენტის" მიღება დაუშვებლად მიმაჩნია.

ჩვენ გვქონდა რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომ უნდა გაზრდილიყო ქალთა ჩართულობა საპარლამენტო ცხოვრებაში.

არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები, ანუ ისინი ვინც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, იღებენ საბაზო დაფინანსების 30%-ს დამატებით, იმ შემთხვევაში თუ მათი სიები კომპლექტდება მინიმუმ 30 პროცენტიანი სქესთა სხვაობით. არ შეიძლება საქართველოს რეგიონები აღიქვა რაიმე სახის უმცირესობად. საჭიროა მათზე, როგორც ერთიან მთლიანზე მსჯელობა და თუ მათი წარმომადგენლების ხმა საქართველოს პარლამენტში პარტიების სოციალურ პასუხისმგებლობაზე უნდა იყოს, მაშინ უმჯობესია, რომ ამ საკითხშიც მოხდეს პოლიტიკური ორგანიზაციების სტიმულირება.


სრულებით დადებითი მოვლენაა, როცა პარტიები რეგიონულ ოფისებს ხსნიან, მაგრამ ამას სავარაუდოდ მხოლოდ მაღალბიუჯეტიანი პოლიტიკური გაერთიანებები მოახერხებენ. გარდა ამისა, ვინც ამ პროცესებში ერკვევა იცის, რომ არჩევნების მოგება, გარკვეული პრობლემების გამწვავებით და ამ პრობლემების მოგვარებაზე გაცემული დაპირებებით ხდება. თუ დაბალბიუჯეტიან პარტიებს არ მიეცათ სტიმული ან/და რესურსი, რომ რეგიონებშიც იმუშაონ გამოვა, რომ პრობლემებს ისევ ის ძველი, მსხვილი ფინანსების მქონე პარტიები გაამძაფრებენ, ყველაზე მეტ ხმასაც ისინი მოაგროვებენ, პარლამენტშიც ისევ ძველი სახეებით შევლენ და რაც ყველაზე სამწუხაროა გაცილებით მეტი პრობლემა დაგვრჩება გასაჟღერებელი ჩვენი რეგიონებიდან.


გასაგებია, რომ არჩევნების პროპორციული სისტემა შევარჩიეთ, მაგრამ ძალიან კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი ამ სისტემის ქართული მოდელის შესაქმნელად. შეუძლებელია ყველა რეკომენდაცია ერთ სტატიაში მოაქციო ან მხოლოდ ერთმა ადამიანმა ჩამოწეროს, ამიტომ ერთი და იგივე თემის სხვადასხვა დეტალზე სათითაოდ გვიწევს განმარტებების გაკეთება და მსუბუქად რომ ვთქვა ძალიან მიკვირს იმ პარტიების, რომ ამტკიცებდნენ ახალგაზრდებმა მოითხოვეს ეს სისტემაო და იმის მერე აღარავისთვის უკითხავთ რეალურად ვინ რას ისურვებდა ამ სისტემის დეტალებში.


0
157
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0