x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93874
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
"კოხტაპრუწა კალაძე და თვალპაჭუნა გახარია ერთმანეთს უპადძეშკებენ და.... " - ნახეთ, რა პოსტს აქვეყნებს ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია პოსტს აქვეყნებს, სადაც ის 16 ივლისს, თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე დატრიალებულ კიდევ ერთ უბედურ შემთხვევას, კერძოდ კი მშენებარე ობიექტის ლიფტის შახტაში ჩავარდნილ, არასრულწლოვანი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. პატარაიას განცხადებით, მას სირცხვილის გრძნობა ეუფლება, როცა ქვეყანაში, მსგავსი ტრაგედიები კვლავ გრძელდება და მას, ისევე როგორც სრულიად საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით, არაფრის შეცვლა არ შეუძლია. უფლებადამცველი ქვეყანაში, ასევე იმ დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს, სადაც სამშენებლო ობიექტებზე, ყოველდღიურად გარდაცვლილი მუშების სიკვდილზე პასუხისმგებლობა არავის ეკისრება: "რანაირად ავაწყვეთ ქვეყანა ისე, რომ კოხტაპრუწა კალაძე და თვალპაჭუნა გახარია ერთმანეთს უპადძეშკებენ ყველაფერში და 16 წლის მკვდარ მუშაზე არასდროს არავინ არ არის პასუხისმგებელი. და სრულიად ნორმალიზებულია მშენებლობებიდან ხალხის ცვენა. და ჩვენც მოხარშული თევზის თვალებით შევყურებთ ამ ყველაფერს. მე უკვე ფბ-ზეც აღარც ვწერ, მრცხვენია საკუთარი წამოკნავლების, " - წერს უფლებადამცველი სოციალურ ქსელში.




0
135
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
135